გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ოქტომბერი » 27 » შავ ზღვაში მსოფლიოში ყველაზე ძველი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს / shav zghvashi msoflioshi yvelaze dzveli chadziruli gemi aghmoachines
2:42 PM
შავ ზღვაში მსოფლიოში ყველაზე ძველი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს / shav zghvashi msoflioshi yvelaze dzveli chadziruli gemi aghmoachines






არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე, ბულგარეთის სანაპიროსთან ახლოს, 2400 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემონახული.

23-მეტრიანი ხომალდი, რომელსაც წყლის ზედაპირამდე 1.6 კმ აშორებს, სავარაუდოდ, ძველ ბერძნებს ეკუთვნოდათ. მეცნიერების აზრით, გემი დაზიანებას ასეთ სიღრმეში ჟანგბადის არარსებობის გამო გადაურჩა.

"ვერასდროს დავიჯერებდი, რომ კლასიკური სამყაროდან შემორჩენილ გემს ვნახავდი", - ამბობს პროფესორი ჯონ ადამსი, შავი ზღვის წყალქვეშა არქეოლოგიური პროექტის მთავარი მკვლევარი, - "ეს გემთმშენებლობისა და მეზღვაურობის შესახებ ჩვენს წარმოდგენას შეცვლის".

აღმოჩენილი "ჩონჩხი" ძალიან ჰგავს ძველ ბერძნულ ლარნაკებზე გამოსახულ ხომალდებს.

მკვლევრების გუნდის განცხადებით, გემისთვის ადგილის შეცვლა არ იგეგმება. საუსჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხომალდის მცირე ნაწილი აღმოჩენის დასათარიღებლად გამოიყენეს და დაადასტურეს, რომ ეს კაცობრიობისთვის ცნობილი უძველესი გემია.

ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში ლონდონში კონფერენცია გაიმართება.

შავი ზღვის ფსკერზე სამწლიანი პროექტის ფარგლებში წყალქვეშა არქეოლოგებმა სულ 60-ზე მეტი ჩაძირული გემი იპოვეს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 712 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: gemebi, bulgareti, ჩაძირული გემი, sanapiro, shavi zghva, gemi, ძველი ბერძნები, shavi zgva, შავი ზღვა, არქეოლოგიური აღმოჩენა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...