6:06 AM რუსთავში CO-თი ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, მათ შორის 6 ბავშვია. / rustavshi CO-ti ojakhis 7 tsevri moitsamla, mat shoris 6 bavshvia | ||||||||||||
არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვით ერთდროულად ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, აქედან 6 ბავშვია, ერთი კი მათი ბებია. ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელია. მიმაგრება: სურათი 1
|
|