გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » დეკემბერი » 23 » მოძებნეთ II მსოფლიო ომში დაღუპული წინაპარი - უნიკალური პროექტი / modzebnet II msoflio omshi daghupuli tsinapari - unikaluri proeqti
8:23 PM
მოძებნეთ II მსოფლიო ომში დაღუპული წინაპარი - უნიკალური პროექტი / modzebnet II msoflio omshi daghupuli tsinapari - unikaluri proeqti






ჩვენი საბჭოთა წარსულის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ერთი ასეთი შეუსწავლელი სფერო კი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული და დაკარგული ადამიანები არიან.

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ოჯახი, საიდანაც ომში არავინ წასულა. თუ თქვენი წინაპარიც იყო იმ უამრავ ადამიანს შორის, ვინც საბჭოთა არმიის სახელით იბრძოდა, ამ უნიკალური პროექტის მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ, რა გზა გაიარა მან და მისმა არმიამ.

პროექტი VizHack-ის გამარჯვებულ, გუნდი Libre-ს პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც ფორსეტის ორგანიზებით ჩატარდა.

პროექტის ერთ-ერთი ავტორი, დათო ბუმბეიშვილი საკუთარი facebook გვერდის საშუალებით ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც საიტის მოხმარების წესებია ნაჩვენები.

ახლა უკვე ცხადად შეგვიძლია აღვიქვათ, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ მეორე მსოფლიო ომში და როგორ იყვნენ გადანაწილებული ქართველები ევროპაში საბრძოლო მოქმედებებისას.

მონაცემები პროექტის ავტორებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ მიაწოდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 687 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ისტორია, istoria, mskhverpli, meore msoflio omi, interneti, soviet union, მეორე მსოფლიო ომი, history, მსხვერპლი, ინტერნეტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...