9:47 PM კონსტანტინე კირვალიძე — შავი ლაქა 2 (18+) / პირველი 10 თავი | ||||||||||||
როდის? როდის უნდა მიხვდეთ თქვენ, ადამიანებო, რომ რაც დამთავრდა, ვერასდროს დაიწყებ თავიდან! ვერავის და ვერაფერს ჩაანაცვლებ… რომ სამყაროს სიყვარული კი არა, ძალადობა მართავს! რომ თქვენს ძარღვებში, სისხლი მანამდე წაიბილწა, ვიდრე თქვენ მოევლინებოდით ქვეყნად! როდის?! როდის უნდა მიხვდე შენ, ღმერთო, რომ სამყარო უკვე იმდენად დალპა, მისი შეცვლა კი არა, თავიდან შექმნაა საჭირო! -კარგი რა, არჩილ, გაჩუმდი რა ბოლოს და ბოლოს, შენ მართლა გაგიჟდი მგონი… - შეაწყვეტინა “სიტყვით გამოსვლა” გეგამ, მაღალ, გამხდარ, ჭაღარაშეპარულ წვერიან მამაკაცს, რომლის ჩაცმულობის მიხედვით, ადამიანი იფიქრებდა, რომ მართლაც გიჟი იყო. ეცვა ძველისძველი ფეხსაცმელი, შინდისფერი შარვალი და მწვანე კოსტუმი. დიახ, ეს კოსტუმი, მისი წარსული ინტელიგენტობის “დამადასტურებელი საბუთი” იყო და ამიტომ ვერ ელეოდა, ტანზეგაუხდელად ეცვა,მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილას გაჰხეოდა. მამაკაცს სახელად, არჩილი ერქვა,ასაკით ორმოცი წლისა იყო, არადა ორმოცდაათისას მაინც ჰგავდა. კბილებიც თითქმის აღარ ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მის გარეგნობაში იყო მაინც რაღაც ისეთი, რაც მნახველს, მისდამი პატივისცემის გრძნობით განმაწყობდა. ძალიან მალე დარწმუნდები მკითხველო, რომ არჩილზე ამდენი, ტყუილად არ გვისაუბრია. ის, ერთ-ერთი იყო “შეთქმულთა ოთხეულიდან”,რომელთაც სამყაროს შეცვლა გადაწყვტეს. არც მეტი, არც ნაკლები, დიახ, მთლიანი სამყაროს შეცვლა. არჩილმა საყვედურით შეხედა გეგას. იქვე მდგარ “ნარზე” ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. მანამდე კი, სანამ ჩვენ არჩილს გავიცნობდით და ის, გიჟი გვეგონებოდა, იყო სხვანაირი არჩილი. ალბათ, “ის” არჩილი ახსენდებოდა ახლა და ამიტომ ჰქონდა, ფიქრიანი სახე. ან შეიძლება, სულაც სხვა რამეზე ფიქრობდა, არ ვიცით. გეგა საწოლიდან წამოდგა, ციხის ფანჯარას, “რეშკას” მიუახლოვდა და გისოსებისაგან დაქსელილ ცის ნაგლეჯს ახედა. გეგა ოცდაათი წლის ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი იყო. დიახ, ჯერ კიდევ ბიჭი ეთქმოდა, ასაკითაც და შესახედავადაც. ფერმკრთალ სახეზე თხელი, ოდნავ ჟღალი წვერი, უხდებოდა. შავი თმა და უფრო მეტად შავი ფერის თვალები ჰქონდა. გამოხედვა აზრიანი. მის თვალებში, ისეთი ახალგაზრდული ცეცხლი ენთო, ხუთი წელი ციხეში “ჯდომამაც” რომ ვერ ჩააქრო. “ლევისის” ფირმის ლურჯი, გახეხილი ჯინსი ეცვა, თეთრი მაისური და ასევე თეთრი, “კედები”. -მართალს ამბობ, არჩილ, მართალს! - ვერავის ჩაანაცვლებ და ვერაფერს… რაც დამთავრდა, მართლაც ვეღარ დაიწყებ თავიდან, მაგრამ ახლის შექმნა ხომ შეგვიძლია?! იმაშიც გეთანხმები, რომ სამყარო ისე დალპა, მისი შეცვლა კი არა, საერთოდ თავიდან შექმნაა საჭირო, მაგრამ ჩვენ ღმერთები არ ვართ, მხოლოდ ადამიანები ვართ. და როგორ შევძლოთ ეს? როგორ უნდა შევცვალოთ სამყარო, როცა საკუთარი თავის შეცვლაც კი, არ შეგვეძლია, რომც მოვინდომოთ. - საკუთარი თავის შეცვლა რომ არ შეგვიძლია, ამიტომაც უნდა შევცვალოთ სამყარო! - უპასუხა არჩილმა გეგას და სიგარეტი მიასრისა საფერფლეს. - ეს ხომ ეგოიზმია, არჩილ, შეცვალო სამყარო იმიტომ, რომ შენ ვერ იცვლები? იქნებ, შენ შეიცვალო და მოერგო მას, სჯობდეს? ამ სიტყვების გაგონებაზე არჩილი ფეხზე წამოხტა, თავისი მწვანე კოსტუმი გაისწორა და შეეპასუხა: - მოვერგო?! - თითქოს შეურაცხყოფა მიაყენესო, ამ სიტყვებით, ისეთი სახე ჰქონდა. - მე, ორმოცი წელი მქონდა, ამისათვის, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო!... კარგი, მოვერგო და მერე რისთვის? რომ მყავდეს ცოლი, სხვებივით, რომელსაც უსიყვარულოდ მოვიყვან, რადგან ვინც მე მყვარებია, იმათ, ყოველთვის სხვა უყვარდათ? მერე, დილიდან-საღამომდე, ვიჯდე “სამსახურში”, სადაც იმდენს გადამიხდიან მხოლოდ, რომ მშიერი არ მოვკვდე, მეყოლება ღიპიანი უფროსი, (ან, ახალგაზრდა და ლამაზი გოგონა იყოს, თუნდაც), რომელიც მეჩხუბება დილით, სულერთია რა მიზეზით, სინამდვილეში კი, იმიტომ, რომ სექსი უნდა, არ აქვს და ამის გამო, ცუდ ხასიათზეა. ვაკეთო “სამსახურში” საქმე, რომელიც უნებურად, ბოროტებას შეუწყობს ხელს?! ისეთი სამსახურებიც არსებობს, კი, სადაც სიკეთეს აკეთებენ, ვითომ, ან ცდილობენ აკეთონ, მაგრამ ასეთი ცოტაა, რატომღაც. მაგალითად, ეკლესიაა ერთ-ერთი, უფრო სწორად, უნდა იყოს ეკლესია ადგილი, სადაც მხოლოდ სიკეთეს ემსახურებიან, მაგრამ როცა ვხედავ, მაძღარსახიანი მღვდელმსახური, როგორ გადმოდის ძვირფასი ავტომობილიდან, და როგორ ლოცავს მშიერ მრევლს, რომელმაც უკანასკნელი ოცი თეთრით, სანთელი იყიდა, იქნებ ღმერთი მაინც შემეწიოსო, ამ დროს ვფიქრობ, არც ეკლესიაა ის ადგილი, სადაც მხოლოდ სიკეთეა! ასე რომ არ იყოს, მაძღარ მღვდელს, ამდენი მშიერი მრევლი არ ეყოლებოდა. ამქვეყნად არსებული თითქმის ყველა სამსახური, ბოროტებას ემსახურება, თავისდაუნებურად, ზოგჯერ, რადგან კაცობრიობას, ჯერ არ შეუქმნია მმართველობის ისეთი მოდელი, სადაც არავინ იჩაგრება. სოციალიზმი, ლიბერალიზმი და კიდევ ბევრი იდეოლოგია იყო მცდელობა, ადამიანთა შორის თანასწორობისა, თავისუფლებისა, მაგრამ ადამიანის ხელმა ამ კეთილი იდეებისგანაც კი, უდიდესი ბოროტება გამოიყვანა. მეტიც, ადამიანი თვით რელიგიებშიც კი, რომლებიც მხოლოდ კაცთა შორის სიყვარულს და სათნოებას ქადაგებენ, ძალადობას პოულობს. ამიტომაც არის, ამდენი ომი და უბედურება, ქვეყნად! ამიტომ, უნდა განადგურდეს მთლიანად, აქამდე არსებული სახელმწიფო მოწყობის ყველა მოდელი და ახალი სამყარო, შეიქმნას! სამყარო, სადაც მმართველი სისტემა იქნება, სიკეთეზე, სიყვარულზე დამყარებული და არა ძალადობაზე, როგორც ახლაა! არჩილს ალბათ, უკვე ტრიბუნაზე წარმოედგინა საკუთარი თავი, სადაც მილიონობით მსმენელი ეყოლებოდა, თითქოს და სიტყვის დამთავრებისთანავე, ტაშს დაუკრავდა. მაგრამ მისდა სამწუხაროდ, მსმენელები ამჯერად მხოლოდ გეგა და საკანში მყოფი კიდევ ორი კაცი, იყვნენ, რომლებიც ახლა ვახსენეთ პირველად და ტაშის ნაცვლად, რატომღაც ომახიანი ხვრინვის ხმა ისმოდა. ამ ორი კაციდან ერთ-ერთი, რომელსაც ეძინა და როგორც ჩანს, არჩილის ემოციურმა გამოსვლამ გააღვიძა, საწოლზე წამოჯდა და საყვედურით მიმართა მას: - კარგი რა, არჩილ, კარგი რა, ძილი მაინც გვაცადე! ღმერთო, რა დავაშავეთ ამის ფასი… კოტე წამოდგა და “კოკა-კოლას” ბოთლი, რომელშიც წყალი ესხა, მოიყუდა. დალია და, ისევ არჩილს მიუბრუნდა: - -რა ქენი, ბოლო-ბოლო, მოიფიქრე სამყაროს ისეთი მოდელი, სადაც მმართველი ძალა, სიყვარული და სიკეთე იქნება? - ეს ბოლო სიტყვები კოტემ, გამოჯავრებით, არჩილის ხმაზე მიბაძვით წარმოთქვა. -ეგ მე, დიდი ხანია მოფიქრებული მაქვს! - უპასუხა არჩილმა ცოტა გაბრაზებული ტონით. -გაგვანათლე ჩვენც, ოღონდ ჯერ მაცადე, გამოვფხიზლდე. - კოტემ ელექტრო ჩაიდანი ჩართო და ჭიქაში ყავა ჩაყარა. - უნდა კიდევ ვინმეს, ყავა? - უფრო ზრდილობის და თავაზიანობის გამო იკითხა. კოტეც ერთ-ერთი იყო, იმ “შეთქმულთა ოთხეულიდან, რომლებმაც სამყაროს შეცვლა განიზრახეს, როგორც უკვე ვთქვით და გადაწყვიტეს, ეს საკუთარი ქვეყნიდან დაეწყოთ. ალბათ, უკვე გიჟები გგონია მკითხველო, ეს ხალხი ხომ? და რა გასაკვირია, გეგონოს, როცა ჰგვანან კიდეც გიჟებს, მაგრამ დიაგნოზის დასმამდე, აჯობებს ბოლომდე მოვუსმინოთ და გავიგოთ, რას აპირებენ და, როგორ. თავი მეორე მართალია, ვირტუალურად, ანუ სოციალური ქსელით გაცნობიდან, დღენახევრის მერე შევხვდი, ის არ იყო, იოლად მოსაპოვებელი გოგო. მან იცოდა, მამაკაცის ყველა სუსტი წერტილი, იმიტომ რომ, ქალი იყო. ნამდვილი ქალი, ოცი წლის გოგო, რომელიც თითქოს, მხოლოდ იმიტომ მოევლინა ქვეყანას, რომ ჰყვარებოდათ. მისი, მხოლოდ ფოტოები მქონდა ნანახი, მაგრამ უკვე სიგიჟემდე მინდოდა... დღენახევარი გვქონდა მიმოწერა, არ დამიძინია ეს დრო. ამ დღენახევარში, მოვასწარით რამდენიმე ჩხუბი და შერიგება. