11:13 PM რატომ ტყეში? ratom tkeshi? | ||||||||||||
ორჯერ ორივითაა ალბათ, მაგრამ როცა ქალაქს გასცდები და დანიშნულების ადგილი ბუნება გაქვს, კომუნიკაციებს მოწყვეტილი ხარ და მხოლოდ თანამგზავრებს და მშობლებს ეკონტაქტები, ეს ყველაფერი კი რამდენიმე დღეს გრძელდება, სულ სხვა, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია ხარ. როცა სადღაც ვარ ძალიან ცოტას ვნერვიულობ ხოლმე, ვინც მიცნობს, წარმოგიდგენიათ? ჩემი უბედური ურთიერთობები სულ აღარ მახსოვს, აღარავიზე ვეჭვიანობ და აღარაფერი მწყინს. აბაშვილს მაინც ყველგან ვახსენებ და ფეხებზე სურათებს მაინც ყველგან ვიღებ. მაგრამ ყველაფერი გაცილებით მარტივია. ერთადერთი პრობლემა მაშინ მაქვს თუ მარტოს მიწევს ღამე მოსაფსმელად გასვლა. არადა ბევრჯერ მიწევს. დიტომ იცის, რაც მიყვარს ჰოომ სულ ეს იყო. ავტორი — NatalieWybie მიმაგრება: სურათი 1
|
|