გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 28 » ახალი სატელევიზიო არხი "მესამე" მაუწყებლობას იწყებს / akhali satelevizio arkhi "mesame" mautskeblobas itskebs
10:29 PM
ახალი სატელევიზიო არხი "მესამე" მაუწყებლობას იწყებს / akhali satelevizio arkhi "mesame" mautskeblobas itskebs






სულ მალე ქართულ მედიასივრცეში ახალი არხი გამოჩნდება: მესამე არხი ეთერში ხვალიდან, 24 ნოემბრიდან გავა. მესამე ფორმულა კრეატივის პროდუქტია და დასაწყისისთვის, მისი ბადე გასართობ-შემეცნებითი გადაცემებით იქნება დატვირთული.

ფორმულა კრეატივის დირექტორის, მიშა მშვილდაძის თქმით, არხის შექმნის საჭიროება პოლარიზებული მედიასივრცის გამო გაჩნდა.

"დღესდღეობით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ეწირება პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც დომინანტურია წამყვან არხებზე. ამის გამო უამრავი საინტერესო ამბავი ვეღარ ხვდება ტელესივრცეში დროულად. ამ პოლარიზებულ და დაპირისპირებულ გარემოში ბევრი ისეთი თემა იკარგება, რომლის ახალი ხედვით და ფორმით წარმოჩენა, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია", – ამბობს მიშა მშვილდაძე.

კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან, რომელსაც წარმატებული სტარტი ჰქონდა კომედი არხზე და ინტერნეტსივრცეში, მესამე არხის პირველი გადაცემა იქნება. დეკემბრის შუა რიცხვებიდან კი მესამეს ეთერში ვიხილავთ ორ ახალ პროექტს: დილის და შუადღის გადაცემებს. გარდა ამისა, არხზე იგეგმება დიდი პროექტი საქართველოს ისტორიის შესახებ თომა ჩაგელიშვილთან ერთად.

მესამე იმავე სიხშირეზე გავა, რომელზეც ამჟამად კომედი არხი მაუწყებლობს.

ფორმულა კრეატივი 2007 წლიდან არსებობს და დღეისათვის საქართველოში მოქმედი ყველაზე სწრაფად მზარდი პროდაქშენ კომპანიაა სერიალების, ფილმების, სატელევიზიო, სარეკლამო და ციფრული მიმართულებით. ფორმულა კრეატივი ომედიასთან ერთად მედია-პორტალ On.ge-ს თანამფლობელიცაა. კომპანიის მთავარი პროდუქტი ჩემი ცოლის დაქალები ყველა დროის ყველაზე პოპულარული ქართული სერიალია.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 37 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ფორმულა დიჯიტალი, ჩემი ცოლის დაქალები, ტელევიზია, televizia, კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან ე, მესამე, ფორმულა კრეატივი, კომედი არხი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...