გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » დეკემბერი » 21 » ახალგაზრდა ბიჭის გამოგონება - ბოთლების ნავი / akhalgazrda bichis gamogoneba - botlebis navi
11:42 PM
ახალგაზრდა ბიჭის გამოგონება - ბოთლების ნავი / akhalgazrda bichis gamogoneba - botlebis navi






თავიდან ყველა სკეპტიკურად განეწყო, იძახდნენ ვერ გააკეთებო, იყო დაცინვაც. როგორც იქნა შევაგროვე დაახლოებით 500 ერთნაირი (ლურჯი) ბოთლი და საწყისი კაპიტალით (3ც. სილიკონის სამყოფი თანხა) დავიწყე ბოთლების შეწებება.
თავიდან განსაზღვრული არ მქონდა ზომა და ამიტომ ბოთლებიც დამაკლდა და სილიკონიც. მთელი ამ დროის მანძილზე ვიღებდი ფოტო/ვიდეო მასალას.

ძირი თითქმის აწყობილი იყო, მე და ჩემმა ბიძაშვილმა გადავწყვიტეთ დაგვეტესტა, ხის ძელებზე დავდეთ როგორც საკაცე და შუა აგვისტოს მზეზე გავუდექით თბილისის ზღვის გზას, როგორც იქნა ავიტანეთ სასაფლაოების გავლით ეს ტივი და მესაფლავეებიც დაინტერესდნენ. :) მოვიდა წყალში შესვლის დროც, მაცქერალი ბევრი იყო, პოლიციაც მოვიდადა.

როგორც კი დაჯდა ბიძაშვილი ტივზე მაშინვე შუაზე გაიყო, (ის ხომ მხოლოდ სილიკონით შევაწებე) იმედგაცრუებულმა ხალხმა ბანაობა გააგრძელა, ჩვენ როგორც იქნა გამოვათრიეთ ნაპირზე გახლეჩილი ტივი და ისევ საკაცის პრინციპით დავაბით ძელებზე, ამასობაში მოვიდა ერთი მეთევზე კაცი და საკმაოდ საინტერესო რჩევები მოგვცა, ასევე პოლიციამ გვკითხა ვინაობა და წარმატებებიც გვისურვა.

გამოვუდექით ისევ სასაფლაორბის გზას, თან გზაში ჩავფიქრდი და დავიწყე ამ პრობლემის აღმოფხვრაზე ფიქრი. ჩამოვედით სახლში და დავაბინავე ტი/ვი.
რამოდენიმე დღე კიდევ ვიფიქრე რა გამეკეთებინა და ბოლოს შევჯერდი ერთ იდეაზე. გახლეჩილი ადგილები ისევ შევაწებე სილიკონით (ფულს ნელ-ნელა ისევ ვაგროვებდი) და გავამთელე ტივი, შემდეგ გადავწყვიტე ბოთლის თავებზე, რომლებიც ქვედა მხარეს ექცეოდა კაპრონის თოკი მჭიდროდ დამეხვია მასზე და დამება, ოღონდ მანამდე, მთელი დღე ვსანთლავდი ამ თოკს რადგან, როდესაც წყალი შეეხებოდა არ დამპალიყო და დაწყვეტილიყო.

ეს სამუშაოებიც ჩავატარე, 500 ბოთლით ისევ ისეთი ტივი შეიკრა, მაგრამ იმედია უფრო მყარი.
ტივს რომ ნავის ფორმა ჰქონოდა ქიმებიღა აკლდა, (200 ბოთლის ამბავი სულ) ზოგი რესტორნებიდან ვიშოვე, ზოგიც დავლიე :) შევაგროვე 200 სხვა ფერის, თუმცა ერთნაირი ბოთლი და ესენიც შესაბამისად დავამაგრე ტივზე, იგივე პრინციპით.

