გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 1 » მეამბოხე სულები 15-წლიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა, ეკრანს დაუბრუნდნენ / meambokhe sulebi 15-tsliani pauzis shemdeg, shesadzloa, ekrans daubr
10:45 PM
მეამბოხე სულები 15-წლიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა, ეკრანს დაუბრუნდნენ / meambokhe sulebi 15-tsliani pauzis shemdeg, shesadzloa, ekrans daubr






იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც წლების წინ მეამბოხე სულების ფანი არ იყო. მინიმუმ, ვერ მოძებნით 2000-იანი წლების თინეიჯერს, რომელსაც პოპულარული ჯგუფის რომელიმე სიმღერა მაინც არ აქვს მოსმენილი.

პოსტერები, რვეულები, ბლოკნოტები, სურათები, ტელეფონზე დაყენებული ზარები, მაისურები და ჩანთები — წლების წინ სერიალმა მეამბოხე სულები ქართველი თინეიჯერების ცხოვრების ყველა ასპექტი მოიცვა.

მართალია, არგენტინელი მოზარდების პრობლემები ჩვენი რეალობისგან შორს იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მია, მანუელი, მარისა და პაბლო ქართველებმა მთელი გულით შეიყვარეს.

სერიალი 2002 წელს არგენტინაში კრის მორენამ გადაიღო და მალევე გახდა თინეიჯერების საყვარელი შოუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პოპულარობის მიუხედავად, სერიალი 2003 წელს დაიხურა. მას შემდეგ მაყურებელი მუდმივად ითხოვს, რომ ლეგენდარული მეამბოხეები ეკრანს დაუბრუნდნენ.

როგორც აღმოჩნდა, კრის მორენამ, საბოლოოდ, გადაწყვიტა ფავორიტი შოუ მაყურებელს დაუბრუნოს. კრის მორენამ ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვა მზადყოფნა, მეამბოხე სულებს ახალი სიცოცხლე აჩუქოს და საკულტო პერსონაჟები ეკრანს დაუბრუნოს.

ამ ეტაპზე უცნობია განხორციელდება თუ არა პროექტი საბოლოოდ ან რა სახით დაბრუნდება ის ეკრანზე. გვიჩვენებს ძველი, ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟების ახალ ცხოვრებას, თუ მოგვიწევს თვალი ვადევნოთ ელიტარული კოლეჯის ახალი მეამბოხეების ცხოვრებას.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 685 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: არგენტინა, Luisana Lopilato, meamboxe sulebi, meambokhe sulebi, Camila Bordonaba, მეამბოხე სულები, Seria, კამილა ბორდონაბა, სერიალი, ლუისიანა ლოპილატო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...