5:24 PM სირცხვილია! 5.0 | ||||||||||||
თუმცა, ამ გამარჯვების ფონზე არ უნდა დავივიწყოთ მთავარი: “გავრილოვის ღამეს” დასახიჩრებული და დაპატიმრებული ადამიანები. 2 დაშავებული დღემდე იბრძვის სიცოცხლისთვის. გუშინ გავრცელდა 18 წლის მაკო გომურის მიმართვა. მაკომ მშვიდობიან აქციაზე თვალი დაკარგა. ჩვენ მას დავპირდით, რომ არ გავჩერდებოდით და არც გვაქვს გაჩერებისა და დანებების უფლება. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც ეკისრება პირდაპირი პასუხისმგებლობა ყველა დაზარალებულ ადამიანზე; გამოუშვან უკანონოდ დაპატიმრებული აქციის მონაწილეები და დააკავონ ყველა მოძალადე, რომელმაც აქციის დაშლის დროს ძალას გადაამეტა. უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტი მოტივაციით - დღეს, 19:00-ზე, საქართველოს სამსახურში გელოდებით! მიმაგრება: სურათი 1
|
|