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით, ათი წლით უფროსი ვიყავი, ურთიერთობას, ჯერ-ჯერობით მაინც ის წარმართავდა. ეს სიგიჟე იყო, მითუმეტეს მე, პატარა ბიჭი აღარ მეთქმოდა და გოგონებთანაც, ერთგვარი პოპულარობით ვსარგებლობდი,მან შეძლო და საუბრის დაწყებიდან ერთ საათში, ყველა ადამიანი დამავიწყა, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. არც საჭმელი გვიჭამია ეს დღენახევარი, სანამ შევხვდებოდით, არც სასმელი დაგვილევია, არც გვიძინია, მხოლოდ ვსაუბრობდით, თუ კი შეიძლება, რომ ამ საუბარს უწოდო, მხოლოდ. ბოლოს, როცა მივხვდით, რომ ორივეს ძალიან გვინდოდა ერთმანეთის ნახვა, შევხვდით კიდეც. არა, მე, მანამდეც მინდოდა მისი ნახვა, ალბათ პირველივე წუთიდან, მაგრამ დღენახევარი დამჭირდა მის დასათანხმებლად. ის ხომ ქალი იყო… შევხვდით ყველაზე ხელსაყრელ სიტუაციაში, თითქოს ბედისწერაც ხელს გვიწყობდა. რამდენიმე დღით, სახლში მარტო იყო და მე შევძელი, პირდაპირ მასთან ავსულიყავით. უფრო სწორად, ჩვენ შევძელით, მასთან ავსულიყავით, სახლში. შავი, ხვეული თმა ჰქონდა გვანცას და უფრო შავი, შუაღამისფერი თვალები. თვითონაც შავგვრემანი იყო… წითელი, ვნებიანი ტუჩები და მკვრივი, გემრიელი კანი. ეს, მანამდეც ვიგრძენი, ვიდრე შევეხებოდი. უცხო სურნელი ასდიოდა, მადისაღმძვრელი, ეს არ იყო მხოლოდ სუნამოს სუნი, ეს ქალის სურნელი იყო, ლამაზი ქალის თავისებური სურნელი. მე ვიცოდი, რომ სიყვარულის “წამქეზებელი” ღვინოა, მაგრამ მან, მხოლოდ ლუდი დალია, ისიც ცოტა… მეც დავლიე… ცოტა ხანში გვერდი-გვერდ ვიჯექით, მჭიდროდ. რაღაც ფილმს ვუყურებდით, არ მახსოვს, რომელს, კომედია იყო ისე. ჩვენი თეძოები და მუხლები, ერთმანეთს ეხებოდა, ბუნების აუხსნელი მიზიდულობის ძალით. ვიგრძენი უცებ, როგორ გაუთბა მუხლი და აუჩქარდა სისხლი. მოხერხებულად დავაგდე სანთებელა მის ფეხებთან, თუ დამივარდა, აღებისას უფრო მეტად შევეხეთ, ერთმანეთს. ყველა შეხებისას, მთელ ჩემს შინაგან ძალას ვაქსოვდი, თითქოს, და ისიც გრძნობდა ამას. არ იყო უსინდისობა ეს ჩემგან, აღარც ის იყო ბავშვი. როცა ვიგრძენი, ჩვენმა სხეულებმა ჯდომისას, ჰარმონიას მიაღწია, ზუსტად მაშინ წამოდგა. არადა, მსიამოვნებდა მასთან ერთად, ძველ დივანზე ჯდომა და ფილმის ყურება, თუმცა არც მახსოვს რა ფილმი იყო, ანდაც რა აზრი აქვს. იმაზე დიდი და ძლიერი ფილმი, მაინც არ არსებობს, ვიდრე ცხოვრებაა. წამოდგა და, მომბეზრდა ჯდომა, მუსიკა ჩავრთოთ და ცოტა ვიცეკვოთო, მითხრა და პასუხს არ დალოდებია, ისე დაიწყო ცეკვა. თავისთვის, ვნებიანად… მეც ავდექი, რა გამაჩერებდა დამჯდარს, ცოტა ვიცეკვეთ, ცეკვის დროს მე ვცდილობდი შევხებოდი, ის კი მოხერხებულად მისხლტებოდა ხელიდან და ეს უფრო მაგიჟებდა. ცეკვაც შეწყვიტა მალე და თავის საძინებელში გავიდა. გავყევი... მითხრა დავხმარებოდი, ჩემთვის ლოგინი რომ სხვა ოთახში გაეშალა. არადა, რა დამაძინებდა? არ ვიცი, რა დამემართა, რატომ “დავეტაკე” უცებ და ჩავეხუტე, თუმცა ამაზე, მისი დანახვის წამიდან, ვოცნებობდი. ვეცი უცებ და ჩვენს შორის თითქოს დაიწყო, სქესთა ომი, უფრო სწორად, გაგრძელდა. ის ცდილობდა მოვეშორებინე, მე კი, დაუნდობლად ვკოცნიდი ტუჩებში, ყელზე, მკერდზე… სუნთქვა მალე კვნესაში გადაეზარდა. ის მაიძულებდა, მამაკაცური ძალით დამემორჩილებინა და მეც, ვიხანგრძლივებდი სიამოვნებას. არ იყო ეს ძალადობა, ეს უბრალოდ ვნება იყო, თუმცა რაღა უბრალოდ - ძლიერი ვნება. სანამ მოვახერხებდი, ტანზე გამეხადა, მანამდე ვიგრძენი, რომ დამნებდა. ის, ჯერ კიდევ მაშინ დამნებდა, როცა ყველაფერი მომიყვა თავის შესახებ და სხეულამდე, საკუთარი სული გააშიშვლა ჩემს წინ. ვინ თქვა, რომ სხეული მნიშვნელოვანია სულზე? Მე, პირველივე წუთიდან ვხედავდი, მის შიშველ სულს და ახლა, სხეულიღა იყო დარჩენილი, რომ მენახა. მისი ლამაზი სხეული… ამ ყალბი წინააღმდეგობით, რაც თავიდან გასწია, ისიც უბრალოდ იხანგრძლივებდა, ბოლომდე დანებების სიამოვნებას. პირველი გიჟური ცეცხლი, მალევე ჩაქრა. ძლიერი სურვილისგან, სწრაფად გავათავე და ძალიან შემრცხვა - მეშვიდე კლასელი ბიჭი ხომ აღარ ვიყავი, ასე მალე მოვრჩენილიყავი. იწვა და, მიყურებდა ოდნავ მორცხვად, მაგრამ ეს სიმორცხვეც, მაცდური იყო. მე, სხეულის ყველა ნაწილი დავუკოცნე და ისევ დავეუფლე. ვგრძნობდი, მთელი არსებით, კანისა და სხეულის ყველა უჯრედით, მეძლეოდა, ადრე არავისთან მიგრძვნია, ეს. ღამე, მეტისმეტად მოკლე იყო, ჩვენი სურვილების საბოლოოდ დასაკმაყოფილებლად და მალე გათენდა. სახლის კედლები, თხელი იყო და ალბათ მეზობლებს, მთელი ღამე ესმოდათ, ჩემი აჩქარებული სუნთქვა და მისი კვნესა. თუმცა ჩვენ, ამაზე მაღლა ვიდექით. ჩვენ შევძელით, ყველა ჭორიკანა მეზობლის აზრზე, მაღლა დავმდგარიყავით და საკუთარი თავისუფლებით, ვტკბებოდით. რამდენიმე ძლიერი ექსტაზის შემდეგ შევისვენეთ. ის ძილშიც მეხუტებოდა, ძილშიც მგრძნობდა. მე ვერ შევძელი დაძინება, მიუხედავად იმისა, რომ ორი ღამის უძილო ვიყავი. სანამ ჩაეძინებოდა, მანამდე რამდენჯერმე ავდექით, წყალი გადავივლეთ იმ მიზნით, რომ მერე დაგვეძინა, მაგრამ სურვილი ჯერ არ იყო ბოლომდე ჩამქრალი და ვერ ვახერხებდით. ბოლოს, როცა ჩაეძინა, ავდექი. ძალიან მინდოდა სიგარეტი. პირველად მოხდა, რომ სექსის მერე სიგარეტი ვერ მოვწიე, არ გამხსენებია. ამ გოგომ სიგარეტიც დამავიწყა. მოვუკიდე და სანამ ბოლომდე მოვწევდი, ძილშიც იგრძნო, რომ ლოგინში აღარ ვიყავი. შეშინებული ადგა. დავამშვიდე და მწვავე შიმშილი ვიგრძენი. უკვე დილა იყო და ვისაუზმეთ. ის მაცდურად ჭამდა, მეთამაშებოდა. თავი მოვაჩვენე, რომ ისევ მინდოდა მასთან, თუმცა იმ წუთას ჭამა ყველაფერს მერჩივნა. ჭამის შემდეგ ისევ მოახერხა ჩემი ცდუნება. ამჯერად ის იყო დამპყრობელი და მე მხოლოდ სიამოვნებას ვიღებდი… ორი დღე-ღამე გავატარეთ ასე. მოჯადოებულებივით ვიყავით. აღარც გვახსოვდა ჩვენი საქმეები, მაგრამ „მათ“ თავი შეგვახსენეს. შეუძლებელი იყო მუდამ ასე ყოფნა, თორემ სიამოვნებით დავტოვებდი, მთელ დამპალ სამყაროს, წავიდოდი რომელიმე დაუსახლებელ კუნძულზე, მასთან ერთად… ჩვენ დავთესდით პურს, ვენახს, თამბაქოს და კანაფს და სხვა, არც არაფერი დაგვჭირდებოდა. ჩვენი შვილები, იცხოვრებდნენ ამ ბინძური სამყაროსგან შორს და ერთმანეთის სიყვარულში გაიზრდებოდნენ, რადგან გასაყოფიც, არაფერი ექნებოდათ. მათი შვილები, ვერ ნახავდნენ ამდენ ზიზღს, ბოროტებას, სიძულვილს. თავისუფლება მისცემდა მათ, ბედნიერებას და ყველაფერს, რასაც ბუნება მათთვის „გაიმეტებდა“, თანაბრად გაიყოფდნენ. მათ, ვერავინ მოახვევდა თავზე ათასნაირ სულელურ კანონს, გამოგონილ ღმერთს! ისინი მხოლოდ ერთ, ბუნების კანონს და მხოლოდ ერთ, სიყვარულის ღმერთს, დაემორჩილებოდნენ! შემდეგ ჩვენ მოვკვდებოდით, მაგრამ კუნძული დარჩებოდა. კუნძული, სადაც ყველა ბედნიერად იცხოვრებდა. ყველას შეგვიძლია გვქონდეს ასეთი კუნძული, უბრალოდ ერთი ცხოვრება არ გვყოფნის ხოლმე ამის მისახვედრად და მეორე ან გვაქვს, ან არა… თავი მესამე -რას წერდი გეგა ამდენს? - შეეკითხა კოტე გეგას, რომელიც იმ წუთას მორჩა წერას და რვეული დახურა. -არაფერს, ისე, ჩემს გოგოზე ვწერდი რაღაცას… -ვისზე წერდი? -ჩემს შეყვარებულზე - რატომღაც გაღიზიანება დაეტყო ხმაში გეგას. - ხო, შეყვარებულზე, კაცი ოცდაათი წლის ხდები, სახელმწიფო, არა უფრო მეტიც, მსოფლიო გადატრიალების მოწყობას აპირებ და გოგოს, რომელიც, ამდენი ხანია გიყვარს, შეყვარებულს უწოდებ, იმიტომ რომ მისი ცოლად მოყვანა, ვერ მოგიხერხებია. მიზეზი კარგი გაქვს, მთელი ცხოვრება ციხეში ვარ და ცოლად, როდისღა მომეყვანაო? მერედა რატომ ხარ ციხეში?!-რას მეუბნები არჩილ?! იქნება და არც მინდოდა, „ცოლად მომეყვანა“ და ამ სიტყვა „ცოლით“ გამეუბრალოებინა ჩვენი ურთიერთობა?! კარგი, ცოლს არაფერს ვერჩი და ყველაზე ლამაზი დაგვირგვინება ურთიერთობისა სწორედ ოჯახია, მაგრამ ყველაზე ლამაზი ურთიერთობა არაა ოჯახი. ყველაზე ლამაზი ურთიერთობა მაინც სიყვარულია. მოკლედ, მე არ მყოლია ოჯახი, „ცოლი“, მაგრამ მქონია და მაქვს, სიყვარული. მექნება კიდეც, მუდამ, სადაც არ უნდა ვიყო... და შენ? შენ ჩემზე რა გაქვს სათქმელი? კაცი, ორმოცი წლის ხდები, გიჟი არ ხარ და მაინც ყველა გიჟს გეძახის! ერთი შვილიც არ გყავს, აღარც მშობლები, აღარც ცოლი, საკუთარი კატაც კი აღარ დაგრჩა. ზიხარ, ამ დამპალ ადგილზე და საკუთარ ლეშად ქცეულ სხეულს, დასტირიხარ!... სანამ ქვას ესვრი კაცს, მანამდე უნდა გქონდეს, ის ქვა და, მერე ისიც უნდა იფიქრო კაცმა, საერთოდ რატომ ესვრი და იქნებ, სროლაც გადაიფიქრო მანამ, ამდენს თუ დაფიქრდები… -არჩილ, გეგა, რა იყოთ, რა გაჩხუბებთ ხალხო, დამშვიდდით! - ისმის ხმა. -არადა, რა მაგარ სიზმარს ვხედავდი. - გაიღვიძა „შეთქმულთა ოთხეულის“ მეოთხე წევრმა, - ქუთაისელმა დათომ, (მეტსახელად „დათოია“). -„დათოია“-ყოფილი „კანონიერი ქურდი“, ორმოცდახუთი წლის, ნასამართლევი არაერთგზის. ამჟამად მისჯილი აქვს თერთმეტი წელი. სასჯელს იხდის ნარკოტიკის მოხმარებისთვის. მან, წინა პატიმრობის შემდეგ, სცადა დაევიწყებინა თავისი წარსული, მონასტერშიც წავიდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, დაუბრუნდა