გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » დეკემბერი » 23 » ანაკლიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ / anakliashi mckhovreb devnil ojakhebs binebi gadaecat
11:35 PM
ანაკლიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ / anakliashi mckhovreb devnil ojakhebs binebi gadaecat






ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 13 დევნილ ოჯახს გადაეცა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია დაესწრნენ.

დევნილი ოჯახები ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის ძველ კოტეჯებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. სახელმწიფოსთვის პორტის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების გარეშე, უპირობოდ, გადაეცათ. 13 ოჯახი, მათი სურვილის შესაბამისად, ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში განსახლდება.

2013 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში ბინა 1262 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში 360 ოჯახის განსახლების მიზნით 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 736 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: საქართველო, ბინები, devnili, anaklia, დევნილი, samegrelo, ანაკლია, binebi, zugdidi, devnilebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...