ამ წყვილმა სკოლის ძველი ავტობუსი, ძვირადღირებულ სახლად აქცია / am tsckvilma skolis dzveli avtobusi, dzviradghirebul sakhlad aqcia
თუ ფიქრობთ, რომ ლამაზ და კომფორტულ სახლში საცხოვრებლად ბევრი ფულია საჭირო, ძალიან ცდებით, რადგან ამ ამერიკელმა წყვილმა მოახერხა და სკოლის ძველი ავტობუსი, საკუთარი ხელებით, ძვირადღირებულ სახლად აქცია.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ოცნების სახლის მოსაწყობად, წყვილმა ფლორიდის შტატში სკოლის მოძველებული ავტობუსი იყიდა — მოგზაურობის მოყვარული ნებისმიერი ოჯახი, ასეთი სახლით ხომ ყველგან შეძლებს დაუვიწყარი დღეები გაატაროს?
მათი თქმით სარემონტო სამუშაოებისას ყველაზე რთული ეტაპი ავტობუსის ინტერიერის სრული მორღვევა იყო.
შემდეგ კი ყველაზე სასიამოვნო პროცესი დაიწო. წყვილს ახალი სახლისთვის იატაკის, კედლებისა და ფანჯრების დიზაინი უნდა შეერჩია.
ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ მუდმივი ენერგიის მისაღებად და ფულის დაზოგვის მიზნით, სახლის სახურავზე მზის ენერგიის პანელები დაამაგრეს.
დრო გადიოდა, პროგრესი კი სულ უფრო თვალსაჩინო იყო: თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ამ პატარა და საყვარელ სახლში, თითოეული სანტიმეტრიც კი მაქსიმალურადაა გამოყენებული.
მაგალითად საწოლი და სარეცხის მანქანა ერთ სივრცეში, ძალიან ჰარმონიულადაა მოთავსებული, ულამაზესი სააბაზანო ოთახიც აქვეა.
"დიდი სიამოვნებით ვამზადებთ საჭმელს, რადგან ძალიან პრაქტიკული სამზარეულო გვაქვს, რომელიც ასევე არაჩვეულებრივად გამოიყურება", — აღნიშნავს წყვილი.
საინტერესოა, ვის არ მოუნდება ასეთ სახლში ცხოვრება?
ნუ, თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ადამიანების გარდა, საცხოვრებლად ასეთი სახლები შინაურ ცხოველებსაც ძალიან მოსწონთ.