„გავრილოვის ღამეს“ უმძიმესად დაშავებული დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა
20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას დაშავებული დავით ფარადაშვილი კომიდნა გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ გვერდზე გავრცელდა.
ფარადაშვილი კლინიკაში უმძმესი დაზიანებებით შეიყვანეს - მას პლასტმას-კაუჩუკის ტყვია საფეთქელთან ჰქონდა მორტყმული და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.