8:07 PM პირველი ქართველი ქალი რეჟისორის აკრძალულ ფილმს 85 წლის შემდეგ აჩვენებენ / pirveli qartveli qali rejhisoris akrdzalul films 85 tslis shemdeg | ||||||||||||
ნუცა ღოღობერიძის პირველი ფილმი, რომელიც რუსეთიდან საქართველოს დაუბრუნდა, „ბუბა“ იყო. პროექტი „ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნება“ 2016 წელს დაიწყო. სულ ჩამოტანილია 34 ფილმი. კინოცენტრმა გადაწყვიტა, ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილესთვის საჩუქარი გაეკეთებინა და სწორედ ამიტომ შეირჩა ფილმი „უჟმური“. დედის ფილმს პრემიერაზე ლანა ღოღობერიძე პირველად ხვალ ნახავს. დახურული პრემიერის შემდეგ კი, 2019 წელს მოსკოვიდან ჩამოსული კინომემკვიდრეობის ფილმების ჩვენება ეროვნულ არქივშია დაგეგმილი. მიმაგრება: სურათი 1
|
|