8:07 AM მოამზადეთ ორიგინალური საზაფხულო ტორტი “პანჩო“ ხილისა და კაკლის შიგთავსით / moamzadet originaluri sazafkhulo torti "pancho" khilisa da kaklis | ||||||||||||
200 გრ ხორბლის ფქვილი 6 ც კვერცხი 250 გრ შაქარი 4 ს.კ. კაკაოს ფხვნილი 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 150 გრ შედედებული რძე კრემისთვის 1150 გრ არაჟანი (25%-იანი) 300 გრ შაქარი 150 მლ ნაღები (33%-იანი) 150 გრ შაქრის პუდრი შიგთავსისთვის 100-150 გრ ბერძნული კაკალი ხილი (ანანასი) მინანქრისთვის 40 გრ კარაქი 60 გრ შავი შოკოლადი მომზადების წესი 1. ათქვიფეთ კვერცხი და მუდმივად დაუმატეთ შაქარი. ათქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ქაფისებრ კონსისტენციას. შემდეგ დაუმატეთ 150 გრ შედედებული რძე და კიდევ 2-3 წუთით ათქვიფეთ. 2. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები: გაცრილი ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი, მოურიეთ და დაუმატეთ კვერცხიანი მასა, კვლავ მოურიეთ კოვზით. 3. საცხობ ფორმაზე დააკარით პერგამენტი, ზემოდან კარაქი წაუსვით და მოათავსეთ მასში თხევადი ცომი. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წუთით. გამომცხვარი ბისკვიტი გადაიტანეთ ღუმელის გისოსებზე, სანამ მთლიანად გაცივდება. 4. წვრილად დაჭერით კაკალი, მსუბუქად შეწვით მშრალ ტაფაზე და მოაშორეთ თხელი კანი, რომელიც მას მწარე გემოს სძენს. 5. მოამზადეთ კრემი ბისკვიტისთვის. კარგად ათქვიფეთ 800 გრ არაჟანი და 200 გრ შაქარი, თუ კრემი ძალიან თხელია, შეგიძლიათ დაუმატოთ ნაღების გამასქელებელი. 6. გაცივებული ბისკვიტი გაჭერით ორ არათანაბარ ფენად. შემდეგ დიდი ფენა დაჭერით პატარა ნაჭრებად. 8. დარჩენილი ბისკვიტი გადაიტანეთ თეფშზე და გაჟღენთეთ ანანასის წვენით, შემდეგ ზემოდან სქლად წაუსვით კრემი და მოაყარეთ კაკალი გემოვნებით. 9. შემდეგ ბისკვიტის თითოეული ნაჭერი კრემში ამოავლეთ და ტორტში ჩაარჭეთ. ყოველ ფენას კაკალი მოაყარეთ. 10. ტორტს ირგვლივ მთლიანად წაუსვით კრემი. ზემოდან ანანას მოაყარეთ. შემდეგ შეინახეთ ტორტი მაცივარში 40 წუთით. 11. კრემი ზედა ნაწილისთვის. შეურიეთ ერთმანეთს დარჩენილი არაჟანი და შაქარი, კარგად მოურიეთ, რომ შაქარი მთლიანად გაიხსნას, შემდეგ დაუმატეთ შაქრის პუდრი და მოურიეთ. ცალკე თასში ათქვიფეთ ნაღები სქელ კონსისტენციამდე და დაუმატეთ არაჟანს, კარგად მოურიეთ. კრემი მზადაა. 12. დროის გასვლის შემდეგ ტორტი ზემოდან დაფარეთ ახლახან მომზადებული კრემის სქელი ფენით. შემდეგ კვლავ შეინახეთ ტორტი მაცივარში 2-3 საათით. 14. მინანქარი: წყლის ორთქლზე გაადნეთ კარაქი და შოკოლადი, კარგად მოურიეთ. შემდეგ გააჩერეთ 15-20 წუთით, რომ კარგად გაცივდეს. 15. ტორტს ზემოდან მოასხით ცივი მინანქარი და კაკალი მოაყარეთ. 16. შეინახეთ ტორტი მაცივარში მთელი ღამით. ტორტი მზადაა! გემრიელად მიირთვით! მიმაგრება: სურათი 1
|
|