საერო ცხოვრებას, ბერობა და ასკეტიზმი ადრე აღმოჩნდა მისთვის, როგორც თავად ამბობდა- „ცხოვრება არ ეყო“. „დათოია“ ერთ-ერთი იყო იმ ოთხთაგან, რომელთაც არსებული სამყარო, არ მოსწონდათ და მისი შეცვლა სურდათ. -მაპატიე, არჩილ, მაპატიე, მე თვითონაც არ ვიცი რა დამემართა. ხომ არ გეწყინა? -არა, გეგა, არაუშავს, რა სალაპარაკოა, მეც ზედმეტი მომივიდა. არ მინდოდა შენი გაბრაზება. -ჩვენ, ხალხს, უკეთეს ცხოვრებას უნდა დავპირდეთ და თუ ერთმანეთს ასე მოვექცევით, სხვები როგორღა უნდა ვაცხოვროთ, უკეთესად? -არავინ არ უნდა ვაცხოვროთ, ეს თვითონ უნდა იცხოვრონ უკეთესად, ჩვენ უბრალოდ ავუხსნით ყველას, როგორი სამყარო იქნებოდა უკეთესი… არჩილმა სათვალე გაიკეთა და თავისი დიდი რვეული გადმოიღო. ამ რვეულში ეწერა ყველაფერი, იმ “მომავლის სამყაროს” შესახებ, რომელშიც ჩვენი გმირები აპირებენ ცხოვრებას. -აუ, აგი დეიწყებს ახლა „სიმონ“ და საღამომდე ილაპარაკებს. - იხუმრა „დათოიამ“ დაძაბულობის განსამუხტად. ყველას გაეცინა, არჩილის გარდა. -ხო, იცინეთ, იცინეთ და ხომ ხედავთ, ამ სიცილ-სიცილში მთელი ცხოვრება ციხეში გაგვატარებინეს და რის გულისთვის? თან, მარტო ჩვენ ხომ არ ვართ? დღე-ღამეში ათიათასობით ბავშვი იღუპება შიმშილით, იმიტომ რომ რამდენიმე სიბერისგან მიხრწნილ ბებერს შემოსავალი წუთში 6-7 მილიონი ჰქონდეს. ათასობით ადამიანს ასამართლებენ და ციხეში ალპობენ ახლა, ამ წუთას, იმიტომ რომ მოსამართლეებს, პროკურორებს და სხვა მსგავს ათასობით მუქთახორას საქმე და შესაფერისი ხელფასი ჰქონდეს! ასობით უაზრო და ადამიანების ცხოვრების გაუარესებისკენ მიმართულ კანონებს იღებენ ყოველდღე კანონმდებლები, მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი „მოვალეობა“ შეასრულონ“. ამ კანონთა მიზანი მხოლოდ ისაა, რომ მორჩილებაში და ჩაგვრაში ჰყავდეთ ადამიანები, ასე სჭირდება „მსოფლიო წესრიგს!“ -მერედა ვის სჭირდება ეს „მსოფლიო წესრიგი?“ ისევ იმ რამდენიმე მიხრწნილ ბერიკაცს, რომელსაც ზოგი მასონებს უწოდებს, ზოგი ებრაელებს, ზოგს დიდი სახელმწიფოს მმართველები ჰგონია სათავეში და სინამდვილეში, არავინ იცის, როგორ მოვედით აქამდე, რომ რამდენიმე კაცს შეუძლია მილიონობით ადამიანი დაჩაგროს, ან გაანადგუროს! ორი ათასზე მეტი წელი დაგვჭირდა, რომ შეგვექმნა არსებული სახელმწიფოთა მმართველობის სისტემა, სადაც როგორც არასდროს, ან როგორც ყოველთვის, ისევ იჩაგრებიან ადამიანები! კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია მმართველობის ისეთი მოდელი, სადაც არავინ იჩაგრება და ადამიანთა თანასწორობა და სიკეთეა მმართველი ძალა. ეს ინტელექტუალური ძუკნები და ონანისტები კი, დგანან და ქათმებზე და კვერცხებზე სვამენ უაზრო კითხვებს, თუ რომელი უფრო მალე გაჩნდა?! მანამდე, იმის გარკვევით იყვნენ დაკავებული, რამდენი ანგელოსი დაეტევა ნემსის წვერზე? მიმიფურთხებია მათი ყველა მიღწევისთვის, ნიცშესთვის და ფროიდისთვის, პლატონისთვის თუ არისტოტელესთვის, რადგან მთავარი, რაც მთავარი იყო, ის არ უთქვამთ! უკეთეს სამყაროზე იდეები, „უტოპიებად“ იქცევა ხოლმე რატომღაც. ხოლო მას, ვინც მიხვდება რომ ჩაგრულია და მისი ჩაგვრის ხარჯზე, სხვები ცხოვრობენ უკეთ, მას ან გიჟად შერაცხავენ, ან მოკლავენ, ან მუდმივად ციხეში ეყოლებათ, როგორც ჩვენ! გააჩნია დროს და მის თანმდევ პერიპეტიებს, მოვლენებს, მაგრამ ძირითადი, იერარქია და ერთეულების ბატონობა მილიონებზე, უცვლელი რჩება და ეს ხან მეფის, ხან პრეზიდენტის, ხან რომის პაპის, ხან ღმერთის სახელით ხდება! ადამიანებს, დედამიწა არ ეყოთ და ზეცა, ღმერთი და ეშმაკიც გარიეს, თავიანთ ბინძურ საქმეში. რომ უსმინო. რაც ცუდი ხდება ეშმაკია დამნაშავე და რაც კარგი, სხვადასხვა ღმერთი, ამ უღმერთო დედამიწაზე და ჩვენ ვართ ისე, როგორც ვიყავით ორიათასი წლის წინ, მხოლოდ ტექნიკური პროგრესით და სულიერი რეგრესით, უკანსვლით. იმ უკანაც, რაც დაწერილა და უთქვამთ, მართლა სასარგებლო, ან არასწორად მოვიდა ჩვენამდე, ან საერთოდ დაგვიმალეს ისე, როგორც ბუნებისგან ბოძებული სხვა ყველა რესურსი და ფასეულობა აქვთ დამალული დღემდე, ერთეულებს. ყველა ჩუმად იყო ამ დროს, მხოლოდ არჩილი აგრძელებდა მონოლოგს: -აი, თუნდაც ჩვენი ქვეყანა ავიღოთ, საქართველო, დღეს. ვინ ვართ ჩვენ, ქართველები? უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ხალხი? თუ ხალხი, ვისაც ვერასდროს გაურჩევია ცუდი და კარგი ერთმანეთისაგან და მტრობა, ღალატი და გაუტანლობა, სისხლში აქვს?! სამმილიონიანი ქვეყანა, სადაც აბორტის უფლება, დედის უფლებაა მხოლოდ და მარიხუანის, ამ ბუნებისგან ბოძებული მცენარის მოწევა ათ, ოც წლამდე ციხით ისჯება დღემდე? ქვეყანა, სადაც ყველას ხალიჩებით ვხვდებით და ჩვენ ყველგან პანჩურით გხვდებიან! ხალხი, სადაც იმდენი მილიონერია, მათი ფული, სწორად წარმართვის შემთხვევაში ყველას ეყოფოდა. ფულს თავი დავანებოთ, (თუმცა თავად არ გვანებებს თავს), მიწა, სადაც ყველაფერია, ბუნებისგან მომადლებული, იმდენი, რომ ყველას ეყოფოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე შიმშილით იხოცებიან ბავშვები. ტყუილია, თითქოს ჩვენი სიზარმაცის ბრალი იყოს ეს, თუმცა სხვა ყველა რესურსთან ერთად, ცოდნაც რომ დაგვიმალეს, ეს კი აშკარაა! ესეც იმ რამდენიმე ბებრის, დიდი ქვეყნების, ან ჩვენი ქვეყნის მეთაურების და იმ დამპალი სისტემის მუშაობის ბრალია, რომელსაც სინამდვილეში შეიძლება არც არავინ მართავს, უბრალოდ შეიქმნა და ახლა თავად განაგრძობს არსებობას. შეიძლება სისტემა, რომელიც მართავს დღეს მსოფლიოს, ფრანკენშტეინივითაა, რომელიც შექმნა მეცნიერმა და შემდეგ, თავად მეცნიერი გახდა მსხვერპლი, თავის შექმნილი მონსტრისა.... ყველა ჩუმად იყო… არჩილმა “შეთქმულებს” გადახედა და გაჩუმდა. “დათოიამ” არჩილს უყურა ცოტა ხანი და “ვინც შენ გიჟად გთვლის, იმის სულელი დედაცო”, ღიმილით ჩაილაპარაკა. მერე წამოდგა, წყალი დაისხა და დაამატა - ამდენ ლაპარაკს ისე, გეთქვა პირდაპირ, რომ ფული მართავს სამყაროს, ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა, ფული, ეს წყეული, სისხლით ამოთხვრილი ფული, მხოლოდ… -რატომ არ ჰყავთ, პარლამენტში, ან ხელისუფლების სათავეებში, შენნაირი ხალხი, არჩილ?! - გულწრფელი სინანულით იკითხა გეგამ და სიგარეტს დაუწყო ძებნა. - მაშინ ხომ, ადამიანებს, ცოტათი მაინც შეუმსუბუქდებოდათ ტანჯვა?! -ზუსტად იმიტომ არ ჰყავთ, იქ, “ზემოთ”, “ჩემნაირი” ხალხი, არასდროს, რომ ადამიანებს, არ შეუმსუბუქდეთ ტანჯვა. “ჩემნაირი” ხომ, არასდროს შეასრულებს იმათ დავალებას, ვისაც უმცირესობის კეთილდღეობა უნდა, უმრავლესობის ჩაგვრის ხარჯზე! - არჩილმა რვეული ისევ გადაშალა და იქ, რაღაცას დაუწყო ანგარიში. -შევძლებთ კი, ისეთი მონსტრის დამარცხებას, რომელსაც მილიონობით ადამიანი ჰყავს მორჩილებაში და მონობაში, და ეს, საუკუნეებია გრძელდება? - იკითხა კოტემ, რომელიც ამდენი ხანი ჩუმად იყო და ყურადღებით უსმენდა არჩილს. - ან თუ შევძლებთ, ის, რასაც ჩვენ შევთავაზებთ ადამიანებს, უკეთესი იქნება ვითომ, დღევანდელზე? ჩვენი ხვალინდელი დღე, აჯობებს ამათ დღევანდელს? იქნებ, სცადა ადამიანმა ჩვენამდე, ყველაფერი ის, რასაც ვაპირებთ ახლა? იქნებ, წარსულში მომხდარი რევოლუციები, მცდელობა იყო, იმ უკეთესი მომავლის შექმნისა, რასაც ჩვენ ვაპირებთ, დღეს? იქნებ იმ რევოლუციების მომწყობებსაც, რომელთაც საფრანგეთში “ბასტილიის” ციხე დაანგრიეს და “მარსელიოზა” იმღერეს, სჯეროდათ, რომ უკეთეს ცხოვრებას შესთავაზებდნენ ხალხს, მაგრამ სათავეში მოსვლის შემდეგ, იქნებ უარესი გააკეთეს, ვიდრე თავიანთმა წინამორბედებმა? ან, ვერაფრით გახდნენ, უკეთესები? იქნებ და, ძალაუფლება ის დრაკონია, რომლის დამარცხების შემდეგ, შენ თავად უნდა იქცე დრაკონად და საწყალმა, მომლოდინე ხალხმა, ჩვენს დანახვაზე, თქვას: “ისევ დრაკონმა გაიმარჯვა”, როგორც ეს ერთ, ჩინურ იგავშია? იმიტომ რომ, ძალაუფლება, ჩვენც გადაგვაქცევს დრაკონებად?! - კოტემ, რომელიც ამდენი ხანი ჩუმად იყო, დუმილი დაარღვია დასვა კითხვები, რაზედაც სხვებსაც ბევრი უფიქრიათ, ალბათ. - არის რაღაც ლოგიკა შენს სიტყვებში, კოტე, - დაიწყო გეგამ.- კი, ბევრ შემთხვევაში იქნებ ასეც მოხდა, როგორც შენ ამბობ, ასე რომ არ იყოს, მაშინ აქამდე ვერ მოვიდოდით და სამყაროც ვერ იქნებოდა ასეთი, როგორიც ახლაა. მაგრამ შემომხედე აბა, ვგავარ ადამიანს, რომელიც შეიძლება, მონსტრად გადაიქცეს, მალე? - ღიმილით იკითხა გეგამ და განაგრძო - ან აგერ, არჩილს შევხედოთ, ჰგავს ვითომ, იმ ადამიანს, რომელიც დრაკონად უნდა გადაიქცეს? ცხოვრებაში, ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი და მონსტრად როგორ გადაიქცევა? -კითხვა შეუბრუნა გეგამ და ისევ გაიღიმა. მიხვდა თვითონაც, დიდი ვერაფერი არგუმენტი რომ ვერ დაასახელა, პასუხად. ტკივილიანი ღიმილი ჰქონდა გეგას, მაგრამ მომხიბვლელი. -მანამდე იქნებ, არც ისინი ჰგავდნენ მონსტრებს, ვინც უკვე მონსტრია?! -საჭმელი, ბიჭებო!