6:20 AM 10 რამ, რაც ქართველებმა "ზუსტად ვიცით" / 10 ram, rac qartvelebze "zustad vicit" | ||||||||||||
ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები ჩვენი საზიარო ცოდნის მხოლოდ ერთი ნაწილია: 1. ჩვენ "ზუსტად ვიცით", რომ საქართველოში ყველა კარგად მღერის საქართველო მართლაც მუსიკალური ქვეყანაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უნიკალურად ვმღერით. ასე თუ ისე, ყველა სამეგობროში მოიძებნება ერთი ადამიანი, რომელიც "მხოლოდ ქართულის" ქასთინგზეა ნამყოფი. 2. იმასაც გადავცემთ თაობებს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ბუნება გვაქვს ფოტო: დავით ბილიხოძე საქართველო მართლაც ძალიან ლამაზია, თუმცა ის ნამდვილად ტყუილია, თითქოს ტბები და მთები სხვა ქვეყნებში არ აქვთ. 3. "ზუსტად ვიცით", რომ ცხოვრება ორად იყოფა: 40 წლამდე ჩვენ ვარჩენთ შვილებს, ამის მერე ისინი გვარჩენენ ნორმალური მოდელი ასეთი იქნებოდა: 18 წლამდე შვილებს ვზრდით, ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ და ცხადია, სიბერეში ჩვენც გვეხმარებიან, მაგრამ ნორმალური პენსიისა და დანაზოგის გამო, მათ იმედზე ყოფნა აღარ გვიწევს. 4. ვიცით, რომ ბავშვების სადღეგრძელო წასულების სადღეგრძელოს მერე უნდა დაილიოს ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს. წასულებზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. 5. ვიცით, რომ კომპანიებთან დავას ნაცნობები მოგვიგვარებენ და ხშირად ვწერთ პოსტებს: "აუ, [ბანკის სახელი] არავინ მყავხააართ?" 6. ასევე შეუდარებლად ვიცით დოლარის კურსის აწევისთანავე სავალუტო ჯიხურებში შევარდნა და დოლარების ყიდვა რაც კურსს კიდევ უფრო მაღლა სწევს. 7. ვიცით, რომ თუ სკოლაში არაფერს ისწავლი და ბოლო ერთი წელი მოემზადები, სადმე "მოეწყობი" რეპეტიტორებს ენაცვალოთ ჩვენი თავი. 8. ზუსტად ვიცით, რომ 19 ნოემბერს ვიღაც ჰელსინკიდან ერევანში მიფრინავს და პატარა ამანათი უნდა გავატანოთ ამ კუთხით, მომავალი თვეც დაგეგმილი გვაქვს. 9. "ზუსტად ვიცით", რომ მანქანის კარგად მართვა გაძრომა-გამოძრომაა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი ეს "ცოდნა" წვიმისას აბსოლუტურად გამოუსადეგარი ხდება. 10. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ ქართველობა ნივთია, რომელიც შეიძლება წაგვართვან გაუგებარია, რაში იყენებენ ჩვენს ქართველობას წამრთმევი სუბიექტები, რომელთაც თავიანთი ამერიკელობა ან ევროპელობაც აქვთ მისახედი. მიმაგრება: სურათი 1
|
|