გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » იანვარი » 14 » მოქალაქემ პარლამენტის თავმჯდომარეს Facebook-ზე დაბლოკვის გამო სასამართლოში უჩივლა / moqalaqem parlamentis tavmjdomares feisbuqze dablokvis g
10:44 PM
მოქალაქემ პარლამენტის თავმჯდომარეს Facebook-ზე დაბლოკვის გამო სასამართლოში უჩივლა / moqalaqem parlamentis tavmjdomares feisbuqze dablokvis g






სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ დოლიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა. მოქალაქე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ის გვერდზე კრიტიკული კომენტარების გამო დაბლოკვით მისი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა. დოლიძის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავს. "აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები", — აღნიშნავენ საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოფიციალური ფეისბუქგვერდები დაინტერესებულ პირთა განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკისათვის გახსნილი ღია სივრცეა. ამ მიზეზით სასამართლოსგან ისინი მოითხოვენ მოქალაქეს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქგვერდზე ბლოკი მოეხსნას.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 896 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: გამოხატვის თავისუფლება, Facebook, saqartvelo, demokratiuli, sakartvelo, parlamenti, sasamartlo, რუსეთი ოკუპანტია, ruseti okupantia, iniciativa, Tavisufleba, სასამართლო, Parliament, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...