გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ოქტომბერი » 27 » ზურაბიშვილის კამპანიაში მონაწილეობის გამო აჭარის ტელევიზიამ სოფო ხალვაში ეთერიდან მოხსნა / zurabishvilis kampaniashi monatsileobis gamo sof
3:01 PM
ზურაბიშვილის კამპანიაში მონაწილეობის გამო აჭარის ტელევიზიამ სოფო ხალვაში ეთერიდან მოხსნა / zurabishvilis kampaniashi monatsileobis gamo sof






აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე დილის გადაცემას მომღერალი სოფო ხალვაში აღარ წაიყვანს. ამის შესახებ ტელევიზიამ დღეს, 25 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება.

ამ ფაქტზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა, გია ქარცივაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, რომ მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება.

მაუწყებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შაბათ-კვირას "დილის ტალღა" ეთერში გავა, მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მას სოფო ხალვაში არ წაიყვანს, რადგან ამ ეტაპზე დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს.

ხალვაშმა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც გადაცემა "დილის ტალღის" წამყვანია, თბილისში სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრას დაესწრო.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 672 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: სალომე ზურაბიშვილი, salome zurabishvili, sofo khalvashi, qartuli ocneba, სოფო ხალვაში, აჭარის ტელევიზია, ქართული ოცნება, adjara tv, acharis televizia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...