გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 18 » 10 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს უროლოგიურ ჯანმრთელობაზე / 10 ram, rac yvela qalma unda icodes urologiur janmrtelobaze
6:29 AM
10 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს უროლოგიურ ჯანმრთელობაზე / 10 ram, rac yvela qalma unda icodes urologiur janmrtelobaze






შარდის ბუშტის ანთება ერთ-ერთ ყველაზე ცუდ რამედ შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც სიცივეში ქალების დიდ ნაწილს ემართება.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ცოდნა ის ძალაა, რომელიც გამოსავლის პოვნაში შეიძლება დაგეხმაროს.

იმედია, ეს ფაქტები ინფექციის არიდებასა და მკურნალობაში დაგეხმარება, ან მათი წაკითხვის შემდეგ ის უფრო ნაკლებად პრობლემური მოგეჩვენება.

1. როდის ინფიცირდები?

საშარდე გზები ინფიცირდება მაშინ, როცა შარდის ბუშტში ბაქტერია შარდსადენიდან ხვდება. შემდეგ ის ბუშტის კედელს ეკრობა, მრავლდება და საშინლად მტკივნეულ ანთებას იწვევს.

2. საიდან მოდის ბაქტერიები?

ნორმალური მოვლენაა, თუ ინფექცია წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გემართებათ, რადგანაც შარდსადენი ანუსთან საკმაოდ ახლოსაა. იქ კი უამრავი ბაქტერია ცხოვრობს, რომელიც "ზრუნავს" იმაზე, რომ შარდის ბუშტში მოხვდეს და ცისტიტი დაგმართოს.

3. რა სიმპტომები აქვს?

ინფექციის ყველაზე ზოგადი სიმპტომები ხშირი და მტკივნეული შარდვაა. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ სულ ტუალეტში გასვლა გინდა და როდესაც შარდავ, საშინელი წვის შეგრძნება გაქვს.

4. ეს სიმპტომები აუცილებლად ამ ინფექციაზე არ მიუთითებს?

ამ სიმპტომების ცოდნა არ ნიშნავს, რომ ექიმთან მისვლა არ გჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადაამოწმო თავი და დარწმუნდე, რომ რაღაც სხვა ხდება შენს ორგანიზმში. მაგალითად თირკმელში კენჭი, ან ნორმაზე მეტად გააქტიურებული შარდის ბუშტი

5. მართალია, რომ ინფექცია სექსით გადადის?

უროლოგიურ პრობლებემში მთავარი "დამნაშავე", შესაძლოა, ხშირი სექსი იყოს, რადგან ამ დროს შარდსადენის გარშემო უამრავი ბაქტერია შესაძლოა მოხვდეს. უროლოგები ამას "თაფლობის თვის ცისტიტსაც" უწოდებენ, მაგრამ ეს ვითომ სასაცილო სახელი მას ნაკლებად შემაწუხებელს არ ხდის.

6. რა როლი აქვს ჰიგიენას?

ცისტიტის მიზეზი, შესაძლოა, არაჰიგიენურობაც გახდეს. სავარაუდოდ ყველამ იცის ოქროს წესი, რომ ტუალეტში გაწმენდა წინა ნაწილიდან უკანა მხარეს იწყება. თუ პირიქით იზამ, იცოდე, რომ ბაქტერიების საბადოს შარდის ბუშტისკენ მიმართავ.

7. რა კავშირშია ვარჯიში და უროლოგიური პრობლემა?

თუ ვარჯიშის შემდეგ თქვენ ოფლიან სამოსში დიდხანს დარჩები, იცოდე, რომ წინ მტკივნეული დღეები შესაძლოა გელოდეს. თბილი და ოფლიანი გარემო ბაქტერიების იდეალური საცხოვრებელია.

8. შეიძლება, რომ ხალხური რჩევები დამეხმაროს?

შესაძლოა ისეთი მრავალი არამეცნიერული რჩევა მოისმინო ინფექციისგან განსაკურნებლად, როგორიცაა კენკრის წვენის, ვიტამინი C-სა ან ბევრი წყლის მიღება, და რამდენიმემ შესაძლოა გაამართლოს კიდეც, თუმცა ექიმთან ვიზიტი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.

9. შეიძლება ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სიტუაციას ართულებდეს?

დაბალი ესტროგენის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, შესაძლოა, კავშირში იყოს იმასთან, რომ ინფექცია არც ისე იშვიათად გაქვს. ესტროგენი ეხმარება ვაგინას თავისი სითხისა და მჟავის შენარჩუნებაში ეხმარება და მათი ხარისხის დაცემის შემთხვევაში, ინფექცია მარტივად ვრცელდება.

10. როგორ შევიმსუბუქო ტკივილი, სანამ ექიმთან მივალ?

ექიმთან წასვლამდე, სიტუაციის შემსუბუქებაში ტკივილგამაყუჩებელი შეიძლება დაიხმარო. კონკრეტულმა პრეპარატმა შარდის შეფერილობა შესაძლოა გაამუქოს, თუმცა დანიშნული ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, ეს პრობლემაც ინფექციასთან ერთად გაივლის.

ყველა სხეული და ასევე შარდის ბუშტი განსხვავებულია, ასე რომ, მეგობრების რეკომენდაციები თუ არ დაგეხმარა, არ შეშინდე და გახსოვდეს, რომ სპეციალისტთან საუბარი შენი პრობლემის მოგვარებას უფრო დააჩქარებს..

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 79 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ცისტიტი, cistiti, shardis bushtis anteba, qali, skhva shuadghe, შარდის ბუშტი, სხვა შუადღე, shardis bushti, შარდის ბუშტის ანთება, medicina | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...