8:02 AM
მსოფლიოში საკვებ-პროდუქტების უმრავლესობას მხოლოდ ეს 10 კომპანია აკონტროლებს / msoflioshi sakveb-produqtebi umravlesobas mkholod es 10 kompan
www.auf.ge -
შესაძლოა, სუპერმარკეტში შესულს გეგონოთ, რომ თაროზე განთავსებული სხვადასხვა პროდუქტი განსხვავებული კომპანიების ნაწარმოებია, თუმცა რეალობა სხვაგვარია. მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და მეტად გაყიდული პროდუქტების უმრავლესობა მხოლოდ 10 კომპანიას ეკუთვნის.

ეს კომპანიებია: Nestlé, PepsiCo, Coca-Cola, Unilever, Danone, General Mills, Kellogg's, Mars, Associated British Foods და Mondelez. თითოეულ მათგანს ათასობით თანამშრომელი ჰყავს და ყოველწლიურად მრავალ მილიარდიან შემოსავალზე გადიან.

ეს კომპანიები ჩვენთვის კარგად ნაცნობი პროდუქტების უმრავლესობას აწარმოებენ. ასე რომ, მაღაზიაში თაროზე შემოდებულ სასუსნაოებს რომ შეხედავთ, იცოდეთ ვინ არის მათი მწარმოებელი.

Kellogg's

Kellog's მსოფლიოში ცნობილი კომპანიაა, რომელმაც 2016 წელს $13 მილიარდი გამოიმუშავა. მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტებია Eggo, Pringles და Cheez-It. საქართველოში მათგან ფართოდ გავრცელებულია ჩიფსი Pringles.

Associated British Foods

ABF ერთ-ერთი საუკეთესოა ინგლისური ჩაის წარმოებაში, თუმცა გარდა ჩაისა კომპანია Dorset Cereals აწარმოებს. მართალია, ჩვენთან ეს ბრენდი არც თუ ისე ცნობილია, მაგრამ გეტყვით, რომ მისი შემოსავალი 2016 წელს $16.8 მილიარდი იყო.

General Mills

General Mills ძირითადად ტკბილეულობის სფეროშია ცნობილი და ნაყინებს, შოკოლადებსა და სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა Yoplait, Hamburger Helper, Haagen-Dazs, და Betty Crocker. General Mills-მა 2016 წელს $16.6 მილიარდი გამოიმუშავა. საქართველოში არც ამ კომპანიის პროდუქტი სარგებლობს დიდი პოპულარობით, თუმცა დასავლურ ბაზარზე ძალიან წარმატებულია.

Danone

დანონი ქართველი მომხმარებლებისთვისაც კარგად ნაცნობია. მისი ძირითადი სფერო იოგურტების წარმოებაა, როგორიცაა Activa, Yocrunch და Oikos, თუმცა კომპანია სამედიცინო პროდუქტებსა და წყალსაც ყიდის.

2016 წელს კომპანიის შემოსავალი $23.7 მილიარდი იყო.

Mondelez

ტკბილეული ვისაც გიყვართ, ეს კომპანია თქვენთვის უცხო არ იქნება. Mondelez ისეთ პროდუქტებს აწარმოებს, როგორიცაა Oreo, ალპენ გოლდი, ბარნი, ტუკი, დიროლი და საღეჭი რეზინი Trident. 2016 წელს კომპანიამ $25.9 მილიარდი გამოიმუშავა.

Mars

M&Ms, სტარბურსტი, ორბიტი, სნიკერსი, ტვიქსი, მარსი, ბაუნტი, პედიგრი, როიალ კანინი, ვისკასი - ეს ის პროდუქტებია, რომელსაც კომპანია Mars აწარმოებს. 2016 წელს ამ კომპანიის შემოსავალი $35 მილიარდი იყო, რაც მათ გლობალურობაზე მეტყველებს.

Coca-Cola

ამ კომპანიას დიდი წარდგენა არ სჭირდება. კოკა-კოლა გარდა მისი ყველაზე ცნობილი პროდუქტისა, კიდევ არაერთ გამაგრილებელ სასმელს აწარმოებს. მათ შორის არის ფანტა, სპრაიტი, ბონაქვა, Fuze, Dasani, Honest Tea და სხვ. კოკა-კოლას შემოსავალი 2016 წელს 41.9$ მილიარდი იყო.

Unilever

ეს კომპანია აწარმოებს ჰიგიენურ პროდუქტებს, როგორიცაა Axe, თუმცა მასთან ერთად ლიპტონის ჩაის, ჰელმანის მაიონეზის, პერსილის, რექსონასა და მაგნუმის ნაყინის წარმოებითაცაა დაკავებული. 2016 წელს ამ კომპანიას $48.3 მილიარდის შემოსავალი ჰქონდა.

PepsiCo

გარდა პეპსისა და სხვა გაზირებული სასმელებისა, PepsiCo სხვა პროდუქტების წარმოებითაცაა დაკავებული, როგორიცაა Quaker Oatmeal, Cheetos, და Tropicana. მისი შემოსავალი 2016 წელს $62.8 მილიარდი იყო.

Nestlé

ამ ჩამონათვალში ყველაზე დიდი შემოსავალი კომპანია ნესტლეს აქვს, რომელიც ტკბილეულების წარმოებით არის ცნობილი. კაკაო, კიტკეტი და სხვა პროდუქტები, მათ შორის ლუდი Perrier, ნესტლეს რიცხვებზე დადებითაც ისახება. 2016 წელს კომპანიას $90.2 მილიარდის შემოსავალი ჰქონდა.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 676 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: pepsico, ბიზნესი, MARS, kokakola, Coca Cola, unilever, Nestle, mondelez, kveba, კვება, shokoladi, კოკა-კოლა, biznesi, sakvebi, ნესტლე, general mills, Danone, საკვები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]