გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 28 » სუზანა ვიეირა ლეიკემიას ებრძვის / suzana vieira leikemias ebrdzvis
8:49 PM
სუზანა ვიეირა ლეიკემიას ებრძვის / suzana vieira leikemias ebrdzvis






ლეგენდარულ ბრაზილიელი მსახიობს, სუზანა ვიეირას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

ჯერჯერობით მსახიობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ის ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

დიაგნოზის მიუხედავად, ვიეირა აქტიურობს ინსტაგრამზეც და ფანებს ატყობინებს, რომ ის კვლავ შეუდარებელ ფორმაშია და დანებებას არ აპირებს.

როგორც ცნობილია, ვიეირამ მკურნალობის კურსი 2018 წლის იანვარში დაიწყო, თუმცა მდგომარეობის შესახებ პირველად სწორედ ახლა, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

"როდესაც დიაგნოზის შესახებ შევიტყვე, უმძიმესი გადასატანი იყო. რთულია, როცა გეუბნებიან რომ ავად ხარ, თანაც ქიმიოთერაპიის კურსის გავლა, იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სიცოცხლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - ამბობს ვიეირა.

76 წლის სუზანა ვიეირა უკვე 50 წელზე მეტია კომპანია გლობოს ერთ-ერთ წამყვან მსახიობად ითვლება და არაერთ სერიალში შეუსრულებია მთავარი როლი.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 706 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: leikemia, ბრაზილიური სერიალები, გლობო, სუზანა ვიეირა, ბრაზილია, სერიალი, ლეიკემია, suzana vieira | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...