- “კარმუშკა” ჩამოაღო “ბალანდიორმა” და მიწაზე, უფრო სწორად, ციხეში დააბრუნა “შეთქმულები”. - რა გვაქვს დღეს, საჭმელად?- იკითხა “დათოიამ”. “გაროხის” სუპი და ქათამი. - ეგ ქათამი დაკლული კი არა, აფეთქებულია უეჭველი, “სიმონ”, რომელიმე ტერაქტში. შეხედე რას ჰგავს? - ატეხა გადამდები ხარხარი “დათოიამ”. -ბოდიში,ბატონო, - აჰყვა ხუმრობაში “ბალანდიორი”. - ახლა, ძველი დრომ რომ იყოს, გაგიყვანდი გარეთ და ნეკნებს გამოგიღებდი, მარა, რა გინდა რომ ქნა? - შემოჰყო თავი “კარმუშკაში” მორიგე ოფიცერმა. -კიდევ უფრო ძველი დრო რომ იყოს, მე თვითონ ამოგარტყამდი პანჩურს, მაგრამ რა გინდა რო ქნა? - გამოაჯავრა “დათოიამ” მორიგე, სიცილით, თან ხელები გაშალა, ფართოდ. გაცოფებული გაიქცა მორიგე, თან “დათოიას” მისძახოდა ისევ - აღარ მოვა თქვენი დრო, აწი, გაიგეთ, არა! -აღარ ვარ ქურდი, თქვენც გაიგეთ, თორემ მაგდენს არ გალაპარაკებდით, არა! - ისევ გამოაჯავრა “დათოიამ” და საჭმლის ჯამი, მაგიდაზე დადგა. -ოჰო, ჰო, ჰო, სუპია, დედა-შვილს რომ არ აჭმევს, ისეთი. მოდით, ბიჭებო, გადაიღეთ სანამ ცხელია. არჩილ, რა იყო, რამდენს ჭამ, გარეთ არ გაჭმევდნენ საჭმელს?-აგრძელებდა ხორხოცს “დათოია”და ბიჭებიც აიყოლია. - ეს თევზი მოტყნულია მგონი, ნახე რას ჰგავს, ქათამზე კი, სწორად მიხვდი, უეჭველი ტერაქტი მოუწყვეს და ისე ააფეთქეს, აბა ასე ნაწილ-ნაწილ, რა ეშმაკი დაშლიდა? - შეგერგოთ ბიჭებო! - გადახდილია თქვენი, მე გპატიჟებთ! -ისმოდა კიდევ ცოტა ხანს, საკნიდან, პატიმრების ხმა. თავი მეოთხე ამჯერად, ნამდვილად გააკეთე ალბათ დასკვნა, მკითხველო, რომ ეს ხალხი, მართლა გიჟები ყოფილანო,თუმცა მერე რა? გიჟების გარდა, მაინც ვერავინ გაბედავს,სიმართლის თქმას მ,აშინ,როცა ტყუილი მეფობს და ამიტომ, მაინც საინტერესოა, როგორ აპირებენ ჯერ ციხიდან გაქცევას, შემდეგ კი, მთელი მსოფლიოს შეცვლას, უკეთესობისკენ? რა თქმა უნდა, გიჟები არიან, რადგან სჯერათ, რომ სამყარო შეიძლება იყოს უკეთესი. და ისიც სჯერათ, რომ ამისათვის, მხოლოდ ადამიანების მონდომებაა, საჭირო. შენი საქმეა, ჩათვალე ისინი გიჟებად, ან ჭკვიანებად, (ერთი-მეორეს არ გამორიცხავს), მათი იდეები “უტოპიებად”, განუხორციელებ ოცნებებად, შენი საქმეა, მე კი მოგიყვები მათ მომავალ გეგმებზე და ცოტას, მათი წარსულიდანაც გეტყვი. მანამდე კი, რომ შევიხედოთ ახლა, ჩვენი “გიჟების” ოთახში, უფრო სწორად, საკანში, რას აკეთებენ ახლა? ბიჭები სადილს მორჩნენ და საკანში სიჩუმეა. კოტე და “დათოია” წვანან, არჩილი რაღაც წიგნს კითხულობს, ხოლო გეგა - წერს. არავინ იცის, რას წერს, ალბათ ძალიან პირადულია, რადგან თავის მეგობრებსაც კი, არ უმხელს. მე შევეცდები ახლა, ცალი თვალით მაინც ჩავიჭყიტო გეგას რვეულში და თუ რასაც გავიგებ, შენც მოგიყვები სიამოვნებით, მკითხველო. თავი მეხუთე კაბინეტში, მსუქანი გამომძიებელი ზის, შუშის დაბალ მაგიდასთან მიდგმულ, სავარძელში. მაგიდა გამჭვირვალე შუშისაა. გარშემო იგრძნობა კომფორტი - სამართალდამცავებს სჭირდებათ კომფორტი. და რადგან ისინი “მეფის” ხელისუფლების აღმასრულებლები არიან, ამიტომ ეკუთვნით კიდეც, ალბათ მეფისგან ეს მცირედი, რაც მათ ღვაწლს, მაინც ვერ აანაზღაურებს სრულად, რადგან ისინი, სიცოცხლესაც კი სწირავენ, ზოგჯერ და აბა, რა სახსენებელია ის მცირედი კომფორტი, კაბინეტში, სადაც მსუქანი გამომძიებელი, ზის და რაღაცას კითხულობს. უცებ ისმის ტელეფონის ზარის ხმა, ოთახში და მსუქანი გამომძიებელი, რომლის სახელის ცოდნაც, ჯერ არ არის საჭირო, რადგან ის უბრალოდ, მსუქანი გამომძიებელია და მორჩა, ყურმილს იღებს და ხვნეშით პასუხობს: - დიახ, დიახ ბატონო მიხეილ, დიახ გელოდებით!” გამომძიებელი ყურმილს დებს, შემდეგ თეთრი პერანგის საყელოს ისწორებს, სერიოზულ სახეს იღებს და კიდევ უფრო საქმიანი სახით ეფლობა საბუთებში, ვიდრე მანამდე. თუმცა, მიუხედავად მისი სერიოზული სახისა, შინაგანი დაძაბულობა და ფორიაქი, მაინც იგრძნობა მის ქცევებში, რამდენჯერმე შეიცვალა პოზა, ცდილობდა რაც შეიძლება საქმიანი იერი მიეღო, აშკარაა, რომ რომელიმე მაღალჩინოსანმა დაურეკა, ან თვით მეფემ, თუ პრეზიდენტმა. ოთახში შემოდის დაბალი, გამხდარი, ახალგაზრდა მამაკაცი. და გამომძიებელი, მიუხედავად სიმსუქნისა, ძალიან სწრაფად და მსუბუქად წამოხტება ფეხზე - მობრძანდით, ბატონო მიხეილ, დაბრძანდით, რით გემსახუროთ? - ამ დახვედრიდანაც კარგად ჩანს, რომ სტუმარი, უბრალო სტუმარი არ არის, სწორად მივხვდით, რომ ის, რომელიღაც მაღალჩინოსანია. • გივი, რამდენი ხანია, რაც პოლიციაში მუშაობ? - ეკითხება “სტუმარი” მსუქან გამომძიებელ, გივის. • თხუთმეტ წელზე მეტი, ბატონო მიხეილ. • ხო… ესეიგი, გამოცდილება არ გაკლია, როგორც მივხვდი და ბევრი “შავი საქმეც”, გექნება გაკეთებული, გივი… - ეს ბოლო სიტყვა, “გივი”, რაღაცნაირად, შემპარავად წარმოთქვა “სტუმარმა”. კაბინეტი, გამომძიებლის იყო, როგორც ზემოთ ვთქვით, თუმცა ამჯერად, დაკითხვას “სტუმარი” აწარმოებდა. • “შავი საქმის”, რა გითხრათ, ბატონო მიხეილ, თქვენზე უკეთ ვინ იცის, ის, რომ ჩვენ, პოლიციელები, არც თეთრ, და არც შავ საქმეებს, არ ვაკეთებთ. ჩვენ, მხოლოდ ვაკეთებთ იმას, რასაც გვიბრძანებენ. • და, რომ დაგავალონ ისეთი საქმე, რაზეც იფიქრებ, რომ მსუბუქად რომ ვთქვათ, არ არის კარგი საქმე. მეტიც, იფიქრებ, რომ ეს არაკაცობაა, არაადამიანობაა, საშინელებაა, არ არის სწორი საქციელი არანაირად, რას შვრები ამ დროს გივი, რას აკეთებ? • ჩვენ, თქვენს პოლიციელებს, ფიქრის უფლება როდის გვაქვს, ბატონო მიხეილ და არც ფიქრისთვის გვიხდის ვინმე, ხელფასს, ჩვენ, როგორც გითხარით უკვე, მხოლოდ ბრძანებების შესრულება გვევალება და არ ვფიქრობთ იმაზე, კარგი ბრძანებაა რამე, თუ არა. ამაზე, ვინც ბრძანებას გასცემს, იმან უნდა იფიქროს, ჩემი აზრით. • კარგი, ვთქვათ და გიბრძანეს ასეთი რამ, რომ ესროლოთ ავადმყოფ ბავშვს და მის, ახალგაზრდა, ფეხმძიმე დედას. თან, ეს ორსული ქალი, ძალიან ლამაზი და ახალგაზრდაა. გეხვეწება ეს ქალი, გემუდარება, რომ არ მოკლა. რომ სიცოცხლე, ძალიან უნდა და რომ, თუ მაინც მოკლავ, მისი ავადმყოფი შვილი მაინც შეიბრალო და დაინდო, ცოცხალი დატოვო. არადა ბრძანებაში წერია, რომ სამივე უნდა დახოცო! • ვინ სამივე, ბატონო მიხეილ? - ცოტა შეშფოთდა გამომძიებელი. • ავადმყოფი ბავშვი, დედა და მისი ნაყოფი, გივი. ის ხომ ორსულადაა. • აა, ხო, დავურეკავდი მას, ვინც მიბრძანა და ხელახლა ვკითხავდი, რამე შეცდომა ხომ არაა, ან ხომ არ შეიცვალა ბრძანება. • კარგი, დაურეკე იმას, ვინც გიბრძანა, მათი დახოცვა და მან გითხრა, რომ შენ, ერთი მსუქანი ნაბიჭვარი ხარ და თავიდან გიბრძანა, მათი მოკვლა, დაუყოვნებლივ. რას აკეთებ ამ დროს, გივი? თან დააყოლა, “მბრძანებელმა”, რომ ეს, სახელმწიფოს ინტერესებშია. რას შვრები ამ დროს, გივი? რას ფიქრობ? გივი ერთი წამით ჩუმად იყო. ფიქრობდა რაღაცას და თან, თვალებში უყურებდა უკვე, მოულოდნელ სტუმარს. მერე, როცა მიხვდა, რომ დუმილი აღარ შეიძლებოდა, მძიმედ დაიწყო. - -თუ სახელმწიფოს ინტერესებშია, სხვა რა გზა მაქვს, უნდა დავხოცო სამივე, რა რთულიც არ უნდა იყოს, ეს. -ხო… - ბატონი მიხეილი დადუმდა. - რას იტყვით, ჩემს პასუხებზე, ბატონო მიხეილ? -ვიტყვი იმას, რომ შენ, ნამდვილი ნაბიჭვარი ხარ, გივი, უსაშინლესი ნაბიჭვარი, მაგრამ სახელმწიფოს, ზუსტად შენნაირები სჭირდება… -ვიცი, ბატონო მიხეილ, მე, ვემსახურები ჩვენს ქვეყანას! როგორც შემიძლია. -მაშ ასე, ასეთია ბრძანება: უნდა მოკვდეს, ლიკვიდირებულ იქნას პრემიერ-მინისტრი, დავით დავითაშვილი, მისი მეუღლე, ნინო ზაუტაშვილი, მისი შვილი - გიორგი დავითაშვილი. -გივის სახე შეეცვალა ამ სიტყვებზე, ერთი წამით, თუმცა მალევე მოთოკა თავი, ის ხომ პროფესიონალი იყო და არანაირი ემოცია, არ უნდა შეტყობოდა. ამას მოითხოვდა თანამედროვე სამყარო, მისგან და ამას მოითხოვდა, მისი სამსახური. ამიტომ, მალევე გაახსენდა ეს და სცადა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა აღელვება, წამით მაინც დაეტყო, როგორც აღვნიშნეთ. ბრძანება კი, გრძელდებოდა: დაპატიმრებულ იქნას მინისტრის ძმა, არჩილ დავითაშვილი, რაიმე მიზეზით, მიზეზის პოვნა, თქვენი