გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ოქტომბერი » 27 » BBC თბილისის ზოოპარკში მცხოვრებ სპილოს ახალ სერიალში გადაიღებს / bibisi tbilisis zooparkshi mckhovreb spilos akhal serialshi igheben
2:50 PM
BBC თბილისის ზოოპარკში მცხოვრებ სპილოს ახალ სერიალში გადაიღებს / bibisi tbilisis zooparkshi mckhovreb spilos akhal serialshi igheben






31 ოქტომბერს თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციიდან ეწვევიან და ახალ დოკუმენტურ სერიალ Big Animal Surgery-ში (დიდი ცხოველის ოპერაცია) გადაიღებენ.

ამის შესახებ თბილისის ზოოპარკი ფეისბუქზე წერს:

"31 ოქტომბერს ჩვენი სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირიც გახდება. BBC ცხოველების მოყვარულებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს და ახალ სერიალს იღებს, სახელწოდებით Big Animal Surgery – "დიდი ცხოველების ოპერაციები". თითოეულ ეპიზოდში თითო ცხოველის ამბავს გვიამბობენ და გვიჩვენებენ, როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტექიმები უნიკალურ ოპერაციებს ცხოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად".

სერიალში ერთი ეპიზოდი მთლიანად გრანდს მიეძღვნება. სპილომ 2014 წელს ოპერაცია გადაიტანა, როდესაც მოტეხილი ეშვი ამოუღეს. სერიალის ახალ ეპიზოდში მისი მეორე ეშვის ოპერაციას გადაიღებენ.

"BBC, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების შემქმნელი, თბილისის ზოოპარკის სპილოს მთელ მსოფლიოს გააცნობს!" - ვკითხულობთ პოსტში.

გრანდის პირველ რიგში წარმატებულ ოპერაციას ვუსურვებთ, მხოლოდ ამის შემედეგ კი — დიდ ტელე-ვარსკვლავობას.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 746 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: tbilisis zooparki, თბილისის ზოოპარკი, BBC, Elephant, Tbilisi, ANIMALS, Big Animal Surgery, სპილო, spilo, zooparki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...