8:44 AM Fast and Furious-ის გადაღებების გამო დღეიდან პირველ სექტემბრამდე რუსთაველის გამზირის ნაწილი ჩაიკეტება | ||||||||||||
ავტოტრანსპორტი სპეციალური მარშრუტით იმოძრავებს. კერძოდ: ავლაბრიდან მომავალი ნაკადი, ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს, როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით; რუსთაველის მეტროდან ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეეძლება ყოფილი ფოსტის შენობამდე და შემდეგ რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით; ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლითაც მოხვდებიან რუსთაველის გამზირზე. 2 თვეა რუსთაველის გამზირზე აქცია #სირცხვილია მიმდინარეობს. ორგანიზატორების თქმით, გადამღებმა ჯგუფმა განუმარტა, რომ გადაღებები მხოლოდ დღის შუქზე მიმდინარეობს და აქციას ხელი არ შეეშლება. Fast and Furious-ის გადაღებები აქამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარეობდა. ფილმს პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში იღებენ. საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. განკარგულება 10 ივლისით თარიღდება.პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა, XM2 UK LIMITED-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა და გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდიც დარეგისტრირდა. მიმაგრება: სურათი 1
|
|