გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » თებერვალი » 6 » ქართველ წყვილს შვედეთში საკუთარი 9 თვის ჩვილი ჩამოართვეს - რას ჰყვება ბავშვის მამა / qartvel tskvils shvedetshi sakutari 9 tvis chvili chamo
1:42 AM
ქართველ წყვილს შვედეთში საკუთარი 9 თვის ჩვილი ჩამოართვეს - რას ჰყვება ბავშვის მამა / qartvel tskvils shvedetshi sakutari 9 tvis chvili chamo






შვედეთში ქართველ წყვილს, რომელიც ორი წელია პოლიტიკურ თავშესაფარს უშედეგოდ ითხოვს 9 თვის ერიკა სოციალური სამსახურის მუშაკებმა ჩამოართვეს. ''პრაიმტაიმი'' დაუკავშირდა ბავშვის მამას კონსტანტინე კირვალიძეს, როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოები განზრახ უქმნიან ოჯახს გამოუვალ მდგომარეობას, რომ დატოვონ ქვეყანა, ამისთვის კი ბავშვს იყენებენ.

კონსტანტინეს თქმით ბავშვის ჩამორთმევის ოფიციალურ მიზეზად ნარკოტიკების მოხმარება და ამასთან ერთ სიტუაციაში ექიმის მიმართ აგრესია სახელდება. როგორც კონსტანტინე განმარტავს, ბავშვი დეგრადირებას განიცდის და მას სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ოჯახის გამოცვლა მოუწია.

'' ოფიციალურ მიზეზში წერია, ის რომ მე ვეწეოდი მარიხუანას. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ამას ყველა აკეთებს, მეტროშიც იყიდება, თუ ვიღაცას შურისძიება ან დასჯა არ უნდა ეს კანონი კონკრეტული ადამიანების დასასჯელად გამოიყენება. უბრალოდ მამის მაგივრად დასაჯო შვილი ეს არ მესმის და მგონი პირველი შემთხვევაა'', - აღნიშნავს ბავშვის მამა.

მისი თქმით, ბავშვის ნახვის უფლებას მხოლოდ დედას აძლევენ მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინემ უკვე გაიარა სამთვიანი ნარკო ტესტი. პატარა ერიკას დაბრუნების შანსი ოჯახს იმ შემთხვევაში აქვს თუკი ქვეყანას დატოვებენ.

''ბავშვის ნახვის საშუალება არ გვაქვს, კვირაში ერთხელ ნახულობს დედა, მე კი საერთოდ ჩამომერთვა ამის უფლება. სამ თვემდე ვაბარებდი ნარკო ტესტებს, რომ მოეთხოვა ყველა პირობა, ამით დავადასტურე, რომ მე ვიყავი სუფთა. თუმცა შემდეგ მოიგონეს აბსურდული მიზეზი, ის რომ მაქვს ბოხი ხმა, რომელიც ბავშვს მიაყენებს ზიანს.

შანსი გაქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დავბრუნდებით საქართველოში, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვნახეთ როგორ მუშაობს აქაური სასამართლო, რომელმაც არ გაითვალისწინა ჩვენი ადვოკატების შუამდგომლობა, გაითვალისწინა მხოლოდ ის ვარაუდი რომ მე კოტე კირვალიძემ შესაძლოა ისევ მოვწიო მარიხუანა. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ არანაირი შანსები არ გაქვს ბრძოლის, მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ სამი სასამართლოა დარჩენილი. როგორც პრაქტიკა აჩვენებს სასამართლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ უჯერებს და განაჩენი სოციალური სამსახურის სასარგებლოდ გამოაქვს'' , - აცხადებს კონსტანტინე კირვალიძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

bavshvi, shvili, shvedeti, kote kirvalidze, konstantine kirvalidze, marixuana, marijuana, marihuana, tavisufleba, samartali, simartle, sasamartlo, moqalaqe, ბავშვი, შვილი, შვედეთი, კოტე კირვალიძე, კონსტანტინე კირვალიძე, შავი ლაქა, shavi laqa, მარიხუანა, პლანი, თავისუფლება, სამართალი, სიმართლე, სასამართლო, მოქალაქე, პრაქტიკა, ქვეყანა, პოლიტიკა, მიზეზი, სამსახური, ნარკოტიკები, დედა, მამა, ოჯახი, სიყვარული.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 906 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: პლანი, marijuana, Tavisufleba, simartle, marihuana, samarTali, shvedeti, მარიხუანა, შვედეთი, სიმართლე, kote kirvalidze, სამართალი, konstantine kirvalidze, marixuana, თავისუფლება, კოტე კირვალიძე, ბავშვი, moqalaqe, bavshvi, კონსტანტინე კირვალიძე, shavi laqa, sasamartlo, შავი ლაქა, შვილი, shvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...