6:33 AM აშშ მენთოლიანი სიგარეტის აკრძალვას გეგმავს - თამბაქოს მწარმოებელთა აქციები ეცემა / usa mentoliani sigaretis akrdzalvas gegmavs - tambaqos mt | ||||||||||||
ექსპერტების თქმით, მენთოლის სიგარეტების აკრძალვასა და გაყიდვიდან ამოღებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, რის გამოც თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს საფრთხე ჯერ არ ემუქრებათ, თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ მენთოლის შემცველი სიგარეტები თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებისთვის შემოსავლის საკმაოდ დიდი წყაროა. გაზაფხულზე აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მენთოლისა და სხვა არომატების შემცველი თამბაქოს პროდუქტებისა და ელექტრო სიგარეტების აკრძალვისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა, თუმცა უცნობია, ზუსტად როდის აიკრძალება აღნიშნული პროდუქტები. აღნიშნული აკრძალვა ყველაზე მტკივნეული British American Tobacco-სთვის იქნება, რომელიც აშშ-ში ყველაზე გაყიდვად მენთოლის სიგარეტს, Newport-ს აწარმოებს. აღნიშნული კომპანიის მიერ აშშ-სთვის წარმოებული სიგარეტების ნახევარზე მეტი მენთოლისაა. გასულ წელს კომპანიამ 9 მილიარდი ამერიკული დოლარის სუფთა მოგება ნახა. ორშაბათს British American Tobacco-ს აქციები დაახლოებით 9 პროცენტით დაეცა. მსგავსი ვარდნა განიცადა თამბაქოს მწარმოებელმა ისეთმა კომპანიებმაც, როგორიც არის Imperial Brands და Altria. კომპანიები იმედოვნებენ, რომ აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მენთოლისა და ელექტროსიგარეტებთან დაკავშირებით ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მიმაგრება: სურათი 1
|
|