გულში რაღაც მღრღნიდა და არ მინდოდა კვლავ ისეთი ფიასკო განეცადა აწ უკვე 700 ბოთლიან ნავს.
უფრო გამყარების მიზნით ვიყიდე 2 ცალი ქაფი (კარ-ფანჯრის დასაფიქსირებელი) ამოვაბრუნე ნავი და ბოთლებს შორის დაშორებებში ყველა ხვრელი ამოვავსე და რასაკვირველია ამ მეთოდმა ბევრად უფრო შეკრა და გაამაგრა ძირი. ახლა მშვიდად ვიყავი და რამოდენიმე დღეში ზღვაზე რევანშის აღებისთვის ვემზადებოდი.

როგორ იქნა გათენდა ის დღეც, ნავი მანქანის ზედა საბარგულზე დავაბით საგულდაგულოდ და მოკლე გზით, სასაფლაოებიდან დავაპირეთ ზღვაზე გადასვლა. ბედათ კვირის ბოლო აღმოჩნდა და ჭირისუფალს მთლად დავიწყებოდა მიცვალებული, ნავის ცქერაში, ამ დროს კიდევ უფრო გამიმძაფრდა მოტივაცია და ერთი სული მქონდა მალე მივსულიყავით ზღვასთან.

ჩავედით, ხალხი ისევ მოგროვდა და დაგვიწყეს მზერა. მე ცურა არ ვიცი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მინდოდა პირველი სწორედ მე შევსულიყავი ჩემივე აგებული ნავით, რადგან მქონდა ის შეგრძნება, რომ არაფერი ცუდი არ დაემართებოდა და გაცურავდა, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით რამოდენიმე მეტრიანი თოკით ნაპირს გამოვაბით.
ჩავდგი ერთი ფეხი, ტანითაც ფრთხილად ავედი თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ნავი ისევ საღ მდგომარეობაში იყო.

მოვკალათდი შიგნით და რამოდენიმე ბუქნივით გავაკეთებინე ნავს და მაშინ კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი რომ აღარაფერი დაემართებოდა და უსაფრთხოდ ვიყავი.
ნიჩაბიც მოვუსვი და იმ წუთას არაფერზე არ ვფიქრობდი, გავედი იქამდე, სადამდეც თოკმა გამიშვა და რომ შემოვატრიალდი, ნაპირზე შევნიშნე გაოცებული და გაღიმებული ხალხის სახე.

იმ დღესვე ავტვირთე ვიდეო სადაც თავმოყრილი იყო ნავის აწყობის დეტალები და ბოლოს დატესტვა, საკმაოდ მალე გავრცელდა ხალხში.
რამოდენიმე დღეში ეს ამბავი დაიწერა ძალიან ბევრ ონლაინ თუ ბეჭდურ გამოცემებში. ნავი პოპულარული გახდა.
მას შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ ვიყავი ზღვაზე და ხალხი უკვე გვცნობდა და პოზიტივიც მეტი იყო.

ამასწინად ჩემი ნავით დაინტერესდა ქვეყნის ცენტრალური ტელევიზია და სრულიად მოულოდნელად დამიკავშირდა ჟურნალისტი.
პირდაპირი რეპორტაჟი უნდა გაგვეკეთებინა არც მეტი არც ნაკლები იმედის დილა / Imedis Dila -ში. საბოლოოდ კარგი სიუჟეტი გამოვიდა და ნიჭიერმა ჟურნალიტმაც Tammara Bubashvili გაისეირნა ნავით <3 და კიდევ სხვა ექსკუზივებსაც დავპირდი.

ამ პატარა ამბით იმის თქმა მინდოდა, რომ თითოეულ საქმეს რომელსაც მოკიდებთ ხელს აუცილებლად გამოგივათ, თუკი ის საქმე გიყვართ და მეტი ენთუზიაზმით მიუდგებით.

შეგხვდებათ ბევრი დაბრკოლება და აუცილებლად გადალახავთ მას.

სწორედ ამ გზას გავდივარ ხელახლა რასაც "საგო" ჰქვია.

წარმატებები ყველას!
პს: გამახარებთ თუ გააზიარებთ <3

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1011 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: limonati, გამოგონება, navi, ludi, ნავები, ლიმონათი, ნავი, ლუდი, gamogoneba, navebi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...