6:37 PM ლაშა მარგიანის პოსტი ხელისუფლების წინააღმდეგ, აქციასა და უსამართლობაზე, ასევე მაკო გომურის დაზარალებულად ცნობის შესახებ | ||||||||||||
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შესაძლოა, აქციაზე გაიარო, ისე, შემთხვევით მოხვდე, სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ძალის შედეგად თვალი დაკარგო და იმისთვისაც ბრძოლა დაგჭირდეს სახელმწიფოსთან, რომ დაზარალებულად გცნოს. მაკო გომური ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად წარმოადგენს საკუთარ თავს, მასში გამოიხატება ყოველი ჩვენგანი, უბრალო, ჩვეულებრივი მოქალაქე. მნიშვნელობა არ აქვს გავრილოვის ღამის აქციაზე ვიყავით თუ სახლებში ვისხედით, როცა სისტემას დასჭირდება იმაზე ადვილად გაგვსრესს, ვიდრე კოღოს, ან ჭიანჭველას სრესენ. მეტიც, მაკო გომური და ყველა ვინც ამ ღამეს დაზიანდა, იმ სპეცრაზმელების შვილების მომავალსაც წარმოადგენს, ვინც მათ რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზსა და ათას საშინელებას ესროდა, დამიზნებით. ჰო, ეს ხალხი ამ ყველანაირ ბრძანების შესრულებაზე წამსველი ადამიანების შვილების მომავალსაც წარმოადგენს დღეს, ხვალ რომ მათ აღარ მოხვდეთ თვალებში, შუბლებსა და მკერდებში ეს ტყვიები. რომ ვეღარავინ გაბედოს მსგავსი ბრძანების გაცემა და თუ გაბედავს, კანონის წინაშე მთელი სიმკაცროთ აგოს პასუხი. სისტემა გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ არავინ, რომ არაფერს წარმოვადგენთ, რომ ძალა მის ხელშია და სადაც და როცა მოუნდება მაშინ გადაგვივლის. სამწუხაროდ, ეს რეალობა დგას ახლა ჩვენს ირგვლივ და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, ჩვენ არ ვდგავართ ერთად. ჩვენ არ მიგვაქვს ერთი ადამიანის ტკივილი და გასაჭირი გულთან ისე, რომ მან საზოგადო სახე მიიღოს და ყველა ხერხი იყოს გამოყენებული მის მოსაგვარებლად. აგერ, რამდენიმე დღეა ადამიანი გაუპატირების მცდელობისთვის უჩივის ერთ-ერთ ხელისუფალთაგანს და რა? იმის მაგივრად, რომ დიდი და პატარა გვერდში დაუდგეს, სოლიდარული იყოს მის მიმართ, გაამხნევოს, გამოძიებული იქნას და დამნაშავე გამოვლინდეს, ნაცვლად ამისა, სულში ჩააფურთხეს ამ გოგოს და მის გაჩუმებას ცდილობს ყველა, განსაჯუთრებით სისტემა. ამით ხომ ხაზს ვუსვამთ იმას, ნებისმიერი რომ აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში, მისი მხრიდან ხმის ამოღებასაც კი ვუკარგავთ აზრს. ალბათ, ასე არასდროს არცერთ ხელისუფლებას გასვლია თავს, როგორც ახლა ესენი გვასხედან თავზე. ათასობით ადამიანი გაუბედურდა მათ ხელში და ათეულებიც კი არ ჩანს მათგან, იმდენად ნიჰილისტური, უიმედო და ყველაფრის აზრდაკარგული საზოგადოება ჩამოყალიბდა მათი მართველობის წლებში. უნდა მოხდეს პრეცედენტი, როცა ერთი კონკრეტული ადამიანი აჯობებს სისტემას, გაიტანს თავის სიმართლეს, ერთი ასეთი ფაქტი სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ ათასობით ასეთ გამარჯვებას დაუდგეს საყრდენად და საძირკვლად, მაგრამ იქამდე არ მოხდება ეს, ვიდრე ჩვენ ცალ-ცალკე ვიბრვით, ან ცალ-ცალკე ვართ გამოკეტილები ჩვენივე ნაჭუჭებში. იმდენად მტვრადაა ქცეული ყოველგვარი ადამიანური ღირსება, მაღალი მატერია, იმედები თუ იდეები, რომ გადარჩენისთვის განა ნაბიჯის გადადგმა ან ხმის ამოღება, ფიქრიც კი გვაშინებს უკვე. ვიდრე სამართალი არ აღდგება, იქამდე აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტსა და გამოხატვის ყოველგვარ ფორმას ეკარგება აზრი, რადგან ჩვენი თავისუფლება, იმ სიტყვების მსგავსად დარჩება, როგორიცაა - "იმპოტენტი ჰარაფხანაში". ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის სიმართლე არ გახდება საზოგადო, მანამდე ვერც სხვისი ტკივილი მოაღწევს ჩვენამდე და მუდამ დამარცხებულები ვიქნებით, სიკვდილამდეც და სიკვდილის შემდეგაც. მინდა, რომ გავიმარჯვოთ, ამოვიდეთ ამ სასოწარკვეთისა და უმოქმედობის ჭაობიდან და ერთმანეთიც ამოვიყვანოთ. არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი და დიდებული რაღაც, ვიდრე მომავალს შექმი ისეთს, მომდევნო თაობას, რომ ამ ქვეყნად მოსვლა და სიცოცხლე გაუხარდეს. ლაშა მარგიანი, მაკო გომური, გავრილოვის ღამე, ანტისაოკუპაციო აქცია, lasha margiani, mako gomuri, gavrilovis ghame, antisaokupacio aqcia, xelisufleba, khelisufleba, mtavroba, giorgi gakharia, giorgi gaxaria, ხელისუფლება, მთავრობა, გიორგი გახარია, თავისუფლება, თავისუფლებისთვის, freedom,free,for freedom მიმაგრება: სურათი 1
|
|