გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » ივლისი » 8 » მე და ჩემი გუნდი ვუერთდებით სამართლიან პროტესტს — საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ბაჩო ქაჯაია
11:27 PM
მე და ჩემი გუნდი ვუერთდებით სამართლიან პროტესტს — საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ბაჩო ქაჯაია






საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის ღამის შოუ პირველზე წამყვანმა, ბაჩო ქაჯაიამ თქვა, რომ ის და მისი შემოქმედებითი ჯგუფი სამართლიან პროტესტს უერთდება, რომელიც 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ გამოიწვია. ამის შესახებ წამყვანმა გადაცემის დაწყებამდე მონოლოგში ისაუბრა.

"ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა იმავე საღამოს აქციის დაშლა. მინდა, ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამართალდამცველების მხრიდან", — თქვა ქაჯაიამ.

მისივე განცხადებით, ეს სეზონის ბოლო გადაცემაა და ის ეთერიდან მაყურებელს დაემშვიდობა.

"აქვე მინდა გითხრათ, რომ ვუერთდები ძალიან კარგ კანპანიას გაატარე ზაფხული საქართველოში. იმედი მაქვს, ქვეყანაში მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, ბევრი თქვენგანი შემოუერთდება ამ კამპანიას და ერთმანეთს შევხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში", — აღნიშნა გადაცემის წამყვანმა.

წამყვანის თქმით, სეზონის ბოლო გადაცემა 19 ივნისს ჩაიწერა, თუმცა, ქვეყანაში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ეთერში გუშინ, 4 ივლისს გავიდა.

20 ივნისის აქცია
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 617 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: პუტინ ხუილო, პუწინ ხუილო, putin khuilo, 20 ivnisis aqcia, Белые розы, putin xuilo, sazogadoebrivi mautskebeli, გიორგი გაბუნია, 20 ივნისის აქცია, belie rozi, sazogadoebrivi mauwyebeli, საზოგადოებრივი მაუწყებელი, გავრილოვის ღამე, vladimir putin, Putin, sergei gavrilov, სერგეი გავრილოვი, gavrilovis ghame | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...