გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 10 » "მოგეხმარებით ნაძვის ხის აწყობაში" – ზაზა სარალიძე პარლამენტის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს / "mogekhmarebit nadzvis khis atsckobashi" za
3:33 PM
"მოგეხმარებით ნაძვის ხის აწყობაში" – ზაზა სარალიძე პარლამენტის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს / "mogekhmarebit nadzvis khis atsckobashi" za






“ჩვენ ეს ნაძვის ხე არაფერ ხელს არ გვიშლის, დადგან, პირიქით, მოგეხმარებით დადგმასა და აწყობაში,” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ “ფორტუნას” განუცხადა.

რუსთაველის გამზირზე შვილმოკლულ მამებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისის მერია აფრთხილებს, რომ საახალწლო სამზადისი იწყება და მათ რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ. მათ მერიისგან წერილი მიიღეს.

“ჩვენ არ ვაპირებთ ადგილის შეცვლას. გასაგებია, რომ საახალწლო მზადება იწყება. ჩვენ არანაირად არ შევუშლით ამ პროცესს ხელს, პირიქით, ის ბავშვები, ვინც აქ უნდა გაერთონ, იგივე ჩვენი შვილები არიან და მათი მომავლისა და უსაფრთხოების დასაცავად ვიბრძვით იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი შვილები უკვე მოგვიკლეს და სამართალს ვერ ვპოულობთ. მანამდე ვიბრძოლებთ და ვიქნებით აქ, სანამ ჭეშმარიტება იქნება აღდგენილი. ამ წერილში წერია, რომ უნდა შევიცვალოთ ადგილი. ამ წერილით პირდაპირ გვიდასტურებს ხელისუფლება, რომ არანაირ გამოძიებას არ აპირებენ და არავის პასუხისგებაში მიცემას არ აპირებენ. თუ 7 დეკემბერს ჩვენ უნდა შევიცვალოთ ადგილი და სხვაგან უნდა გამოვთქვათ ჩვენი პროტესტი, ე.ი. 7 დეკემბრამდე ესენი არავითარი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებენ და თანახმა არიან, ყველგან ვიყოთ და მოვითხოვოთ სამართლის აღდგენა, რომლის აღდგენასაც თვითონაც არ აპირებენ. მე და მალხაზი ერთსა და იმავე აზრზე ვართ და ყველა ის ადამიანი, ვინც აქაა,” – განუცხადა “ფორტუნას” სარალიძემ.

თბილისის მერიის ცნობით, პარლამენტის შენობის წინ 15 დეკემბერს იმართება თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის ტარდება სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები და კონცერტები, რაც შესაბამისად, გულისხმობს ხანგრძლივ მოსამზადებელ პერიოდს.

“სახალხო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მოგმართავთ თხოვნით, მხედველობაში მიიღოთ აღნიშნული გარემოება შეცვალოთ 7 დეკემბერიდან თქვენ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის ჩატარების დრო და ადგილი,” – წერია წერილში, რომელიც თბილისის მერიამ ზაზა სარალიძეს მიწერა.



მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 858 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: malkhaz machalikashvili, nadzvis khe, zaza saralidze, axali weli, akhali tseli, nadzvis xe, ნაძვის ხე, ახალი წელი, ზაზა სარალიძე, malxaz machalikashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...