გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ოქტომბერი » 20 » 5 რამ, რაც რუსთავი 2-ის ახალი პროექტის, მთავარი ექიმის შესახებ უნდა იცოდეთ / 5 ram, rac rustavi 2-is akhali proeqtis, mtavari eqimis shesakh
4:23 PM
5 რამ, რაც რუსთავი 2-ის ახალი პროექტის, მთავარი ექიმის შესახებ უნდა იცოდეთ / 5 ram, rac rustavi 2-is akhali proeqtis, mtavari eqimis shesakh






სამედიცინო შოუები გიყვართ? მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - რუსთავი 2-ს ეთერში ახალი გადაცემა მთავარი ექიმი იწყება.

ახალი შოუს წამყვანები კი მზად არიან, რომ მედიცინის საინტერესო სამყაროში გამოგზაურონ და ცხოვრების ჯანსაღი წესის, სხვადასხვა დაავადებების საწყის ეტაპზე აღმოჩენისა თუ ეფექტური მკურნალობის უტყუარი რეცეპტები გაგიზიარონ.

აი, 5 რამ, რაც მთავარი ექიმის შესახებ უნდა იცოდეთ:

1. მთავარი ექიმი ამერიკული სატელევიზიო შოუს The Dr. Oz-ის ქართული ვერსიაა

მთავარი ექიმი წარმატებული გადაცემის, The Dr. Oz-ის ქართული ვერსიაა. მეჰმეთ ოზმა სატელევიზიო მოღვაწეობა ოპრა უინფრის შოუში სამედიცინო ექსპერტობით დაიწყო.

ცხოვრების ჯანსაღი წესი, სასარგებლო და საშიში პროდუქტები, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და ინფორმაცია ძირითადი სამკურნალო პროცედურების შესახებ - არ არსებობს თემა, რომელიც მეჰმეთ ოზისთვის უცხო ან საფრთხილოა.

შოუ აქტიურად ეწევა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პოპულარიზაციას.

2. გადაცემაზე ფორმულა კრეატივი მუშაობს
ცნობილი გადაცემის ქართულ ვარიანტს ფორმულა კრეატივი წარმოგვიდგენს, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია თავისი პოპულარული, ყველასათვის საყვარელი სერიალით ჩემი ცოლის დაქალები.

3. გადაცემას მხოლოდ ექიმი არ წაიყვანს
გადაცემას გამოცდილი ექიმი ოფთალმოლოგი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიჩუა გაუძღვება. გიორგის თანაწამყვანი კი ჩემი ცოლის დაქალებში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, ყველასათვის საყვარელი მსახიობი ანი ტყებუჩავა იქნება. ანი ეცდება, მაყურებლის ნაცვლად დასვას კითხვები.

ხშირად ექიმებს თავს გაუაზრებლად ვუქნევთ ხოლმე, როცა მათი ნათქვამი კარგად არ გვესმის. ამ შემთხვევაში კი წამყვანები ეცდებიან, გაურკვევლობისთვის სივრცე არ დატოვონ.

4. აქ რეალურ პაციენტებს მოუსმენთ
გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მთავარი აქცენტი პაციენტებზე გაკეთდება, რომლებიც თავად ისაუბრებენ საკუთარი გამოცდილების შესახებ - როგორ დაამარცხეს დაავადება ან ახლა როგორ ებრძვიან ამა თუ იმ პრობლემას. აქცენტი გაკეთდება პერსონალურ თუ სოციალურ მხარეზე. ჯანმრთელობა მხოლოდ სამედიცინო საკითხი არაა და ის ხშირად გადმოდის ჩვენს სოციალურ ცხოვრებაშიც. მთავარი ექიმი არც ამ ასპექტს დაივიწყებს.

5. პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია და 21 ოქტომბერს გავა

21 ოქტომბრიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ამიტომ დაელოდეთ მთავარი ექიმის გამოჩენას, რომელსაც ყველა ერთად, კვირას, 20:00 საათზე ვიხილავთ.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 78 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: Rustavi 2, მედიცინა, სხვა შუადღე, სატელევიზიო შოუ, medicina, მთავარი ექიმი, ფორმულა კრეატივი, შოუ, mtavari eqimi, რუსთავი 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...