გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 14 » მალხაზ მაჩალიკაშვილი — “თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი როგორ გაგრძელდება, ამას ქართველი და ქისტი ხალხი გადაწყვეტს“ / malkhaz mac
12:16 PM
მალხაზ მაჩალიკაშვილი — “თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი როგორ გაგრძელდება, ამას ქართველი და ქისტი ხალხი გადაწყვეტს“ / malkhaz mac






პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი შეუერთდა. მისი განცხადებით, ის პარლამენტთან იქამდე დარჩება, ვიდრე ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს.

„ოცნების” ოფისთან გამარულ აქციაზე ამ ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ღამით პარლამენტის შენობის წინ დავრჩი. ერთი წელიწადია ჩემი შვილის მკვლელების დასჯასა და ჩემი შვილის უდანაშაულობის აღიარებას ვითხოვ, არაფრის გამო რომ გაწირეს ბავშვი. ერთი წელია ვითხოვ და ახლა რა იმედი უნდა მქონდეს ამ ხელისუფლებისგან? ვინც დამნაშავეები არიან, ისინი თუ არ დაისჯებიან, არანაირი იმედი არ მაქვს ამ ხელისუფლების. ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს,” – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, გუშინ, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციას ხელისუფლების წარმომადგენლებისგან რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განცახადა, უახლოეს დღეებში თბილისში მცხოვრები პანკისელები აქციის გამართვას გეგმავენ.

„გუშინდელი აქციის შემდეგ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და არც იქნება, რადგან მთელ ხელისუფლებას სირაქლემას პოზიცია უჭირავს. მე ამას ხმამაღლა ვამბობ, დღეს ხელისუფლება ხელისუფალი არ არის,”- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მის მოთხოვნებზე რეაგირებას, მალხაზ მაჩალიკაშვილმა უპასუხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სპეცოპერაციის საქმე გაიხსნა, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც ცხადი გახდება.

„არ მოახდენს, იმიტომ რომ თუ ეს საქმე გაიხსნა, თვითონ ბიძინა ივანიშვილს რა პოზიცია უჭირავს, ესეც გამოჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი როგორ გაგრძელდება, ამას ქართველი და ქისტი ხალხი გადაწყვეტს,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის წინ 15 კარავია გაშლილი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 699 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: მედიკო მარგოშვილი, ხელისუფლება, მაჩალიკაშვილის დედა, malkhaz machalikashvili, ზაზა სარალიძე, zaza saralize, თემირლან მაჩალიკაშვილი, მალხაზ მაჩალიკაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...