გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » იანვარი » 26 » თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც მხედველობის გაუმჯობესებაში გვეხმარება / tanamedrove teqnologiebi, romlebic mkhedvelobis gaumjobesebashi g
4:12 PM
თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც მხედველობის გაუმჯობესებაში გვეხმარება / tanamedrove teqnologiebi, romlebic mkhedvelobis gaumjobesebashi g






მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 253 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით იტან­ჯე­ბა. ეს მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 3,3%-ს შე­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 80%-ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ან გან­კურ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. თვა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ოფ­თალ­მო­ლოგ­თან დრო­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­აა.

რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნდა ვი­ა­როთ ოფ­თალ­მო­ლოგ­თან, რომ პრობ­ლე­მე­ბის­გან და­ცუ­ლი ვი­ყოთ? ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბით „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ არ­სე­ბუ­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის წამ­ყვა­ნი ოფ­თალ­მო­ლოგ­სა და ოფ­თალ­მო­ქი­რურგს - გრი­გოლ ქა­მუ­შა­ძეს მივ­მარ­თეთ.

ყვე­ლა­ზე ხში­რად რა პრობ­ლე­მე­ბით მოგ­მარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი?

თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ნე­ბის­მი­ერ თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს მხედ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შექ­ცე­ვა­დი და შე­უქ­ცე­ვა­დი პრობ­ლე­მე­ბი. ამი­ტომ, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ოფ­თალ­მო­ლოგ­თან გეგ­მი­ურ ვი­ზიტს, გა­აჩ­ნია და­ა­ვა­დე­ბას და ასაკს. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად მა­ტუ­ლობს თვა­ლის ისე­თი ტი­პის პრობ­ლე­მა, რო­გო­რიც არის მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მი.

ყვე­ლა­ზე ხში­რად რა ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი მოგ­მარ­თა­ვენ?

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. ჩვენ ვმკურ­ნა­ლობთ პა­ტა­რებს და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან, ასე­ვე ზრდას­რუ­ლებ­სა და მო­ხუ­ცებ­საც. თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში ერთი ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბა. თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად ისე­თი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რიც არის გლა­უ­კო­მა. თუ წლე­ბის წინ გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით 60-65 წლის ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი მოგ­ვმარ­თავ­დნენ, ახლა ამ პრობ­ლე­მე­ბით 40-45 წლის ადა­მი­ა­ნე­ბიც მო­დი­ან.

ამ ტენ­დენ­ცი­ას რას უკავ­ში­რებთ?

გარ­კვე­ულ­წი­ლად არად­რო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ძვე­ლად და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ვერ ხერ­ხდე­ბო­და. დღეს­დღე­ო­ბით ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო აპა­რა­ტუ­რის არ­სე­ბო­ბამ და ექიმ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ზრდამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა, რო­გო­რიც არის გლა­უ­კო­მა და ნერ­ვუ­ლი ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. კე­რა­ტო­კო­ნუ­სი, რქო­ვა­ნას პროგ­რე­სი­რე­ბა­დი გა­თხე­ლე­ბა.

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სტი­ლია. უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ეკ­რა­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის აქ­ტი­ურ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ თვალ­ზე დატ­ვირ­თვა გა­ზარ­და.

ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში მხედ­ვე­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის რა ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნებთ?

ჩვენს კლი­ნი­კა­ში ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის და თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბა­თა მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ჩვენ აღ­ჭურ­ვი­ლი ვართ ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რით ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მას­შტა­ბით და ვი­ყე­ნებთ ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო მე­თო­დებს რო­გო­რიც არის 3D ოპ­ტი­კუ­რი კო­ჰე­რენ­ტუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი და ან­გი­ოგ­რა­ფი, პრე­ო­პე­რა­ცი­უ­ლად ბრო­ლის გარ­და­ტე­ხის ძა­ლის უზუს­ტესს გა­მოთ­ვლას უზ­რუნ­ველ­ყოფს აპა­რა­ტი ZEISS IOLMaster. ას­ტიგ­მა­ტიზ­მის სრუ­ლი კო­რექ­ცი­ის მი­საღ­წე­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბაThe VERION™ Image Guided System.

ჩვენ­თან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მხედ­ვე­ლო­ბის ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცი­ის ცენ­ტრი, სა­დაც უახ­ლე­სი თა­ო­ბის ფემ­ტო-ექ­სი­მე­რუ­ლი ლა­ზე­რის (Zeiss Visumax Femtosecond / Excimer Laser Mel-80) მეშ­ვე­ო­ბით მხედ­ვე­ლო­ბის ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცი­ის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცე­ბი ტარ­დე­ბა. მხედ­ვე­ლო­ბის ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად გათ­ვლებს ვა­კე­თებთ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო აპა­რა­ტით CRS-Master-ით, ხოლო თვით პრო­ცე­დუ­რას ახორ­ცი­ე­ლებს Zeiss-ის Visumax-ი და MEL 80-ი.

ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცია სათ­ვა­ლი­სა და ლინ­ზე­ბის და­ვი­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს?

დიახ, ლა­ზე­რუ­ლი კო­რექ­ცია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წა­მი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რაა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ქი­რურ­გი­უ­ლად ვუმ­კურ­ნა­ლოთ ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბას, შორ­სმხედ­ვე­ლო­ბას და ას­ტიგ­მა­ტიზმს.

იმა­ტა ისეთ­მა ქი­რურ­გი­ულ­მა პრო­ცე­დუ­რებ­მა, რო­გო­რიც არის სათ­ვა­ლის ან ლინ­ზე­ბის მოხ­სნა, ანუ პა­ცი­ენ­ტებს ვი­საც აქვთ სურ­ვი­ლი მო­იხ­სნან სათ­ვა­ლე, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სულ რა­ღაც 6-7 წამ­ში მი­ვა­ნი­ჭოთ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა. ამ პრო­ცე­დუ­რის­თვის ჩვე­ნე­ბა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის სურ­ვი­ლია. ლა­ზე­რულ კო­რექ­ცი­ამ­დე სრულ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას ვა­ტა­რებთ, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი შე­საძ­ლო მცი­რე­დი გარ­თუ­ლე­ბე­ბიც კი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ლა­ზე­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რის უკუჩ­ვე­ნე­ბა არ­სე­ბობს?

აბ­სო­ლუ­ტუ­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა არის კე­რა­ტო­კო­ნუ­სი, ბა­დუ­რის ჩა­მოც­ლა, გლა­უ­კო­მა რქო­ვა­ნას წყლუ­ლი და სხვა­დას­ხვა ტი­პის თვა­ლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი.

რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა სა­ჭი­რო სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და რო­მე­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ხდე­ბა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად?

ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი თით­ქმის 99 % გახ­ლავთ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი, რაც თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბას რა­მო­დე­ნი­მე წუთ­ში, გა­აჩ­ნია პა­ცი­ენ­ტის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას (არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი).

ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ზო­გა­დი ანეს­თე­ზი­ით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­გო­რიც გახ­ლავთ ლა­ბი­ლუ­რი ფსი­ქი­კის მქო­ნე პი­რე­ბი და პე­დი­ატ­რი­უ­ლი ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი.

კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბის სი­ბე­რემ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია? და რო­გორ უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ ეს?

თვა­ლი ძა­ლი­ან ნაზი ორ­გა­ნოა. თვა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა დიდ­ხანს რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვი­ცხოვ­როთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით, რათა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ სის­ტე­მუ­რი ტი­პის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად მაგ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი. ასე­ვე, ეკ­რა­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის­გან თვა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ვას­ვე­ნოთ. დიდ ქა­ლა­ქებ­ში­და ზღვის­პი­რა რე­გი­ო­ნებ­ში ხში­რად ჩნდე­ბა მშრა­ლი თვა­ლის სინ­დრო­მის პრობ­ლე­მა. სა­წყის ეტაპ­ზე პრობ­ლე­მე­ბი­სად­მი უყუ­რა­დღე­ბო­ბამ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს.

რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნდა გა­ვი­ა­როთ ოფ­თალ­მო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია?

ოფ­თალ­მო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი 40 წლის ასა­კის შემ­დგომ წე­ლი­წად­ში ერთხელ საკ­მა­რი­სია. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ გვაქვს რა­ი­მე სხვა ტი­პის სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბა.გა­აჩ­ნია და­ა­ვა­დე­ბის ტიპს და სიმ­ძი­მეს .ეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა დრო­უ­ლად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ პრობ­ლე­მა და სა­წყის ეტაპ­ზე­ვე ვუმ­კურ­ნა­ლოთ მას. თუ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­წუ­ხებთ, მა­შინ ექიმ­თან კონ­ტრო­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ან მეტ­ჯერ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

"ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში, ოფ­თალ­მო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და კვლე­ვე­ბის­თვის ჩა­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 2 190 190. ინ­ფორ­მა­ცია სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი­სა და ექი­მე­ბის შე­სა­ხებ ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­იტ­ზე NewHospitals.Ge

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1170 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: new hospitals, თვალი, daavadeba, მხედველობა, medicina, tvali, პაციენტი, mxedveloba, axalgazrda, თვალები, დაავადება, patarebi, მედიცინა, oftalmologia, ზრდასრული, ოფთალმოლოგია, pacienti, ახალგაზრდა, mkhedveloba, akhalgazrda, პატარები, tvalebi, mkurnaloba, ნიუ ჰოსპიტალსი, zrdasruli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...