12:11 PM გიორგი უშიკიშვილი და დავით იმედაშვილი პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებენ / giorgi ushikishvili da davit imedashvil | ||||||||||||
როგორც „ფორტუნასთან“ დავით იმედაშვილმა განაცხადა, ეს ინფორმაცია თაკო ჩარკვიანისგან არ გავრცელებულა და სრული სიცრუეა ის, რომ მას პოლიტიკასთან რამე შემხებლობა ექნება. „არ ვიცი რაზეა საუბარი, პოლიტიკასთან ჩემი პირდაპირი შეხებაც სრული სიცრუეა. როგორც გავიგე, თაკოსაც არ უხსენებია ჩემი სახელი. არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ დავით იმედაშვილმა. გავრცელებული ინფორმაცია სასაცილო აღმოჩნდა გიორგი უშიკიშვილისთვის. „არ ვიცი, პირველად გავიგე მეც. რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა, ამ თემაზე საერთოდ არც არაფერი გამიგია. მოწმენდილ ცაზე გამოჩნდა ეს ინფორმაცია,“ – განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა „ფორტუნასთან“. მისივე თქმით, თაკო ჩარკვიანთან საქმიანი ურთიერთობა არ აქვს და დიდი ხანია არც უნახავს. „ვიცნობ რა თქმა უნდა, შევხვედრილვართ, გვისაუბრია, თუმცა დიდი ხანია შემთხვევითაც არ მინახავს,“ – აღნიშნა ფოლკლორისტმა. პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ახალი პარტიის – „კანონი და სამართალის“ შექმნა დააანონსა, მისივე თქმით, რამდენიმე წევრი კულტურის სფეროს წარმომადგენელი იქნება. „არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე ამაზე ლაპარაკი, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია – „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება,“ – განაცხადა ჩარკვიანმა. თამთა უთურგაშვილი მიმაგრება: სურათი 1
|
|