გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » იანვარი » 26 » ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა / frangi kompozitori michel legrand gardaicvala
2:52 PM
ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა / frangi kompozitori michel legrand gardaicvala






ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი წარმომადგენელი ავრცელებს.

ლეგრანს ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარი სამჯერ გადასცა. პირველად ეს ჯილდო 1969 წელს გადასცეს მუსიკისთვის The Windmills of Your Mind. მეორე 1972 წელს ფილმ Summer of '42-სთვის დაწერილი მუსიკისთვის დაიმსახურა. ხოლო ბოლოს, ოსკარი 1984 წელს მიიღო, ფილმისთვის Yentl შექმნილი მუსიკისთვის.

ჯაზის მოყვარულმა, ოსკაროსანმა კომპოზიტორმა სიცოცხლის მანძილზე 200 ფილმისა და სატელევიზიო სერიალისთვის საუცხოო მუსიკა შექმნა.

მუშაობდა ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან და რეჟისორებთან, როგორებიც არიან ორსონ უელსი, ჟან კოქტო, ფრენკ სინატრა, ბარბრა სტრეიზანდი, ედიტ პიაფი და ა.შ.



მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა ფილმ The Umbrellas of Cherbourg, 1964 წელს გაჟღერდა.

მიშელ ლეგრანის წარმომადგენლის თქმით, კომპოზიტორი პარიზში კონცერტის გამართვას გეგმავდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 804 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: cnobili adamianebi, ცნობილი ადამიანები, michel legrand, მუსიკა, sherburgskie zontiki, yentl, kompozitori, მიშელ ლეგრანი, კომპოზიტორი, The Windmills of Your Mind, The Umbrellas of Cherbourg, mishel legran, Summer of 42 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...