გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » სექტემბერი » 13 » ლელო, ანაკლია, 12 — მამუკა ხაზარაძის 3 სიმბოლო / lelo, anaklia, 12 — mamuka khazaradzis 3 simbolo
2:00 AM
ლელო, ანაკლია, 12 — მამუკა ხაზარაძის 3 სიმბოლო / lelo, anaklia, 12 — mamuka khazaradzis 3 simbolo






ანაკლია, ზღვა, ქვიშა, სასკოლო დაფა, ქართული მუსიკა და პოეზია — თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში მოსასვლელად ასეთი გარემო აარჩიეს, ყველა დეტალი სიმბოლოებით დატვირთეს და მოძრაობა ლელო დააფუძნეს. ამას გარდა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 12 ლიდერს ეძებს, 12 წარმატებულ ადამიანს.

სიმბოლიზმი ახალი მოძრაობის პრეზენტაციაში პოლიტიკოსებმაც დაინახეს. ქართული ოცნების თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ხაზარაძის წარდგენას "ბიბლიურ-მისტიურ-ლირიული წარმოდგენა უწოდა". თავად მოძრაობის ლიდერებმა კი პრეზენტაციის სიმბოლური დატვირთვა არ უარყვეს და მედიასთან ღიად ისაუბრეს.

.

ანაკლია

ხაზარაძე/ჯაფარიძის მოძრაობის პრეზენტაცია რომ ანაკლიაში გაიმართებოდა, არავის გაჰკვირვებია. ეს ის თემაა, რომლის კონტექსტშიც ხაზარაძე/ჯაფარიძეს ბოლო ერთი წელია ყველაზე ხშირად ახსენებენ. მამუკა ხაზარაძის თიბისი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიცაა თიბისი ბანკი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელია. კონსორციუმი ანაკლიაში უზარმაზარ პროექტს ახორციელებს — საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს.

ხაზარაძე/ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით მამუკა ხაზარაძე სწორედ, ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის მოქმედებად აფასებს. ის ირწმუნება, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პორტის აშენება არ სურს.

მისი პირველი კომენტარი ბრალის წარდგენის შემდეგ იყო: "მაინც ავაშენებთ".

ფულის გათეთრების საქმის გამო მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს, როგორც თიბისი ბანკი,ისე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მმართველი თანამდებობები. მათი თქმით, ჩამოცილდნენ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს, რათა მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმე პორტისთვის შემაფერხებელი არ ყოფილიყო.

მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში ყოფნის სიმბოლური დატვირთვა ღრმაწყლოვანი პორტის გარდა, ოკუპაციის თემითაც ახსნა:

"ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს ჩვენ ძმებს, ჩვენ აფხაზებს; ადგილას, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან; ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად ახალი შემობრუნების წერტილი, შემობრუნების მომენტი ქართულ სინამდვილეში, ჩვენს სახელმწიფოებრივ სინამდვილეში".

.

ლელო

იქამდე, სანამ მამუკა ხაზარაძე მოძრაობის სახელს ყვითელ დაფაზე დიდი ასოებით დაწერდა, გალაკტიონის ლექსი "მშობლიურო ჩემო მიწავ" ქართული მუსიკის ფონზე წაიკითხა. ამ ფორმით მან მოძრაობის სახელწოდება დააანონსა.

"ორ ზღვას შუა ძველისძველად

საომარი იყო ლელო —

ის გადარჩა და სახელად

ეწოდება საქართველო".

ლელოს შინაარსობრივად ბევრი დატვირთა აქვს და ნაწილობრივ, თიბისი ბანკის საქმიანობასაც უკავშირდება.

ლელო უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გატანას ნიშნავს. ეს სიტყვა სპორტში გამარჯვებასთან ასოცირდება;
რაგბიში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ლელოს დამიწებაა მოწინააღმდეგის კარს მიღმა. სწორედ, თიბისი ბანკია რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი და წლებია, ამ სპორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

.

12 — ეს არის რიცხვი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში ყველაზე ხშირად ახსენა: 12 საათი, 12 სექტემბერი, 12 ლიდერი, 12, 12...

პირველი სიმბოლური დატვირთა, რომელიც ხაზარაძემ ამ რიცხვს მოუძებნა ილია ჭავჭავაძეს უკავშირდება: "112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ".

მამუკა ხაზარაძის თქმით, რიცხვ 12-ს სხვა სიმბოლიზმიც აქვს, მაგალითად, საქართველოში 12 საუკუნეში ოქროს ხანა იყო და ევროკავშირის დროშაზე 12 ვარსკვლავია: "ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა ისიც თქვა, რომ 12-ის მერე ახალი წელი მოდის".

მოგვიანებით, TV პირველთან ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ 12 ლიდერი, თავისივე დაფუძნებულ სკოლას დაუკავშირა.

"17 წლის წინ ჩემს ბიზნესპარტნიორებთან ერთად დავაფუძნე ამერიკული აკადემია და ჩამოვიტანე მეთოდოლოგია, ჰარვარდელი პროფესორების მოგონილი მაგიდა, რომლის გარშემოც 12 მოსწავლე ზის. ამ სკოლამ 700 ბავშვი გამოუშვა და ამ 700-ვე ბავშვმა ისწავლა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. ჯამურად, 60 000 დოლარის სტიპენდია მოიპოვეს. ეს არის თაობა, რომელმაც ისწავლა ლისზე და გაუწია კონკურენცია მსოფლიოში სხვებს. ეს ინტერაქტიური სწავლების მეთოდოლოგიაა, როცა 12 ბავშვი თვალებში უყურებს ერთმანეთს და ერთი საათის განმავლობაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", — თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ბიზნესმენმა როგორც ანაკლიაში, ისე მედიასთან სამომავლო გეგმებზე ბევრი ისაუბრა, თუმცა გუნდი ჯერ არ წარუდგენია. გუნდის დაკომპლექტებისა და პოლიტიკური აქტივობის დაწყების შემდეგ კი მთავარი კითხვა იქნება, რა შანსები აქვს სიმბოლიზმით მოსულ პარტიას 2020 წელს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 64 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: LeLo, bidzina ivanishvili, misha saakashvili, მიხეილ სააკაშვილი, badri jafaridze, ლელო, tibisi banki, ანაკლიის პორტი, anakliis porti, ბიძინა ივანიშვილი, mamuka khazaradze, მიშა სააკაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, mamuka xazaradze, mikheil saakashvili, tbc bank, თიბისი ბანკი, anaklia, ანაკლია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...