საქმეა. ისინი, საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს! გასაგებია?! -დიახ, ბატონო მიხეილ, გასაგებია… -მაცადე,ჯერ არ დამიმთავრებია: დაპატიმრებულ უნდა იქნას, ასევე, გეგა კალანდაძე, მიზეზის პოვნა არ გაგიჭირდებათ, ან წამალი “ჩაუდეთ”, ან “პლანი”, ოღონდ ბევრი, ან იარაღი. ანაც, ეს ყველაფერი, ერთად, რომ სასჯელი, მძიმე გამოვიდეს. ეს კანონი, ნარკოტიკებზე, ზუსტად ამიტომაა მკაცრი, რომ სახელმწიფოს შეეძლოს, არასასურველი პირები, მარტივად, კანონიერად გაუშვას ციხეში, თუნდაც მთელი ცხოვრება. ამიტომ, გამოიყენეთ ის! გასაგებია, გივი?! -დიახ, ბატონო პრეზედინტო! გასაგებია... -მაცადე, ნუ მაწყვეტინებ… მე მოგიტანე ასევე, სია ადამიანებისა, რომლებიც დაპატიმრებული უნდა იყვნენ, რაიმე მიზეზით. ასეთია ბრძანება,ასე სჭირდება სახელმწიფოს ინტერესებს! გასაგებია, გივი?! - რა თქმა უნდა, გასაგებია ბატონო პრეზიდენტო! სახელმწიფოს ინტერესები, ყველაზე მაღლა დგას, ჩემთვის! -აჰა, ჰა, ჰა, კარგი ბიჭი ხარ, გივი, კარგი ბიჭი! მე, ხვალ, ქვეყნიდან გავდივარ, იცოდე და ეს საქმე, ზუსტად ხვალ უნდა დამთავრდეს! ხომ ხვდები, გივი? სახელმწიფოს მეთაურზე, არანაირი ეჭვი არ უნდა ჩნდებოდეს, ასეა საჭირო ისევ სახელმწიფოს ინტერესებისთვის… - გასაგებია, ბატონო პრეზიდენტო! -კარგად იყავი, გივი… -კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო პრეზიდენტო! თავი მეშვიდე ხედავ ადამიანებს, რომელთა სახეებზეც არ გადაუვლიათ ჯერ დროის ქარიშხალებს და უმანკო ბავშვის გამომეტყველებით გიმზერენ. შენ ხატავ, ისინი გრძნობენ... შენ წერ, ისინი ამბობენ... შენ ცხოვრობ, ისინი ცოცხლობენ… შენ ხარ და იქნები, ისინი უკვე აღარ არიან… დგება მომენტი, როცა შენ გბეზრდება ის მონობა, რაც როგორც ადამიანს, საუკუნეების მემკვიდრეობით გხვდა წილად, განძის ნაცვლად. ან იქნებ ეს არის განძიც- მონობისგან გათავისუფლების მცდელობა, რასაც ცხოვრება ჰქვია, კიდევ. და თავისუფლდები ნელ-ნელა ადამიანი, როგორც კი ამის მიხვედრას იწყებ. ისინი ჯერ გებრძვიან, მერე დაგცინიან, მერე ბორკილებს უფრო გიჭერენ და იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, შენს შესაბორკად. შენ შეიძლება მორჩილად უშვერ ხელებს, მაგრამ თვალებში ზიზღს ვეღარ მალავ. -ისინიც ხომ, შენნაირი ადამიანები არიან. და მალავ თვალებში ზიზღს, ხმაში ჰაშიშს, სულში სევდას, გულში ბრაზს... და იმდენ რამეს მალავ, ღია აღარაფერი გაქვს მკერდის გარდა, რომელზეც ხარბად მოგჩერებიან მამაკაცები. (ქალები). შენ რჩები მათთვის საოცნებოდ და ამის შეგრძნება ერთადერთია, რაც გიმსუბუქებს დამპალ ფიქრებს, რომლებიც მაშინ დალპნენ, როცა შენ მოსაღამოვდი. ან დაღამდი... ადამიანიც შეიძლება დაღამდეს... ეს როგორ? აი ასე, შეიძლება ადგეს ერთ დღეს და დაღამდეს! უცნაურად ჟღერს, დაღამებული ადამიანი, სანახავადაც უცნაური იქნება, მაგრამ რაც თენდება, ის როდისმე უნდა დაღამდეს კიდეც. და არიან ადამიანი-ღამეები, ადამიანი დღეები... ადამიანი დილები, ადამიანი შუადღეები და ადამიანი-საღამოები. მათი დაღამება-გათენება პირობითია და ყველა ვერ ამჩნევს, არც აკვირდება. ადამიანი, ადამიანის დაღამება-გათენებას კი არა, დღის გათენება-დაღამებასაც ვერ ამჩნევს ზოგჯერ, ვერ აღიქვამს რას ნიშნავს თითოეული ახალი დღე და რა გასაკვირია, რომ ერთმანეთის დაღამება-გათენებაც, ვერ შეამჩნიონ. ადამიანი- ღამეები მთელი დღის ამბებს დაატარებენ სულით, ამიტომაც დაღამდნენ. დღის ამბებს, ღამე ვერ მოყვებიან, ღამე ბევრად საინტერესო ამბები ხდება, ისედაც. არიან ადამიანები, ვინც ვერ დაღამდნენ, შესაბამისად, ვერც გათენდნენ, "დილად", ან დღეებად დარჩნენ, ბავშვებად. ასეთებზე ამბობენ, დიდი ბავშვები არიანო. ვუსურვებდი არასოდეს გაზრდას... არასოდეს დაღამებას... დიდობა რთულია და ღამეც, ყველა ვერ ხედავს სინათლეს, ზოგს მხოლოდ სძინავს ღამით. დაღამდე იმისათვის კიდევ, რომ დაიძინო, არც ისე საინტერესოა. ღამე მხოლოდ მაშინ არის საინტერესო, თუ ის უძილოა. ძილის დროს მოდის ქრობა და შენი დაღლილი სხეულიც და სულიც სადღაც ქრება, შენივე ფიქრების ხვეულებში იკარგება დროებით. შენ გინდოდა გათენებულიყავი, როგორც ღამე, მაგრამ შენმა დღემ, მიითვისა შენი საღამოც და აღარ დაგაღამა. შენც დარჩი დღედ, დარჩი სამუდამოდ ახალგაზრდად, სამუდამოდ ბავშვად... და რა შეიძლება იყოს ამაზე ლამაზი და სუფთა, თუ არა ბავშვი, ან დიდი ბავშვი. დღე,-რომელიც ვერ დაღამდა. არსებობს უკვე დაღამებული ღამეები, რომლებიც არ ჩქარობენ გათენებას, ან ვერ ახერხებენ. ღამე ისედაც უფრო საინტერესოა და ისინი ამიტომაც, დიდად არც ნერვიულობენ ამას. თუ ვერ გათენდნენ... ისინი თავიანთ უძილო ღამეებში დალევენ იმაზე მეტ ყავას, ვიდრე ჩვენ ვსვამთ დილით. იმაზე მეტი სექსი ექნებათ ღამე, ვიდრე სხვებს აქვთ დღე. და იმაზე მეტს ნახავენ ღამის სიბნელეში ზოგჯერ ღამეები, ვიდრე ყველა განათებული დღე, ერთად ნახავდა. არცერთ დილას, აღარასდროს ექნება ის სისუფთავე, რაც გათენებისას აქვს. მხოლოდ მეორე გათენებისას შეიძლება იყოს ისევ ისეთი სუფთა და წმინდა. ადამიანები კი, ერთხელ თენდებიან, ერთხელ ღამდებიან, ერთხელ დღევდებიან და მრავალჯერ კვდებიან ისე, რომ თავიან აღდგომასაც ვეღარ იგებენ, ვეღარ ხვდებიან. ეს მათდა უნებურად ხდება მათი დაბადებაც, ანუ გათენებაც, დაღამებაც, ანუ ცხოვრებაც და შუა-ღამეც, ანუ სიკვდილი. გაცოცხლება-გათენებამდე. უამრავი ადამიანი კვდება ზუსტად შუა-ღამეზე, გარიჟრაჟზე, როცა უნდა გათენდეს. სამაგიეროდ, უამრავი სხვა ადამიანი იბადება დილით და განთიადი, მაინც წმინდაა. განთიადს, ის სისხლი თუ ღებავს წითლად, რაც ღამის მანძილზე დაიღვარა. და ღამეს, იმ დღის სიბნელე თუ აბნელებს, სადაც მზე დაიმალა. დიახ, დღეც შეიძლება იყოს ბნელი და ღამე პირიქით- ნათელი. სინათლე თუ არის, იქ სიბნელე ვერ იქნება და სიბნელესაც, თავის მხრივ, არ უყვარს სინათლე და ისინი ერთად, ვერ გაჭაჭანდებიან. მოვა სინათლე და სიბნელე, იძულებულია გაქრეს. სიბნელე თუ მოდის, სინათლე იკარგება სადღაც. ეს დღე, ღამე და ადამიანები, ერთად და ცალ-ცალკეც, საინტერესოა, როგორც მთლიანად ცხოვრება, მისი აზრი რომ გვესმოდეს დილითვე სწორად, ღამით ამდენი ფიქრი არ დაგვჭირდებოდა, მშვიდად დავღამდებოდით. მე არ ვიცი, როდის დავღამდები, მაგრამ როცა გავთენდები, ვიქნები დილის ჰაერივით სუფთა და სასიამოვნო. ამის ფიქრებში გადის დღე, რომელიც ვინ იცის, არც არასდროს უნდა დაღამდეს და იყოს ასე - ღამე, სიბნელე წართმეული და მუდამ ნათელი. ესეც მოსაბეზრებელია ალბათ, მუდმივი ნათელი... ადამიანს, იმდენად მალე ჰბეზრდება ყველაფერი, ალბათ სამოთხიდანაც კი არ გამოყარეს, გამოიქცნენ, აღარ იყო იქ, მათი ადგილი. ასი იმხელა დედამიწა შეხვდათ, რომელსაც სამოთხეობაც შეეძლო და ჯოჯოხეთობაც და თუ ჩვენ, მხოლოდ ჯოჯოხეთად გადავაქციეთ ის და არაფერი დავტოვეთ სამოთხის, ვერც ვეღარავის გადავაბრალებთ აწი, ტყუილია და სირცხვილი ეშმაკებს და ღმერთებს აბრალებდე საკუთარ ცუდს, ან კარგს, საკუთარ თავს, ან სულს... ან, რატომ ფიქრობს ადამიანი, რომ ეშმაკი, მის სულში რამეს გადაიხდიდა? სული, რომელიც პატრონს აღარ არგია არაფერში და არც ახსოვს მისი არსებობა, სხვას, ვინმეს გამოადგება? ან, მერე გაყიდული და ნაყიდი სული, ხომ დაჰკარგავს თავის საკუთარ დღეს, ან ღამეს, ან ცხოვრებას, რომელიც აჩუქეს მისგან დაუკითხავად და ასევე დაუკითხავად, წაართმევენ. რაში სჭირდება ყიდვა იმას, ვისაც შეუძლია ყველაფერი ძალით, ან ნებით წაიღოს?! თუ ორიოდე გროში გადმოგიგდეს შენს დამპალ სულში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენგან სულს ჰყიდულობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ორიოდე გროში გადმოგიგდეს, სული კი ისედაც მათი საჩუქარი იყო. შენ როცა გიმონებდნენ, მაშინ დაგიტყვევეს სულიც, პირველი, რომ არასდროს გათავისუფლებულიყავი… (გეგას ჩანაწერებიდან). თავი მერვე საწოლზე გოგო და ბიჭი იწვნენ და ერთმანეთით, ახალგაზრდობით და ცხოვრებით ტკბებოდნენ. შავი, ხვეული თმა ჰქონდა გოგოს და უფრო შავი, ღამისფერი თვალები... ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ გემრიელი გოგო იყო. ალბათ, ამიტომ ვერ ძღებოდა მის შოკოლადისფერ კანზე კოცნით ბიჭი. შიშვლები იყვნენ. ბიჭმა თითები ნელ-ნელა ჩამოაცურა გოგოს მკერდიდან მუცელზე, შემდეგ წამოიწია და აკოცა გოგოს, ენა დაატრიალა გოგოს მუცელზე და კოცნით აჰყვა ზემოთ ლამაზ სხეულს. გოგოს სხეული მოუდუნდა, მგრძნობიარედ ამოიკვნესა და თითები შეუცურა ბიჭს თმაში. ბიჭმა ტუჩები ახლოს მიიტანა გოგოს ტუჩებთან, ისე რომ ოდნავ ეხებოდა და გოგოს ღრმა სუნთქვას ტუჩებით გრძნობდა. შემდეგ ხელით მოუსინჯა ფეხებშორის და ნელ-ნელა დაეუფლა. გოგომ სუნთქვას მოუხშირა და ფეხები მოუჭირა ბიჭს წელზე. ნელ-ნელა თვალები დაებინდა გოგოს, შემდეგ გაუფართოვდა, ბოლოს ორივეს წუთით გააკანკალა და ერთარსებად ქცეული ორი სხეული უცებ დამძიმდა და ხარკი შესწირა სიყვარულის ღმერთს. ამ საწოლზე არ არსებობდა არანარი კანონები და შეზღუდვები, არ არსებობდნენ ჭორიკანა მეზობლები, მკაცრი მშობლები, არ არსებობდა არანაირი ღმერთი, გარდა სიყვარულისა. ამ საწოლზე ქრებოდა ყველანაირი პრობლემა, საზრუნავი და ეს ორი ადამიანი, ცოტა ხნით მაინც ბედნიერი იყო. თუ არსებობს ქვეყნად ბედნიერება, ეს სიყვარულია მხოლოდ. ადამიანები მთელი ცხოვრება ეძებენ ბედნიერებას... არავინ იცის რა ზომის, რა ფერის, რა ასაკისაა ის. ეძებენ ნემსის წვერზე, ნარკოტიკში, ალკოჰოლში, ზღვაში, ყავის ჭიქასა და სიგარეტის ღერშიც კი, მაგრამ მაინც იშვიათად, ან საერთოდ ვერ პოულობენ მას. ბედნიერია ადამიანი, რომელიც სიყვარულში იპოვნის ბედნიერებას, სხვა ყველა მცდელობა, მიიღო ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტი სიამოვნება და ამით იგრძნო თავი ბედნიერად, სიყალბეა და თავის მოტყუება. ბედნიერებას არც ფასი აქვს, არც ასაკი, არც სქესი. ბედნიერება სექსის მერე რომ განცდა მოდის, იქაცაა, მაგრამ ამ სექსს სიყვარულიც უნდა ახლდეს თან, ისე მხოლოდ სექსად დარჩება... ბევრად უფრო ბედნიერია რომელიმე შეყვარებული წყვილი სოფელში, რომელიც ერთად წევს და საკუთარი ახალგაზრდობით და ბუნებრიობით ტკბება, ვიდრე მოხუცი, მარტოხელა მილიონერი, რომელმაც ფულით ბედნიერება ვერ იყიდა. ისე, როგორც ყველაფრის ცხოვრებაში, ბედნიერების ყიდვაც შეიძლება, უბრალოდ არავინ იცის მისი ფასი. ყველაფრის ყიდვა ცოტა უხეში ნათქვამია, მაგრამ ცხოვრებაც უხეშია და პირდაპირი. ანუ ფულით იყიდი სიყვარულს, თუმცა სიყვარულის განცდის უნარს - ვერა. იყიდი იმ ყველაფერს, რამაც წესით ბედნიერება უნდა მოგანიჭოს, მაგრამ ბედნიერების განცდის უნარს ვერ იყიდი და ამიტომაც არიან უბედური ადამიანები. ისინი მთელი ცხოვრება ეძებენ რაღაცას, იბრძვიან, მუშაობენ, წვალობენ და მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს აღმოაჩენენ, რომ, რასაც ეძებდნენ, არც ღვინის ჭიქაში იყო, არც ნემსის წვერზე, არც მოსაწევის კვამლში და ვერც ყავის ჭიქაში დაინახავდნენ. ის, საყვარელი ქალის ტუჩებზე, დედის მკერდზე, ან ლამაზი ქალის საშოში უფრო იქნებოდა, ვიდრე სხვა დანარჩენში. ეძებენ, წვალობენ, იბრძვიან და ბოლოს ხვდებიან, მაინც არ იყო ის, იქ, სადაც ეძებდნენ და უკვე გვიანია ხოლმე. რაც მთავარია, ბედნიერებას კიდევ ერთი თვისება აქვს და ეს ბუნების დაუნდობელი კანონზომიერებაა - ის ხანმოკლეა… მორწმუნესთან, მთელი ცხოვრება მუხლებგადატყავებული ლოცვის შემდეგ, ღრმა სიბერეში, როდესაც თავისი ტანჯვის შემდეგ მიაღწევს სიმშვიდის იმ ეტაპს, როცა სხეული მკვდარია სულის სასარგებლოდ, მიდის სიმშვიდის ბედნიერება და ეს შეიძლება აღმოჩნდეს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე საყვარლის სხეულზე ნაპოვნი ბედნიერებაა, მაგრამ ეს სულ სხვა გრძნობაა და სიმშვიდის ბედნიერებაც, ყველას ვერ მიანიჭებს ბედნიერებას. სიმშვიდე უფრო მოხუცებისთვისაა სასურველი ალბათ, ახალგაზრდას სიმშვიდემდე დაღლა სჭირდება და დაღლის შემდეგ, ისევ დაღლა. მერე ვეღარ გამოიგონებს ათასგვარ მიზეზს, რომ გაამართლოს სუიციდი და ფილოსოფიური ტონით და ასი წლის ავადმყოფი მოხუცივით თქვას, რომ სიცოცხლე მოჰბეზრდა. თუმცა, არავის სწყურია სიცოცხლის კიდევ ერთი დღე ისე, როგორც ასი წლის მოხუცს. აი, ვინ ცხოვრობს ნამდვილი ცხოვრებით და ვინ აფასებს ცხოვრების ყოველ ნაჩუქარ დღეს - მოხუცი და ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც სიბერე არ ჩაუმწარდება, რომელიმე მძიმე ავადმყოფობით. მოულოდნელად, საწოლზე მწოლიარე წყვილს, რომლებმაც შეძლეს ერთმანეთთან შეერთებით ეპოვნათ ბედნიერება, ბუნების დაუნდობელმა კანონზომიერებამ უწია, რომლის თანახმადაც ყველა არ „იმსახურებს“ ხანგრძლივ ბედნიერებას, რაღაც აუხსნელი თუ მეცნიერების, რელიგიის მსახურებისა და ვისაც არ ეზარებოდა, ყველას მიერ ახსნილი მიზეზების თანახმად. მოულოდნელად, ოთახში „მეფის ჟანდარმები“ შემოცვივდნენ, გეგა საწოლიდან წამოაგდეს და სახით დააგდეს იატაკზე. შემდეგ უთხრეს, ტანზე ჩაეცვა, ბორკილები დაადეს და გინებით და კონდახების რტყმით გაიყვანეს ოთახიდან. გვანცა იწვა თავის საწოლზე და შიშისა და უმწეობისაგან კანკალებდა... ის ჯერ პატარა იყო და ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა შეეწყვიტა მათი ბედნიერება, ცხოვრებას. თავი მერვე -აბა, როგორ ხარ გივი? -კარგად ბატონო პრეზიდენტო, თქვენ როგორ ბრძანდებით? -მშვენივრად. რა ქენი, შეასრულე, რაც დაგავალე? -რათქმაუნდა, ბატონო პრეზიდენტო, შევასრულე… -ქალიც მოკალი და ბავშვებიც? -თქვენ მითხარით, სახელმწიფოს ინტერესებშიაო და რათქმაუნდა... -მე ისიც გითხარი, სახელმწიფო, ეს მე ვარ მეთქი! და გეტყობა, კარგად დაგიმახსოვრებია… -რათქმაუნდა ბატონო პრეზიდენტო, მე ყველაფერს კარგად ვიმახსოვრებ. -ესეიგი, გივი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დავითის ძმა - არჩილი, დაიჭირეთ ხომ? რას ამბობდა დაჭერის დროს, როგორ იქცეოდა? - მე მგონი ჭკუიდან შეიშალა, ბატონო პრეზიდენტო, ამბობდა, მე გამოვალ ციხიდანდა სამყაროს უკეთესობისკენ შევცვლი. მე გავათავისუფლებ ჩაგრულებს, ერთი მუჭა მჩაგვრელებისგან და დავანგრევ ამ დამპალ სისტემას, რაც მართავსო მსოფლიოს. აბა, ნორმალური ადამიანი იტყვის ამას, ბატონო პრეზიდენტო?! -ვინ იცის, ასეა თუ ისე, მსგავსი ადამიანები საშიშნი არიან სახელმწიფოსთვის... მისი ძმა, უფრო საშიში იყო, იმიტომ რომ მინისტრის პორტფელი ჰქონდა და შეეძლო, ამ გიჟის იდეები, რეალობისკენ წარემართა, ჩვენს ქვეყანაში… პრეზიდენტმა სიგარეტი საფერფლეზე მიასრისა ვანოს წინ. - და ის ახალგაზრდა გველის წიწილი, რა ერქვა... გეგა? დაიჭირეთ? -კი, ისე საყვარლად იწვნენ ლოგინში, რომ შევუვარდით, გაგეცინებოდათ. -წინააღმდეგობა გაგიწიათ? -არა, რა წინააღმდეგობა ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ პროფესიონალები ვართ! -მოკლედ, ჯილდოს სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახურისათვის, მიიღებთ. აი, აქ დევს საბუთები, დანიშნული ხარ მინისტრის მოადგილედ, გივი. სინამდვილეში, შენ იქნები მმართველი ამ სამინისტროში, უბრალოდ მოადგილე გერქმევა, რომ ნაკლებად ჩანდე, ხომ ხვდები? - დიახ, რათქმაუნდა ბატონო პრეზიდენტო! მუდამ თქვენს სამსახურში ვარ! - ჩემს არა, სახელმწიფოს სამსახურში ხარ გივი, უბრალოდ უკვე იცი, რომ მე ვარ ამჟამად, სახელმწიფო… პრეზიდენტმა კმაყოფილებით დახედა თავის ლამაზად გაკეთებულ ფრჩხილებს, ერთი გულიანად გაიცინა, თუკი შეიძლებოდა სიცილი დაგვერქმია ამისათვის და ვანოს მიუბრუნდა: -კარგი გივი, კიდევ დამჭირდები. -ყოველთვის მზად ვიქნები, ბატონო პრეზიდენტო!... თავი მეცხრე შენ თავად ნახე, მკითხველო, ბედი, სახელმწიფოსთან, უფრო სწორად, მმართველ სისტემასთან დაპირისპირებული ადამიანებისა. ისინი, ან კვდებიან, ან მუდმივად ციხეში არიან, ან ფსიქიატრიულ კლინიკებში ჭყიპავენ წამლით. მაგრამ, სწორედ ასეთი ადამიანების მუდმივი ბრძოლის შედეგია, რომ სამყარო, ხანდახან მაინც ცდილობს, გახდეს უკეთესი. ისინი ხშირად, მსხვერპლადაც ეწირებიან ხოლმე, თავიანთ ბრძოლას, ეს გარდაუვალია,მაგრამ ამას, არც ნანობენ, სხვანაირად არ შეუძლიათ და იმიტომ. ბევრად უფრო იოლია, თვალი დახუჭო უსამართლობაზე, ვიდრე შეებრძოლო მას. ეს ბრძოლა უთანასწოროა და თითქმის წინასწარაა განწირული, მარცხისთვის, მაგრამ ისინი, მაინც იბრძვიან! რა შედეგი მოაქვს, ამ ბრძოლას? ის, რომ ამ ადამიანების მსხვერპლად შეწირვა ხშირად, მაგალითს აძლევს ხოლმესხვებს, როგორ უნდა მოიქცნენ მაშინ, როცა უსამართლობის ატანა, აღარ შეიძლება. ხშირად, სწორედ მათი სიკვდილის შემდეგ მაინც, დგება ხოლმე ის შედეგი, რისთვისაც იბრძოდნენ მთელი ცხოვრება, მსხვერპლად შეწირულები. “ბრძოლას, ყოველთვის აქვსო აზრი” , ფიქრობენ ისინი და ასეც არის. აბა, ყოველთვის, რომ ყველა შეჰგუებოდა არსებულ რეალობას, რაც ხშირად უსაშინლესი იყო, როგორი იქნებოდა სამყარო დღეს? ის, ოდნავ პროგრესსაც კი, ვერ განიცდიდა და არაფერი შეიცვლებოდა, არასდროს. ეს ადამიანები, “საშიშნი არიან სახელმწიფოსთვის”, რადგან სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, და