1:07 PM 400-ზე მეტი რაკეტა და ხუთი გარდაცვლილი - დაპირისპირება ღაზას სექტორში / 400-ze meti raketa da khuti garacvlili - dapirispireba ghazas seqtor | ||||||||||||
ბოლო მონაცემებით, ორმხრივი სარაკეტო თავდასხმების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა: ოთხი ღაზას სექტორში მაცხოვრებელი, ხოლო ერთი ისრაელის ქალაქ აშკელონში. ღაზას სექტორიდან გამოშვებული ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ისრაელის ავტობუსს, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა. ერთ-ერთი სამხედრო დაშავდა. საპასუხო სარაკეტო დარტყმების დროს ღაზას სექტორში განადგურდა გემი, რომელიც ისრაელის მტკიცების, ჰამასი დივერსიული მიზნებისთვის იყენებდა. გარდა ამისა, გაანადგურეს ჰამასის კონტროლის ქვეშ არსებული ტელეარხის, Al-Aqsa TV-ის შენობა. ისრაელი ამტკიცებს, რომ ტელეარხი აძლიერებდა ჰამასის სამხედრო აქტივობებს. ახლო აღმოსავლეთში გაეროს ელჩმა, ნიკოლაი მლადენოვმა დატვიტა, რომ ეგვიპტე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პალესტინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს: "ბოლო 24 საათის განმავლობაში ესკალაცია ძალიან საშიშია". Nickolay E. MLADENOV @nmladenov #UN is working closely with #Egypt and all concerned to ensure that #Gaza steps back from the brink. The escalation in the past 24hrs is EXTREMELY dangerous and reckless. Rockets must STOP, restraint must be shown by all! No effort must be spared to reverse the spiral of violence 284 11:19 PM - Nov 12, 2018 Twitter Ads info and privacy 259 people are talking about this Twitter Ads info and privacy ეს დაპირისპირება 2014 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. ორშაბათს 12 ნოემბერს ღამით ისრაელის სპეცრაზმმა ღაზას სექტორში სპეცოპერაცია ჩაატარა. პალესტინელების თქმით, ისრაელის სამხედროები სექტორის ტერიტორიაზე სამოქალაქო მანქანით შევიდნენ და შვიდი პალესტინელი მოკლეს, მათ შორის, ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი. ისრაელის თავდაცვით ძალებში, ცაჰალში განაცხადეს, რომ ოპერაციის დროს ორმხრივი სროლა დაიწყო, რომლის დროსაც მათ სამხედრო დაკარგეს, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა. მათივე თქმით, ოპერაციის მიზანი არა ვინმეს ლიკვიდაცია ან ტერორისტის მოტაცება იყო, არამედ ისრაელის უსაფრთხოების გამტკიცება. ღაზას სექტორში გამწვავებული სიტუაციის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარიჟში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების მიტოვება მოუწია. ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავდება იერუსალიმის საკითხის გარშემო. მიმდინარე წელს რამდენიმე ქვეყანამ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. პირველი მათ შორის იყო აშშ, რომელმაც თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში მაიშში გადაიტანა, რასაც ღაზას სექტორში დიდი პროტესტი მოყვა. აშშ-ის ამ გადაწყვეტილებამ მუსლიმური ქვეყნები გააღიზიანა. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელშიც 57 მუსლიმური ქვეყანა არის გაერთიანებული, იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად გამოაცხადა. ევროკავშირმა იერუსალიმის აღიარებაზე უარი განაცხადა. აშშ-ის მიბაძეს ბრაზილიამ, ასვტრალიამ, გვატემალამ და პარაგვაიმ. 2017 წლის 21 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 128 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ. 35-მა სახელმწიფომ, როგორიცაა კანადა, მექსიკა და ავსტრალია კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. თავი შეიკავა საქართველომაც მიმაგრება: სურათი 1
|
|