გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 28 » 80-წუთიანი დუმილის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ეგზიტპოლების შედეგები შეაფასა / 80-tsutiani dumilis shemdeg, salome zurabishvili egzitpolebis
9:25 PM
80-წუთიანი დუმილის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ეგზიტპოლების შედეგები შეაფასა / 80-tsutiani dumilis shemdeg, salome zurabishvili egzitpolebis






მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ პირველი კომენტარი თითქმის საათნახევრის შემდეგ გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და თქვა, რომ ქვეყანამ პრინციპული არჩევანი გააკეთა.

"ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას განთავისუფლებას", — თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელი ორივე ეგზიტპოლის შედეგებით იგებს.

ზურაბიშვილის თქმით, მისი არჩევანია საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგი, ვინც ხმა არ მისცა და არ არის მისი თანამოაზრე.

"ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთი პატარა ქვეყნის, ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომელიც უნდა გავამთლიანოთ, დავაწყაროთ და დავამშვიდოთ. ამიტომ მე გპირდებით, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ ამას მივაღწიო და ჩვენ გავერთიანდეთ", — განაცხადა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მან ასევე თქვა, რომ დაელოდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებს, რათა საბოლოოდ დადასტურდეს "პრინციპული არჩევანი".

ორი ეგზიტპოლის შედეგები
რუსთავი 2-ისა და იმედის ეგზიტპოლებით საპრეზიდენტო არჩევნებს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იგებს. იმედის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმების 58 პროცენტი აქვს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი კი ხმების 42 პროცენტი მიიღო.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 55 პროცენტით იგებს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კი ხმების 45 პროცენტი მიიღო. რუსთავი 2-მა ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა.

საარჩევნო ოლქები 20:00-ზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. პირველად შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, ღამის 01:00-ზე გამოაცხადებს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 672 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: saprezidento archevnebi 2018 meore , სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 მეორე ტ, salome zourabichvili, salome zurabishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...