ყველა ისტორიულ შემთხვევაში, ნიშნავს უსამართლობას და გაბატონებული მასების, კლანების მიერ ჩაგვრას, დამონებული ადამიანებისა. უფრო ზუსტად, ყველა აქამდე არსებული სახელმწიფო წყობილება, რეალურად იყო და არის ძალადობრივი მექანიზმი, რომელსაც მორჩილებაში ჰყავს ადამიანთა უმრავლესობა. უწესებს სახელმწიფო, ამ ადამიანებს ისეთ კანონებს, რომლებიც რეალურად, არა წესრიგის დაცვისკენ, ხშირად, არამედ მხოლოდ მმართველი კლანების ინტერესთა დაცვისთვის არის შექმნილი და იქ, სიმართლისა და სამართლიანობის, ნატამალსაც კი, ვერ აღმოაჩენს ადამიანი. ეს, ლეგიტიმურ, ანუ კანონიერ ძალადობად ითვლება. სახელმწიფოს აქვს საშუალება, სიცოცხლის უფლებაც კი შეუწყვიტოს, მისთვის არასასურველ ადამიანებს და ეს, დღევანდელ დროში, ადამიანთა სირცხვილია. მე შეგპირდი, მკითხველო, გეგას რვეულში ჩავიხედავ და მოგიყვები, რასაც ის წერს მეთქი, არადა ეს, ბოლო თავი, მთლიანად არჩილის რვეულიდან ამოკითხული აზრები იყო. მაგრამ მაინც, საინტერესოა აზრები, ადამიანისა, რომელსაც ძმა, ძმის ცოლი, ძმის შვილი, მთელი ოჯახი ამოუხოცა თანამედროვე “სახელმწიფომ”, თვითონ კი დაიჭირა და ციხეში გამოკეტა, მხოლოდ თავისი აზროვნების გამო. მსგავსი მაგალითი, შეიძლება ბევრია, ისტორიაში, მაგრამ მით უარესი ადამიანებისთვის ეს, მით უარესი. გადის დრო,იცვლებიან ხელისუფლებები, მმართველობები, ხოლო ადამიანთა პრობლემები, თითქმის იგივე რჩება. უცვლელია ასევე, ბედი ადამიანებისა, რომლებიც არ “აწყობს”, არ მოსწონს სახელმწიფოს. მათ, ან ისევ ხოცავენ, როგორც მტაცებელ ცხოველებს, ან იჭერენ და მუდმივად პატიმრობაში, ჰყავთ. ისევ ეწირებიან ადამიანები იდეას, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. თუმცა მთლიანობაში, მაინც ბევრი რამე რჩება, უცვლელი. ყველანაირი ლოგიკით, ეს ადამიანები, რომლებსაც ზოგი გიჟებს უწოდებს, რადგან არ ესმით მათი, ზოგი იდეალისტებს, ბრძოლას უნდა წყვეტდნენ და არსებულ რეალობას ემორჩილებოდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ სიცოცხლეში არავინ უფასებთ ამ თავგანწირვას. მაგრამ ასე არ ხდება და ისინი, სიცოცხლის ბოლომდე იბრძვიან ხოლმე. რას ნიშნავს ეს, წინასწარ განწირული სულისკვეთება? სიგიჟეს? იდეალიზმს? არ ვიცი, მსგავს ადამიანებს ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე ორივე ეპითეტით, მაგრამ რაც არ უნდა დავარქვათ, არსებობს სამი კატეგორია ადამიანების, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ: ერთნი, ყველაზე რთულ გზას ირჩევენ და ცდილობენ, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას, როცა ხედავენ, რომ დინება, მათთვის მიუღებელ გზას გადის. მეორენი ამჩნევენ ამ დროს, რომ დინება არასწორ გზაზეა, ხედავენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ სწორ, ან სხვა გზაზეც ვერ გადაიყვანენ და არჩევენ, გაჰყვნენ მას და შემდეგ, ხელსაყრელ შემთხვევაში გადაუხვიონ. მესამენი კი, თავსაც არ იტკივებენ ფიქრით, ან არც შეუძლიათ ეს. არ აინტერესებთ, სწორია თუ არა დინება, რომელსაც მიჰყვებიან. ეს დინება, მათ, რაღაც დაუწერელ თუ დაწერილ ბუნებრივ კანონზომიერებად, მიაჩნიათ. ხოლო თვითონ დინება, რატომ მიდის არასწორ გზაზე და აქამდე, რატომ ვერავინ შეძლო, ვერაფრის შეცვლა, ამაზე ყველას სხვადასხვა აზრი აქვს, ბევრი იქნებ, არც ფიქრობს, რომ რამე არასწორად მიდის, ცხოვრებაში. არავინ იცის, რატომ მოხდა რომ, ტექნიკური პროგრესის საუკუნეში, თითქმის ისეთივე მონური და მძიმე შრომა უწევთ, ადამიანებს, როგორც მანამდე? არავინ იცის, რატომ, ან რისთვის აქვთ მილიარდობით თანხა უძრავად, მიხრწნილ ბერიკაცებს და ამ დროს, რატომ კვდება შიმშილით და სიღარიბით, დღემდე, ათასობით ბავშვი? ან რატომ არის, რომ რაც ნაკლები შრომა უწევთ ადამიანებს, მით მეტი ანაზღაურება აქვთ, ხოლმე, ხოლო მათი ხელქვეითები, ათჯერ მეტს შრომობენ და ათჯერ ნაკლებად, უნაზღაურდებათ შრომა? მიუხედავად წარსულში, მონებისა და მუშების ათასგზის აჯანყებისა, მთავარი მაინც რჩება უცვლელი: მუშათა კლასი შრომობს, ხოლო მათი შრომით, კიდევ უფრო მდიდრდებიან-მდიდრები. თანამედროვე სამყაროში გვაქვს სიტუაცია, რომ უმეტესად, ადამიანთა უდიდესი ნაწილი, არის ექსპლუატირებული და თან, უხარია ეს, რომ თავის გატანის საშუალება მაინც აქვს და არის დასაქმებული. ხოლო ბევრი ცდილობს, რომ როგორმე თავადაც დასაქმდეს და გახდეს ექსპლუატირებული, ანუ მისი შრომა იყოს თუნდაც, ბოროტად გამოყენებული, სხვა გზა მაინც არ აქვს - თანამედროვე სამყაროში, არსებობა ძვირი ჯდება და იმიტომ. მართალია ისიც, რომ ზოგიერთი ქვეყანა, ცდილობს უკეთ მოექცეს ადამიანებს და ეს, მათი მოსახლეობის, მათი ხალხის დამსახურებაა. იმიტომ, რომ იმ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა, თავად აიძულებს ხოლმე, დინების წარმმართველ პირებს, მეტ-ნაკლებად სწორ და ყველასთვის მისაღებ გზაზე, დააყენოს “წყალი”, ამ შემთხვევაში ცხოვრება. რამდენი გელაპარაკე, მკითხველო, არჩილის და გეგას რვეულებიდან ამოკითხული აზრები, ბარემ პირდაპირ მათ ვასაუბრებ შენთან. მე ჩამივარდა ხელთ, რვეული, სადაც არჩილი და გეგა, წერდნენ ადამიანების უკეთესი მომავლის შესახებ. ამას შეეწირა, არჩილის ოჯახი და ვნახოთ, შეეწირებიან თუ არა, არჩილი და გეგაც. თუ შეძლებენ, თავიანთი გეგმების განხორციელებას?! თავი მეათე როგორც გვახსოვს, “შეთქმულები” ბოლოს საკანში დავტოვეთ, სადაც მათი მოხვედრის მიზეზები, უკვე ვიცით. ისინი, “შავ სიაში” აღმოჩნდნენ უბრალოდ და ამიტომ. მსგავსი “შავი სიები”, ყოველთვის, ყველა დროში არსებობდა თითქმის და რთული იყო, ამ სიაში მოხვედრილი ადამიანების ბედი. არჩილი ისევ თავის რვეულს, ჩაჰკირკიტებდა. სათვალეს, რომელიც ეკეთა, პერიოდულად იხსნიდა და ცხვირსახოცით, წმენდდა, შემდეგ ისევ იკეთებდა ხოლმე. “დათოია” საჭმელს გეახლებოდათ, დანარჩენები იწვნენ და ისვენებდნენ. -მორჩა,დროა! - თქვა არჩილმა გადაწყვეტით და რვეული რაც შეიძლებოდა, ხმაურით დაკეცა. “დათოიას”, პირთან მიტანილი კოვზი, გაუშეშდა ჰაერში და გაოცებით შეხედა, არჩილს. -რა?! -მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ! - განაგრძო არჩილმა და თან, კარს გახედა, ხომ არავინ გვისმენსო. შემდეგ “დათოიას” მიუახლოვდა და ჩურჩულით უთხრა: “გაქცევის დროა!” “დათოიამ” პირთან მიტანილი ლუკმა, უკან დადო, არჩილს შეხედა და სიბრალულით უთხრა: -მართლა გაგიჟდი, ხომ, შე უბედურო? ეჰ… გეგა საწოლიდან წამოდგა და არჩილს ჰკითხა: რამე გეგმა გაქვს? -ჰმ, აბა გეგმის გარეშე, საქმე გინახავს? სახლი, პროექტის გარეშე, ფილმი-სცენარის გარეშე, ან ბავშვი, ჩასახვის გარეშე, გაგიგიათ? - შეუბრუნა კითხვა ღიმილით, არჩილმა. - ეს, სახუმარო თემა არ არის, ხალხნო, - დაიწყო გეგამ. - ჩვენ აქ მოხვედრის პირველივე წუთიდან ვფიქრობთ, როგორ გადავირჩინოთ თავი, ან სხვებიც როგორ, გადავარჩინოთ. თუ კი არჩილს, უკვე აქვს გეგმა, მოვისმინოთ და, აზრიც გამოვთქვათ. კოტეც წამოდგა საწოლიდან, საკნის კარის პატარა ნახვრეტში, “რასაც “ვალჩოკს” ეძახიან, გახედა, ხომ არავინ გვაყურადებსო, შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა და ანიშნა, რომ არავინ უსმენდათ, ყოველ შემთხვევაში კართან არავინ იყო. -მაშ ასე, ყველაფერი მოფიქრებულია. -დაიწყო არჩილმა. გვყავს ოფიცერი, რომელიც ხელს შეგვიწყობს, აქედან გაქცევაში. წერილების საშუალებით, გვყავს ხალხი, რომელიც დაგვხვდება ციხის კართან. გათენებისთანავე, გამოვა მოსახლეობა ქუჩაში, ჩვენ უკვე მათთან ვიქნებით და ვეღარავინ შეგვეხება. ეს ყველაფერი, უკვე წინასწარაა ორგანიზებული. ხალხი, ჩემი ძმის, პრემიერ-მინისტრის “საიდუმლოებით მოცულ” მკვლელობას აპროტესტებდა, ისედაც და ახლა, მხოლოდ იმიტომ გაჩერდნენ, რომ ჩვენი გაქცევის დღეს, გამოვიდნენ ისევ ქუჩაში. შემდეგ ჩვენ ვიკავებთ პარლამენტის შენობას, შევდივართ და უკანონოდ ვაცხადებთ დღევანდელ მთავრობას და პრეზიდენტს. ჯარი და პოლიცია, უარს აცხადებს ასიათასობით საკუთარი თანამოქალაქის, სისხლისღვრაზე და ჩვენსკენ გადმოდის. პარლამენტთან ერთად, ვიკავებთ ქალაქის მერიას და სხვა, მთავარ შენობებს. პრეზიდენტს, რომელიც მკვლელია, ვაკავებთ დროებით, რადგან ჩვენ, სამუდამო პატიმრები არ გვეყოლება. საერთოდაც არ გვეყოლება პატიმრები და აუცილებელ შემთხვევებში, სხვა, უფრო ადამიანურ მეთოდებს, მივმართავთ. ამაზე დეტალურად, სხვა დროს იყოს, საუბარი. პარლამენტისა და სხვა საკვანძო შენობების დაკავების შემდეგ, მივდივართ ბანკებში, რომლებიც ჩვენთან სისხლს სწოვენ ადამიანებს და მათ ხარჯზე, იკვებებიან. ველაპარაკებით, ამ ბანკის მმართველებს და ისინი, თავიანთი ნებით, ურიგებენ ადამიანებს იმ რაოდენობის თანხას, რაც პირველ ეტაპზე დასჭირდებათ. დამიჯერეთ, მე ბევრი რამ ვიცი და ქვეყანაში, იმაზე მეტი ფულია, ვიდრე ეს, ადამიანებს სჭირდებათ. უბრალოდ, არავინ აძლევს მათ, ამ ფულს. შემდეგ, ყოფილი თანამდებობის პირები, გარბიან ქვეყნიდან და ჩვენ, ხელს არ ვუშლით, მათ. ყველას გავაფრთხილებთ, რომ არანაირი შურისძიება, არ მოხდება! სისხლი, არ უნდა დაიღვაროს და თუ დაიღვრება, ისევ ჩვენი დაიღვაროს, აჯობებს. -ეს როგორ კაცო, ჩვენი სისხლი დაიღვაროს ჯობია, ოღონდ იმ ნაძირლების არა? რაღაც ვერ გავიგე… - ჩაერთო კოტე, მაგრამ არჩილმა ხელით ანიშნა, ნუ მაწყვეტინებო და მანაც, მხრები აიჩეჩა და გაჩუმდა. -ვნიშნავთ დროებით პარლამენტს, საზოგადოების ღირსეული წევრებისგან შემდგარს და გადავდივართ, მოქმედების მეორე ეეტაპზე. ის, რასაც შემდეგ ვაპირებთ, ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ციხიდან გაქცევა, ან ამ ყველაფრის განხორციელება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ვათავისუფლებთ ყველა პატიმარს, გარდა სერიული მკვლელებისა, ბავშვებზე სექსუალურად მოძალადეებისა და მანიაკებისა. გარეთ შეკრებილი ხალხის წინაშე, გამოვდივართ და ვამცნობთ, რომ მათი მონობა, დასრულდა და რომ თავისუფლებას, აღარავინ წაართმევთ. ისინი შეძახილებით ხვდებიან ამას და ყველა ერთად ვამბობთ, რომ “გაუმარჯოს თავისუფლებას!” -მოიცა, მოიცა, გინდაც ასე იოლად გამოვიდეს, ეს ყველაფერი, რას აპირებ მერე, ეს გამარჯვებული, დაჩაგრული ხალხი, დამარცხებულ მჩაგვრელებს, რომ დაერიოს? -შეაწყვეტინა ამჯერად გეგამ, - ეს ხომ, ყოველთვის ასე ხდება? -კი, რთული იქნება თავიდან, მაგრამ ყველას გავაფრთხილებთ, რომ მოჩხუბრებს სადაც დაინახავენ, გააშველონ ისე, რომ არც იკითხონ მიზეზი, თუ რატომ ჩხუბობდნენ. თუ სერიოზული მიზეზი აქვთ, ისედაც იტყვიან გაშველების დროს და სიტუაციისდა მიხედვით, იმოქმედებენ ჩვენი “რაზმები”, ანუ ადამიანები, ვინც ითავებენ ამ ქვეყანაში, მშვიდობას. და ასეთი, ბევრია. ხალხი თვითონ იქნება, ამ ქვეყნის პოლიციაც, ჯარიც, ექიმიც, მუშაც, პრეზიდენტიც!... ეს თავიდან, სანამ ყველაფერი დალაგდება, მერე ყველა თვითონ იპოვის, თავის საქმეს, ვისაც რა ეხერხება და რა, მოწოდებაც აქვს, იმის მიხედვით. მთავარია, რომ ამ ქვეყანაში ყველანაირი ჩხუბი, ძალადობა და შურისძიება, აკრძალული იქნება. -კი, მაგრამ, როგორ აპირებ რაიმეს აკრძალვას, როცა ამბობ, რომ ციხე საერთოდ უნდა, გავაუქმოთო? - აი, მაგას ვერ ვხვდები. -ჩაერთო საუბარში, თუ არჩილის მონოლოგში “დათოია”, რომელიც ინტერესით უსმენდა აქამდე არჩილს. -გეტყვით მაგასაც. უკვე გითხარით, რომ ხალხი თვითონ იქნება, ერთმანეთის პოლიციაც, მსაჯულიც, ექიმიც… - და ეს როგორ? -როგორ და, ყველა უბანს ეყოლება, თავისი საბჭო, სადაც, ამ უბანში მცხოვრები ყოველი ოჯახიდან, იქნება თითო წევრი წარმოდგენილი. ყველა ოჯახი, საკუთარ წარმომადგენელს, თვითონ დაასახელებს, დედა იქნება ეს, მამა თუ შვილი. მათი გადასაწყვეტია. ეს საბჭო, უბანში, ან რაიონში მომხდარ ყველა დანაშაულზე, შეიკრიბება და ერთად გადაუწყვიტავს, “სასჯელს” დამნაშავეს. ზოგადად “სასჯელი”, “დასჯა” არ მოხდება სასჯელისთვის, ან დასჯისთვის. ეს მოხდება მხოლოდ, სიტუაციის გამოსასწორებლად და სამართლიანობისთვის. პირველ რიგში დამნაშავეს, რომელიც შეცდება და რაიმეს დაუშავებს, ვინმეს, დაევალება ზიანის ანაზღაურება, დაზარალებულზე. შემდეგ ყველა, ადამიანობისთვის მიუღებელი დანაშაული, გამოცხადდება იმდენად დიდ სირცხვილად, რომ ადამიანები, ნელ-ნელა უარს იტყვიან თვითონ, დანაშაულის ჩადენაზე. არავის არ მოუნდება, შერცხვენა. ეს, ბევრად ძლიერი და დიდი, შემაკავებელი ფაქტორია, ვიდრე ჯარიმა, ან თუნდაც წლობით პატიმრობის, შიში. პირველ ეტაპზე,რომ ნორმალურად წავიდეს ცხოვრება, შეიძლება საჭირო გახდეს, ციხეც, მაგრამ იქ მხოლოდ მკვლელობისთვის, ძალადობისთვის ან რამე მძიმე დანაშაულისთვის, დაამწყვდევენ ხალხს! -ეხ, არჩილ, არჩილ… შენ ფიქრობ, რომ, რასაც ახლა ამბობ, ადრე არ არის ნაცადი, მრავალჯერ და მრავალ ქვეყანაში? იყო დრო, როცა ხალხი თავად აღასრულებდა სამართალს,მაგრამ რა ვიცით, რომ იმაზე სამართლიან გადაწყვეტილებას იღებდა, ვიდრე ახლა იღებენ, თანამედროვე მოსამართლეები, თანამედროვე კანონებით? ერთი იცოდე კიდევ, ადამიანს, თუ რამის შიში არ აქვს, ყველაზე საშიშ ცხოველად იქცევა და ისეთ რამესაც იკადრებს, რასაც არცერთი ცხოველი არ იზამდა! ჩემი აზრით, ვერც ანარქია გამოიღებს ყველასთვის,სიკეთეს და შენ რასაც ამბობ ახლა, ეგ ხომ ანარქიაა… -არა,არა, მე რასაც ვამბობ ახლა, ეგ დემოკრატიაა, “პირდაპირი დემოკრატია!” ანუ, ხალხის მმართველობა. ხალხი, თავად უნდა მართავდეს ქვეყანას, სადაც ცხოვრობს და არა, ერთეული, გაზულუქებული ჩინოვნიკები წყვეტდნენ მათი, და მთელი ქვეყნის, ბედს! ისე, როგორც ახლაა, თითქმის ყველგან, მთელ სამყაროში. ისე, მე რასაც ვამბობ, შეიძლება იყო კიდეც, მსგავსი წარსულში, მაგრამ ახლა, მაინც მომავლის საქმეა. მანამდე, იქნება პოლიციაც, უბრალოდ ხალხი თვითონ გადაწყვეტს, ვინ-რა პასუხი აგოს, ადამიანური კანონების წინაშე. აღარ იქნება გაჭირვება, რადგან ყველა ოჯახს გადაეცემა თანხა, იმდენი, რამდენიც დასჭირდება. აქედან გამომდინარე, აღარც არავინ მოიპარავს და სხვას არ წაართმევს, ეს უბრალოდ, აღარ დასჭირდებათ. -ადამიანი ყველაზე ხარბი ცხოველია მეთქი, ბუნებით, არჩილ!...- შეაწყვეტინა ისევ, “დათოიამ”. მოიპარავენ კი არა, სულს ამოაცლიან ერთმანეთს, ნება რომ მისცე… -ვიცი, ვიცი, მაგრამ ხასიათისა და ცხოვრების წესის შეცვლა, მხოლოდ დროის ამბავია, მე მჯერა ამის და მწამს! ძალადობით, ვერასდროს დაამარცხებ, ძალადობას! ბოროტებას, ისევ ბოროტებით ვერ დაამარცხებ, მხოლოდ სიყვარულს და ადამიანობას, შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერი ბოროტება და ამის მაგალითს, მე თავად მივცემ, ხალხს. ყოფილ პრეზიდენტს,რომელმაც ოჯახი ამომიხოცა, ცხოვრება დამინგრია და ციხეში ამომალპო, ყველას თვალწინ ვაპატიებ, ისე რომ, მხოლოდ ბოდიშს მოიხდის და მოინანიებს, პატიებას მთხოვს ამ ყველაფრისათვის. დამნაშავეებს, რომლებიც ამ ყველაფრის მერე, მაინც ჩაიდენენ დანაშაულს, ერთად შევკრიბავთ და პირადად მე, დაველაპარაკები. უნდა მოხდეს ხალხის შერიგება და მორიგება და ეს, გადამდები უნდა აღმოჩნდეს. სიძულვილს, დავამარცხებთ სიყვარულით და ბოროტებას-სიკეთით. ახლა რა ხდება? დანაშაულს ებრძვიან, უფრო დიდი დანაშაულით! ძალადობას ებრძვიან, უფრო დიდი ძალადობით! და ამიტომაც, უფრო და უფრო იმატებს, ის. მაგალითად, იჭერენ მოძალადეს და შემდეგ, ცემით კლავენ, ან თუ გადარჩა, ოცი, ოცდახუთი წლით მარხავენ ციხეში. რა შედეგი მოაქვს ამას? ის, რომ მოძალადე, ციხიდან გამოსვლამდე, კიდევ უფრო მეტად ბოროტდება. საერთოდ, დღევანდელ ცხოვრებაში, არათუ მოძალადეს, თითქმის ყველა ადამიანს, სჯიან, რადგან კანონებია თავად ისეთი, შექმნილი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, დაარღვიოს. კანონი, უნდა იყოს ადამიანებზე მორგებული და არა პირიქით, ადამიანები მოარგო კანონს! ჩვენ, სწორად გავაკეთებთ… -”დათოია”მართალია, არჩილ!- ადამიანებს, ბევრჯერ ჰქონიათ მცდელობა, ცხოვრება გამხდარიყო მეტად სამართლიანი, ადამიანები ყოფილიყვნენ მეტად თანასწორნი, რაღაც დონეზე მაინც, თორემ ვერავინ გაასწორებდა მთას და ბარს. სოციალიზმის იდეაც, იყო მცდელობა, ადამიანთა შორის თანასწორობისა და კეთილდღეობისა, მაგრამ მივიღეთ - მახინჯი კომუნიზმი. და რას მივიღებთ ახლა, ჩვენი იდეებისგან? -მივიღებთ კუნძულს, რომელზეც ცხოვრება, ყველას უოცნებია! - როდესაც მღელვარების ქარი ჩადგება და, ღრუბლები გაიფანტება, ჩვენ გავიღვიძებთ ისეთ კუნძულზე, სადაც ყოველთვის გვინდოდა, რომ გვეცხოვრა და არ გამოგვდიოდა. კუნძულზე, სადაც ბოროტებას სიკეთით ებრძვიან და სიძულვილს-სიყვარულით! ამას ზოგი, უტოპიას უწოდებდა, ზოგი სამოთხეს, ზოგი კომუნიზმს, ჩვენ კი, “სიყვარულის ქალაქს” დავარქმევთ, ან რაიმე სასიამოვნო სახელს, მაგალითად “ცხელი ქვიშა”, ან “ცივი ყავა”, ან რაც ყველაზე მეტად სიამოვნებს ადამიანს, იმას ვუწოდებთ ჩვენს ქვეყანას და ქალაქს. მომავალში, ჩვენი “სიყვარულის ქალაქში” მცხოვრებნი, როცა რაიმე, შეგნებულ დანაშაულს ჩაიდენენ, დაისჯებიან მხოლოდ იმით, რომ გაძევებული იქნებიან ამ ქალაქიდან და ეს, ყველაზე მძიმე სასჯელი იქნება, მათთვის. მიმაგრება: სურათი 1
|
|