8:41 PM
რუსთავი 2-ის ეგზიტპოლით საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი 55%-ით იგებს / rustavi 2-is egzitpolit saprezidento archevnebshi salome z
www.auf.ge -
რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 55 პროცენტით იგებს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კი ხმების 45 პროცენტი მიიღო. რუსთავი 2-მა ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა.

იმედის შედეგების მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იგებს, ამჯერად 58 პროცენტით. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კი ხმების 42 პროცენტი მიიღო. იმედის ეგზიტპოლის შედეგები 18:00 საათის მონაცემებს ემყარება.

რუსთავი 2-ისთვის კვლევა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისა და გასული წლების მსგავსად კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა. შედეგებში ცდომილების ფარგლები +/-3%-ია.

ეს ედისონ რისერჩის რიგით მეხუთე ეგზიტპოლია საქართველოში. იმ მოქალაქეებიდან, რომლებსაც გამოკითხვისთვის მიმართეს, 50% დათანხმდა ინტერვიუს. გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა.

საარჩევნო ოლქები 20:00-ზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. პირველად შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, ღამის 01:00-ზე გამოაცხადებს.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 774 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: გრიგოლ ვაშაძე, salome zurabishvili, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 მეორე ტ, grigol vashadze, saprezidnto archevnebi 2018 meore t, სალომე ზურაბიშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]