გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » იანვარი » 26 » სანდრა ბულოკი ახალ ფილმში 80 წლის ქალის როლს შეასრულებს / sandra bullock akhal filmshi 80 tsclis qalis rols sheasrulebs
3:46 PM
სანდრა ბულოკი ახალ ფილმში 80 წლის ქალის როლს შეასრულებს / sandra bullock akhal filmshi 80 tsclis qalis rols sheasrulebs






Bird Box-ის დიდი წარმატების შემდეგ, სანდრა ბულოკმა და ნეტფლიქსმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს.

ოსკაროსანი მსახიობი ამჯერად სტრიმინგ-სერვისის ფენტეზის ჟანრის ფილმში Reborn ითამაშებს.

ფილმს The Lego Batman Movie-ის რეჟისორი, კრის მაკკეი გადაიღებს.

სურათი 80 წლის ქალის, ბონი ბლექის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვლება. შემდეგ კი თავიდან დაიბადება მაგიურ მიწა - ადისტრიაში.

ადისტრია, არის ადგილი, სადაც კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ომი მიმდინარეობს, ბონი კი მიზნად დაისახავს, რომ როგორმე ამ ომს ბოლო მოუღოს და ამავდროულად მისი ძველი მეგობრები და საყვარელი ადამიანები იპოვოს.

შეგახსენებთ, რომ ბულოკის მონაწილეობით გამოსულმა ჩიტის ყუთმა ნეტფლიქსის რეკორდი მოხსნა და სულ მცირე დროში 80 მილიონზე მეტი მაყურებელი მიიზიდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 806 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ნეტფლიქსი, sandra baloki, სანდრა ბულოკი, Bird Box, holivudi, sandra buloki, golivud, Sandra Bullock, Netflix, კინო, ჰოლივუდი, Hollywood | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...