4:40 AM
სპერმატოზოიდების მაღალი კონცენტრაცია შესაძლოა მარიხუანასთან იყოს კავშირში - კვლევა / spermatozoidebis maghali koncentracia shesadzloa marikh
www.auf.ge -
ახლახან ჩატარებულ კვლევაში მარიხუანის მოხმარება სპერმატოზოიდების კონცენტრაციის ზრდასთან დაკავშირდა. მეცნიერები ამ მოულოდნელ შედეგამდე მაშინ მივიდნენ, როდესაც მათ განაყოფიერების კლინიკაში მისული 600 კაცი შეისწავლეს.

მეცნიერები ელოდნენ, რომ მარიხუანას სპერმაზე უარყოფითი გავლენა ექნებოდა. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების სპერმა, რომლებიც აღიარებდნენ, რომ წარსულში მარიხუანა გამოუყენებიათ, უფრო მეტ სპერმატოზოიდს შეიცავდა.

აღნიშნული შედეგი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მოწევა თქვენი მამად გახდომის შანსებს ზრდის. მარიხუანას მოხმარებასა და სპერმატოზოიდების რაოდენობას შორის კავშირი შესაძლოა მიზეზობრივი სულაც არ იყოს. ეს შესაძლოა, მაგალითად, ორგანიზმში ტესტოსტერონის მაღალი რაოდენობით იხსნებოდეს, რომელიც სპერმის კონცენტრაციასაც ზრდის და ისეთი სარისკო ქცევების ალბათობასაც, როგორიც, მაგალითად, მარიხუანის მოწევაა.

"აღნიშნული კვლევები მიუთითებს, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მარიხუანა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ჩვენი კვლევის შედეგების ინტერპრეტირება ფრთხილად უნდა მოხდეს, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარებაც", - აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სკოლის მეცნიერი ხორხე ჩავარო.

წინამორბედი კვლევები, რომლებშიც ცხოველები და ადამიანები მონაწილეობდნენ, მიუთითებს, რომ მარიხუანას მამაკაცების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა აქვს.

ამჟამინდელი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 2000-დან 2017 წლამდე 662 კაციდან სპერმის 1 143 ნიმუში შეაგროვეს. კაცების ასაკი, საშალოდ 36 წელი იყო. ყველა მათგანი იმ წყვილთაგან შეარჩიეს, რომლებიც რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემებით მივიდნენ.

კვლევის მონაწილეებს უნდა შეევსოთ კითხვარი, იყენებდნენ თუ არა ისინი მარიხუანას, წარსულში ან ახლა. კაცების 55%-მა განაცხადა, რომ მათ მარიხუანა გამოუყენებიათ. აქედან 44%-მა განაცხადა, რომ ისინი მარიხუანას წარსულში იყენებდნენ, 11% კი ამჟამინდელი მომხმარებელი იყო.

ნიმუშების შესწავლამ აჩვენა, რომ იმ კაცების სპერმაში, რომლებსაც მარიხუანა მოუწევიათ, სპერმატოზოიდების კონცენტრაცია ერთ მილილიტრში საშუალოდ 62,7 მილიონი იყო. ხოლო მათში, ვისაც მარიხუანა არსდროს მოუწევია, სპერმაში სპერმატოზოიდების საშუალო რაოდენობა მხოლოდ 45,4 მილიონს აღწევდა.

სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობა მილილიტრში 15 მილიონზე ნაკლები მარიხუანის მომხმარებელთა მხოლოდ 5%-ს ჰქონდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარიხუანას ხშირი მოხმარება ორგანიზმში ტესტოსტერონის მაღალ რაოდენობასთან იყო დაკავშირებული.

ჟურნალ Human Reproduction-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები აცხადებენ, რომ მარიხუანას მცირე დოზით მოხმარებამ შესაძლოა სპერმაზე გარკვეული დადებითი გავლენა იქონიოს.

ამჟამად მიჩნეულია, რომ ტვინში არსებული ენდოკანაბინოიდური სისტემა, რომელთანაც მარიხუანა ურთიერთქმედებს, გავლენას ორგანიზმის ნაყოფიერებაზეც ახდენს. მეორე მხრივ, ეს ასოციაცია მარიხუანასთან შესაძლოა კავშირში სულაც არ იყოს.

"როგორც ავტორები აცხადებენ, დიდი შანსია, რომ მაღალი კონცენტრაციის სპერმის მქონე კაცებს ორგანიზმში ტესტოსტერონის რაოდენობაც მაღალი ჰქონდეთ, რაც თავისმხრივ ზრდის იმის შანებს, რომ ადამიანმა შეიძლება მარიხუანა მოიხმაროს, მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი ტესტოსტერონის მქონე კაცები რისკებზე უფრო ადვილად მიდიან. მე არ ვთვლი, რომ ეს კვლევა რამეს ცხადყოფს. ჩემი აზრით, რეპროდუქციის პერიოდში ადამიანებმა მარიხუანას მოწევისაგან თავი უნდა შეიკავონ", - აცხადებს შეფილდის უნივერსიტეტის ანდროლოგიის პროფესორი ალან პეისი


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 914 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: სპერმა, sperma, კვლევა, მარიხუანა, mosatsevi, mosawevi, marixuana, მოსაწევი, Reproduction, Bloomberg, reuters, spermatozoidi, marikhuana, marijuana, Marihuana, mark blinch, სპერმატოზოიდი, mosacevi, recproduqcia, kvleva, რეპროდუქცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]