3:12 PM
ჭარბწონიანობის გენების შემდეგ, მეცნიერებმა სიგამხდრის გენებიც იპოვეს / charbtsonianobis genebis shemdeg, mecnierebma sigamkhdris genebic ipo
www.auf.ge -
მეცნიერებმა დნმ-ში სიგამხდრესთან დაკავშირებული ახალი რეგიონები აღმოაჩინეს.

მეცნიერების თქმით, აღნიშნული შედეგები მხარს უჭერს იმ იდეას, რომ ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში სიგამხდრე არა ჯანსაღი საკვებითა და აქტიურ ცხოვრებით, არამედ რამდენიმე "იღბლიანი" გენით არის განპირობებული.

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს უამრავი გენეტიკური მარკერი, რომელიც ჭარბწონიანობასთან არის კავშირში, თუმცა, ბევრად უფრო ნაკლები ყურადღება ექცეოდა იმ გენეტიკურ მახასიათებლებს, რომლებიც უშუალოდ სიგამხდრეს უკავშირდებოდა.

კვლევაში მეცნიერებმა 1 600 გამხდარი ადამიანის დნმ-ის ნიმუში 2 000 ჭარბწონიანი ადამიანისა და 10 400 საშუალო წონის მქონე ადამიანის ნიმუშებს შეადარეს.

მათ ასევე კვებითი დარღვევებისა და სხვა მსგავსი ფაქტორების გამოსარიცხად თითოეული მათგანის ცხოვრების სტილი მკაცრად გადაამოწმეს.

მეხნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭარბწონიან ადამიანებს დნმ-ში უფრო ხშირად ჰქონდათ ის მარკერები, რომლებიც მომატებულ წონასთანაა კავშირში.

ამავდროულად, გამხდარ ადამიანებში არამხოლოდ ჭარბ წონასთან დაკავშირებული გენების რაოდენობა იყო შემცირებული, არამედ მათ დნმ-ში ცვლილებები ჯანსაღ სიგამხდრესთან ასოცირებულ გენებშიც შეიმჩნეოდა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი სადაფ ფარუქი ადამიანებს მოუწოდებს, რომ სხვების წონის განსჯისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

"ახლა პირევლად დადასტურდა, რომ გამხდარი, ჯანმრთელი ადამიანები გამხდრები იმიტომ არიან, რომ მათ ნაკლები რაოდენობით აქვთ ის გენები, რომლებიც ჭარბწონიანობის რისკს ზრდის და არა იმიტომ, რომ მათ უფრო ძლიერი ნებისყოფა აქვთ. სხვების კრიტიკა ადვილია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რეალობა იმაზე უფრო კომპლექსურია, ვიდრე გვგონია", - აცხადებს ფარუქი.

ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი ტომ სანდერსი აცხადებს, რომ აღნიშნული კვლევა ცალსახად ავლენს იმ ფაქტს, რომ თანდაყოლილი ჭარბწონიანობა ხშირად გენეტიკურადაა დეტერმინირებული, მსგავსი მდგომარეობაა ზედმეტად გამხდარი ადამიანების შემთხვევაშიც, კველვამ აჩვენა, რომ ასეთი ადამიანები ზოგადი პოპულაციისგან გენეტიკურად განსხვავდებიან.

"მაგრამ ჭარბწონიანობა ხშირად ზრდასრულობაშიც იჩენს ხოლმე თავს. ეს ძირითადად თანამედროვე ცხოვრების სტილით არის გამოწვეული, რომელშიც მაღალკალორიული საკვები ფართოდ ხელმისაწვდომია, ფიზიკური აქტივობა კი შეზღუდულია. რა თქმა უნდა, გენეტიკური თავისებურებები წონაზე გავლენას ახდენენ, მაგრამ ამაში როლს, ბუნებრივია, ცხოვრების სტილიც თამაშობს", - აცხადებს სანდერსი.

ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, თუ როგორია თქვენი გენეტიკური მახასიათებლები, ერთადერთი რჩევა, რომელსაც შეიძლიათ ყოველთვის დაუჯეროთ, მეტი ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი რაციონია.

კვლევა ჟურნალ PLOS Genetics-ში გამოქვეყნდა.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 784 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: genetika, ჭარბწონიანობა, წონაში კლება, dieta, მედიცინა, charbtsonianoba, tsonashi kleba, გენეტიკა, სიგამხდრე, medicina, დიეტა, charbwonianoba, sigamxdre, wonashi kleba, sigamkhdre | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]