2:35 PM სირცხვილია! 5.0 / პროტესტის მე-6 დღე! (19:00-ზე, ყველა ერთად, საქართველოს სამსახურში!) | ||||||||||||
გუშინ გამოჩნდა, რომ ჩვენს ერთიანობას ისტორიული შედეგები მოაქვს. სამიდან ერთი მოთხოვნა, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება დაკმაყოფილებულია. დადასტურებული ფაქტია, რომ დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების ნაწილს აქვთ ფიზიკური დაზიანებები, თუმცა, მათ სამედიცინო შემოწმება გასამართლებამდე და არც შემდეგ არ გაუვლიათ. საბოლოო გამარჯვებამდე დაგვრჩა ორი მთავარი მოთხოვნის შესრულება: გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც “გავრილოვის ღამეზე” პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება; გამოუშვან უკანონოდ დაპატიმრებული მშვიდობიანი მოქალაქეები და დააკავონ ყველა ის ძალოვანი, რომელმაც აქციის დაშლისას ძალას გადაამეტა! სახლში ჯდომისა და დანებების დრო არ არის, სხვა ვერ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელი საქმეს! 19:00-ზე, ყველა ერთად, საქართველოს სამსახურში! მიმაგრება: სურათი 1
|
|