გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 28 » მიხეილ სააკაშვილი: ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს არჩევნების შედეგები / mikheil saakashvili: sazogadoebas movutsodeb, ar aghiaros
9:32 PM
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს არჩევნების შედეგები / mikheil saakashvili: sazogadoebas movutsodeb, ar aghiaros






"ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები და მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოსი", - ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა ორი ეგზიტპოლის შედეგები, რომელთა მიხედვითაც არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, არჩევნების მეორე ტური ფულის დარიგების, ძალადობისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა.

"ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგიხათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. ამ კვირაში რაც ტარდებოდა ეს არ იყო არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი. ეს იყო ქურდული სამყარო, ძველი ბიჭები, აფერისტები, გარეწრები, შავი სამყაროს წარმომადგენლები, მთლიანად შერწყმული ოლოგარქთან. ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა, საარჩევნო უბნებში ფულის ღიად დარიგება, აქტივისტების დაჭრა და ცემა. დღეს იყო სროლები საარჩევნო პროცესის დროს. ეს არის ყველაფერი ის, რაც არ არის დემოკრატია".

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს:

"ხვალინდელი დღიდან, ჩვენ ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს საქართველოს მთელი მასშტაბით, ივანიშვილის მიუღებლობის და ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების. ჩვენ მშვიდობიანად შევუტევთ. ახლა არის ღირსების, ჩვენი თავმოყვარეობის და თავისუფლების საკითხი. ვიწყებთ მოქმედებას. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ვიწყებთ მხნედ, ვორგანიზდებით, ჯერ უბნებზე, ხვალიდან კი ქუჩებში. ჩვენ აუცილებლად, მშვიდობიანად მოვიშორებთ ამ უბედურებას"

ორი ეგზიტპოლი
იმედის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 58 პროცენტით პროცენტით იგებს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კი ხმების 42 პროცენტი მიიღო. როგორც იმედის ჟურნალისტმა თქვა, ეს 18 საათის მონაცემებია.

მას შემდეგ, რაც ფსიქოპროექტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცესკო-ს რეალურ შედეგებს რადიკალურად აცდა, იმედმა კვლევა გალაპ ინტერნეიშენალს დაუკვეთა.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 55 პროცენტით იგებს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კი ხმების 45 პროცენტი მიიღო. რუსთავი 2-მა ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა.

რუსთავი 2-ისთვის კვლევა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისა და გასული წლების მსგავსად კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა. შედეგებში ცდომილების ფარგლები +/-3%-ია.

ეს ედისონ რისერჩის რიგით მეხუთე ეგზიტპოლია საქართველოში. იმ მოქალაქეებიდან, რომლებსაც გამოკითხვისთვის მიმართეს, 50% დათანხმდა ინტერვიუს. გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა.

საარჩევნო ოლქები 20:00-ზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. პირველად შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, ღამის 01:00-ზე გამოაცხადებს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 794 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: mikheil saakashvili, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 მეორე ტ, მიხეილ სააკაშვილი, unm, nacionaluri modzraoba, mixeil saakashvili, nacionalebi, misha saakashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...