9:46 PM ნიკო ფიროსმანის ნახატი "ქალი ლეჩაქით" $2.8 მლნ-ად გაიყიდა / niko firosmanis nakhati "qali leqachit" $2.8 mln-ad gaikida | ||||||||||||
ქართველი ქალი ლეჩაქით. ნიკო ფიროსმანი. ეს აუქციონებზე გაყიდული ფიროსმანის ნახატებს შორის ყველაზე მაღალი ფასია. ტილოზე დაწესებული საწყისი ფასი ბევრად ნაკლები იყო და 500-700 ათას გირვანქა სტერლინგს შორის მერყეობდა. იმის მიუხედავად, რომ სოთბის საიტზე ფიროსმანის გასწვრივ ქართველი მხატვარია აღნიშნული, ნამუშევარი რუსული ნახატების სექციაში იყო წარდგენილი. ნახატი ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის კოლექციიდანაა. მან ფიროსმანის ნამუშევრები პირველად 1928 წელს ნახა და "ქალი ლეჩაქით" ზალცბურგის სახლში 1934 წელს დაკიდა. 1953 წელს, ნახატი შტეფან ცვაიგის საზოგადოების დამაარსებელს აჩუქეს, რომელმაც 1981 წელს ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შესწირა. მიმაგრება: სურათი 1
|
|