8:23 PM კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ბრალი წარუდგინეს / kevin spacey seqsualuri dzaladoba brali tsarudgines | ||||||||||||
მსახიობს ანალოგიური ბრალდება ყოფილმა კოლეგამ წაუყენა. ენტონი რეპი აცხადებს, რომ კევინ სპეისი მას 1986 წელს სექსუალურად ავიწროებდა, როცა ის 14 წლის იყო. ამ საქმის განხილვაზე სპეისი 7 იანვარს ნანტუკეტის საოლქო სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. მანამდე კი სპეისიმ დუმილი დაარღვია და ინტერნეტში ვიდეო მიმართვა გაავრცელა. სერიალ „ბანქოს სახლის“ ვარსკვლავმა, მიმართვისთვის მისი პერსონაჟის – პრეზიდენტ ფრენს ანდერვუდის როლი მოირგო და მისივე ჩვეული მანერით განაცხადა, რომ მაყურებელს პირადი საიდუმლო და შოკის მომგვრელი ისტორიები მხოლოდ იმისთვის გაანდო, რომ ხალხს ფიქრი დაეწყო. მიმაგრება: სურათი 1
|
|