გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » აგვისტო » 27 » Spoiler!!! დოსტოევსკის მორიგ რომანს გავეცანი - "დანაშაული და სასჯელი." / წაიკითხეთ და დააკომენტარეთ თქვენი აზრი..
8:38 AM
Spoiler!!! დოსტოევსკის მორიგ რომანს გავეცანი - "დანაშაული და სასჯელი." / წაიკითხეთ და დააკომენტარეთ თქვენი აზრი..






Spoiler!!!
დოსტოევსკის მორიგ რომანს გავეცანი - "დანაშაული და სასჯელი."
ერთხელ, ერთ არქიეპისკოპოსს უხუმრია, რუსი მწერლის ამ წიგნის არწაკითხვა დანაშაულია და წაკითხვა – სასჯელიო. სრულებით ვეთანხმები მის მოსაზრებას, რადგან დოსტოევსკიმ მთელი არსებით ერთდროულად შემაცოდა, შემაზიზღა და შემაყვარა კაცთა მოდგმა.
ზოგადად, დოსტოევსკის მიერ შექმნილ პერსონაჟებს ერთი რამ აერთიანებთ. ისინი სულისშემხუთველ, ვიწრო „ბუნაგებში“ ცხოვრობენ, რაც თითქოს ხაზსაც უსვამს მათ ზნეობრივ და სულიერ წყვდიადს, გაბზარულ სულიერ სამყაროს და გამუდმებით ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ სოციალურ უსამართლობას. რასკოლნიკოვიც ღარიბი ახალგაზრდაა, რომელიც საკუთარი დანაშაულით თითქოსდა პროტესტს უცხადებს კაპიტალისტურ წეს-წყობილებას.
რასკოლნიკოვი მიდის დანაშაულის ჩასადენად. სურს მოკლას ადამიანი, რომელსაც საზოგადოების წურბელად აღიქვამს და ამით გადაარჩინოს მრავალი სხვა , თუმცა სიუჟეტის მიმდინარეობისას რამდენიმე მოტივი იკვეთება. თავდაპირველად ეს მოტივი გამდიდრებაა, შემდეგ სიკეთე და ბოროტება ( მარადიული თემა) და ბოლოს ჩემთვის აქამდე უცნობი მიზეზი, რომელსაც თუნდაც ნაპოლეონის მოტივს დავარქმევ! მთავარი გმირის ცხოვრების აღწერით დოსტოევკსიმ დასვა შეკითხვები და თავადვე უპასუხა მათ: რა არის დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზი? შეიძლება თუ არა სიკეთის სახელით დანაშაულის ჩადენა? და საერთოდაც არსებობს თუ არა ცუდი და კარგი დანაშაული?
მთავარი გმირი საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფს: მბრძნაბლებად ანუ ნაპოლეონებად და მწერებად. რატომღაც რასკოლნიკოვი თვლის, რომ ნაპოლეონია და აქვს უფლება ჩაიდინოს დანაშაული, ანუ ადამიანის სიცოცხლე ტარიგად შესწიროს საზოგადოების კეთილდღეობას. როგორც ვიცი, სოციოლოგიაშიც უამრავი ნაშრომია, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები იბადებიან დომინანტებად, ლიდერებად და მორჩილებად. რასკოლნიკოვი იმდენადაა შეპყრობილი ნაპოლეონიზმის იდეით, რომ სტატიასაც კი წერს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ იგი მწარე რეალობის წინაშე დგება: ის არ არის ნაპოლეონი, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლე ქვეყანას შესწირა და გამარჯვებულთა ისტორია დაწერა. ეს იდეა მთავარი გმირის სულიერი არეულობის გამოძახილია, რამეთუ რასკოლნიკოვის ცნობიერებაში იქმნება მისივე ორეული. საკუთარ ეგოსთან, სინდისთან ბრძოლა ანუ ორეულის შექმნა დოსტოევსკისთვის უცხო თემა ნამდვილად არაა. საბოლოოდ, რასკოლნიკოვის ორეული „ამერიკაში მიემგზავრება.“
მიხაილოვიჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რა რთულია ებრძოლო საკუთარ ქვეცნობიერს და ამ ბრძოლაში გაიმარჯვო. თუ რა უდიდესი ძალისხმევა და მოტივაცია სჭირდება, რომ მუხლებზე დაცემული წამოდგე. რასკოლნიკოვისთვის „გზა ხსნისა“ სიყვარული აღმოჩნდა. ამიტომაა, რომ მიუხედავად დროისა და ეპოქისა, სიყვარული ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველი ყველაზე მძლავრი იარაღია.
საბოლოოდ, რასკოლნიკოვი სახარებით ხელში იწყებს ახალ ცხოვრებას. ამ ფინალით დოსტოევსკიმ სააშკარაოზე გამოიტანა კაცობრიობის არსებობის უცვლელი კანონზომიერება, რომ არ არსებობს დაცემა აღდგომის გარეშე და აღდგომა დაცემის გარეშე.
და ისევ წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. ;დ <3
პს.თქვენ რას ფიქრობთ?



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 640 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: teodor dostoevski, fyodor dostoevski, ფიოდორ დოსტოევსკი, fiodor dostoevski, დოსტოევსკი, dostoyevsky, დანაშაული და სასჯელი, fyodor dostoevsky, dostoevsky, crime and punishment, danashauli da sasjeli, dostoevski, თეოდორ დოსტოევსკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...