გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ოქტომბერი » 27 » ზაზა სარალიძის დაკავების გასაპროტესტებლად თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება / zaza saralidzis dakavebis gasaprotesteblad tbilissa da ba
2:36 PM
ზაზა სარალიძის დაკავების გასაპროტესტებლად თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება / zaza saralidzis dakavebis gasaprotesteblad tbilissa da ba






შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება. აქციის მონაწილეები სარალიძის დაკავებას გააპროტესტებენ.

ბათუმში აქცია ერას მოედანზე 7 საათზე დაიწყება. თბილისში კი მხარდამჭერები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.

შვილმოკლული მამების სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქციები თბილისში უკვე 47-ე დღეა მიმდინარეობს. გუშინ, 26 სექტემბერს სარალიძის დაკავების შემდეგ აქციას სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ და პროტესტის ნიშნად "ცოცხალი კარვების" პერფომანსი დადგეს.

რატომ დააკავეს ზაზა სარალიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით26 ოქტომბერს ზაზა სარალიძე და მასთან ერთად კიდევ ორი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სარალიძემ სამართალდამცავების მიმართ აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც მას პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას ეს უფლება შეუზღუდეს. სარალიძე თბილისის პარლამენტის შენობასთან უკვე 46 დღეა აქციას მართავს და შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს.

მოგვიანებით შვილმოკლული მამა პოლიციის შენობაში შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის საავადმყოფოში რჩება.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 664 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: zaza saralidze, machalikashvili, saprotesto aqcia, აქცია #მამებისიმართლისთვის, batumi, aqcia mamebi simartlistvis, Tbilisi, ზაზა სარალიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...