გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 18 » ნიკოლ კიდმანი განმარტავს, თუ რატომ გადაიფიქრა მონაზვნობა / nicole kidman ganmartavs, tu ratom gadaifiqra monazvnoba
6:42 AM
ნიკოლ კიდმანი განმარტავს, თუ რატომ გადაიფიქრა მონაზვნობა / nicole kidman ganmartavs, tu ratom gadaifiqra monazvnoba






ოსკაროსანმა მსახიობი ნიკოლ კიდმანი ჟურნალ Allure-ის ახალი ნომრის მთავარი გმირია. მსახიობმა გამოცემის ახალ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და საინტერესო ინტერვიუც მისცა.

თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალების გახსენების დროს, შეუდარებელმა ნიკოლ კიდმანმა თქვა, რომ თინეიჯერობის დროს უნდოდა მონაზონი გამხდარიყო.

"რელიგიური ვარ, ღმერთის ძალიან მწამს. წლების წინ მოხიბლულიც კი ვიყავი იმ იდეით, რომ მონაზონი გავხდებოდი, თუმცა საბოლოოდ ეს გზა არ ავირჩიე, შემეშინდა.

ჟურნალთან ინტერვიუში ნიკოლმა მისი და რიზ უიზერსპუნის მეგობრობაზეც ისაუბრა:

"სანაპიროზე საერთო სახლი გვაქვს, დილით ერთად ვსაუზმობთ და შემდეგ ოკეანის ნაპირზე ვსეირნობთ. ძალიან კარგ დროს ვატარებთ ერთად", - ყვება ნიკოლი.

კიდმანმა აღნიშნა ისიც, რომ ის საკუთარ თავს ვარსკვლავს არ უწოდებს.

"საკუთარ თავს კინოვარსკვლავს ვერ დავუძახებ, უბრალოდ მსახიობი ვარ. ბიონსე კი ნამდვილად არის ვარსკვლავი", - ამბობს ავსტრალიელი მსახიობი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 65 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: nikol kidmani, ნიკოლ კიდმანი, holivudi, kino siaxleebi, Hollywood, ჰოლივუდი, კინო სიახლეები, kino siakhleebi, Nicole Kidman | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...