4:17 PM
მარიხუანის ფესტივალი მაინც ჩატარდება — ზურა ჯაფარიძე / marixuanas festivali mainc chatardeba — zura jafaridze
www.auf.ge -
გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის თქმით, დედა ენის ბაღში 16:20 საათზე კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი მაინც ჩატარდება. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, ეს იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი.

ჯაფარიძე ამბობს, ისინი აპირებენ, რომ ფესტივალით თავიანთი კონსტიტუციური უფლება დაიცვან. როგორც დაგეგმილი იყო, ფესტივალისთვის დედა ენის ბაღში უნდა განთავსებულიყო დახლები და შესაბამისი აპარატურა, თუმცა შსს-მ ამის უფლება არ მისცა. უწყებაში გირჩს განუმარტეს, რომ მათ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ

გარდა ამისა, დედა ენის ბაღში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი სამ საათზე კონტრაქციის გამართვას აპირებს.

ფესტივალის ორი ორგანიზატორი და გირჩის ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი კრიმინალურმა პოლიციამ ჩხრეკისთვის განყოფილებაში გადაიყვანა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვცელებია.

გირჩი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შსს, ზურაბ ჯაფარიძე, დაკავება, დაპატიმრება, მარიხუანა, მოსაწევი, მარიხუანის ფესტივალი, girchi, shinagan saqmeta saministro, shss, dapatimreba, dakaveba, zurab jafaridze, zura jafaridze, zurab japaridze, zura japaridze, mosatsevi, mosawevi, marikhuana, marixuana, marikhuanas festivali, marixuanas festivali.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 755 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: marijuana, zura japaridze, გირჩი, მარიხუანის ფესტივალი, marikhuana, zurab jafaridze, girchi, დაკავება, ზურაბ ჯაფარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]