9:25 AM ნიკა ძამიაშვილის ლექსები / nika dzamiashvilis leqsebi | ||||||||||||
სასახლისთვის მოჭრილი ხე და ორმოს შეწირული გათელილი ყვავილი ერთმანეთს ტირის. მე ვღეჭდი ხის ცრემლებს საღეჭ რეზინასავით და ვსვამდი ყვავილების მომწარო წვენს. სიზმარში მათი ხმა მესმის, რომელიცმაღვიძებს.. * * * ერთ ღერ სიგარეტს ბევრად მეტი ფასი აქვს ვიდრე მათ, ვინც უამრავ ხალხს კვებავს შეუსრულებელი დაპირებებით * * * ერთხელაც გავიღვიძებ და ჩემს სხეულს შეეზრდება ყვითელი ბროწეულები. მწვანე ცა. წითელიზღვა. ლურჯიღეროებიმოიბამენთეთრყვავილებს, როგორცხეს შეზრდილი გაჭიმული სქელი მავთული.. მკვეთრისითეთრე. თავისუფლების დროშა კი იფრიალებს ჩემს მეხსიერებაში, როგორცდილასპირველიმზისსხივიშენსფანჯარაზე. ძროხა რძის ნაცვლად მწვანე ჩაის მოიწველება, მისიმომწველნი იქნებიან ბინძური სულის მატარებელნი, რომლებიცმალევეგამდიდრდებიან ამ სასმისის გასაღებით, რომელიცერთ დროს უბრალო ხალხს გვებარა და წაგვართვეს. ჩემისთანებს ცხოვრება გვამზადებს მოულოდნელი სიკვდილისთვის, მაგრამროგორიუსაფუძვლოც არ უნდა იყოს, მაქვსიმედიგამონათების. თვითონჭაობშივიძირები, მაგრამვფიქრობშენსგადარჩენაზე. ჰო, შენზე, ვინც დროს მითმობ და მკითხულობ. ქუჩასა და მეტროში გამვლელთა სახეები მტკივა და ვერ ვისწავლე ამ ტკივილის გააზრება და მისგან შვების მიღება, როგორცდოსტოევსკის უწერია, მტკივადა რადგან არ შემიძლია მკურნალობა, დაე მტკიოდესო, მასავითმსურს, ათასნაირი პირადი ტკივილისგან მივიღო სიამოვნება. წითელი მთვარე და ლურჯი სიყვარული. ერთმანეთს ერევა, როგორცკიტრსპომიდორი - ზეთთან, რეჰანთანდა მარილთან, როგორცზღვასთევზი და ცაზე ვარსკვლავები, რომელიცშესაძლოადილასაცანათებდნენ, უბრალოდჩვენვერ ვხედავდეთ მათ, როგორცოთახშიჰაერს. კანაფის ძაფისგან მაისური. პუერისჩაი. ესპრესოსსამიპორციითთითქმისსავსეჭიქა. ჟოლოსფერი ოცნება წვეთავს გაჭრილი გულიდან, სისხლძარღვი ვეღარ კვებავს მის თავზე შეზრდილ გვირილებს და ყვავილი ჭკნება. ვიხრჩობი. ჰაერივითმინდაალერსი და ერთი ფინჯანი ყავა, რომელიცმიყრიასაშაქრეში, მომდუღებელი კი არავინ ჩანს. * * * გსიამოვნებს, როდესაც შენზე წუხან, როდესაც ვინმეს სტკივხარ. აჩვენე ყველას, რომ ძლიერი ხარ და აიტან ყველაფერს, მხოლოდ იმიტომ რომ არ დასწყვიტო გული მათ, ვისაც უყვარხარ, რადგან შენ ნერვიულობ იმაზეც, რომ გიწევს მათი გულისტკენა მძიმე ისტორიით, მაგრამ თვითონ ვერ ხვდები, რომ ამ დროს, იკვებები საკუთარი მონაყოლი ტკივილებით და დესერტად აყოლებ მსმენელის სითბოს, ცრემლებს, რომელიც ნებისმიერ თანხაზე ძვირია. და მაინც, გსიამოვნებს, როდესაც შენზე წუხან, როდესაც ვინმეს უყვარხარ. ჭი-ტააა!.. მე ლექსისთვის არ მჭირდება რითმა სიტყვა "მიყვარხარ"-ზე, რადგან ორივემ ვიცით, თუ რა ქიმიური ნარევი წარმოიქმნება ჩემს ორგანიზმში და გულის საშუალებით ტვინში სალუტივით ფეთქდება, როდესაც ვგრძნობ შენს სითბოს. გოგონებს მამები და ბიჭებს დედები გვიყვარს მეტად.. საქართველო პატარაა და შემთვევით, ჩვენი ბინებიც ამ პრინციპით დაეწყო. მთავარია, ერთმანეთს ნდობით ვუყუროთ და გარშემო ვერავის ვამჩნევდეთ. მალე თვითონ გვიხილავს, ის, ვისითაც გვწყურია თავისუფლებამდე ასვლა, რადგან ჩვენს ორში იმალება მესამე, რომელიც ერთ დღესაც საშოდან გამოიჭყიტება და ეს იქნება ყველაზე ბედნიერი წამი, სახელად "ჭი-ტააა"! * * * ვიფიქრო ცოცხლებზე ეს ისე ძნელია, როგორც მკვდარს უმღერო და მანაც ხმა გაგცეს. რადგანაც ჭრელ-ჭრულა ლექსებზე მღერიან ისინი, ვინც ხალხი უძიროდ გაძარცვეს. მარტო ვარ, გოგონა ოცნებებს მინაზებს, ნახატზესიგიჟესცხოვრებას ვუტოლებ. ფანჯარა. ცხელიჩაი ტოვებს ორთქლს მინაზე. პროტესტი. ბრძოლადა ყვირილი რუპორით! სიტყვები. "ოცნება", "ცხოვრება" "ხალხს შია", ვუკიდებსიგარეტსდა გამვლელს ვუწუდებ. ხედავდა შენც იცი, ქვეყანა ტრაკშია და თუკი გაქვს ძალა, ხელი გაუწოდე იმედი გვქონდა და დაგვჩაგრეს, დაგვცინეს არაფრადაგვიგდესგვიხმარეს მონებად. მეც უკვე ვგრძნობ რომ დღეს ნერვები გავცვითე. ჯერ იმ სიბოროტეს დედა არ მ..ნა!. * * * იცი, რომ ეს გული უფრო მეტს მოითმენს.. არ გინდა გჯეროდეს.. ტკივილით ერთობი. მარტო ხარ და გინდა ვინმე რომ მოვიდეს. კაკუნი კარებზე არ ისმის თვეობით. 2016 წ. * * * შეამჩნიე ქუჩაში მიმავალი სევდიანი, ცხოვრებისგან გატეხილი, შენს გვერდით ჩამვლელი ადამიანი გააჩერე, ესაუბრე, ეცადე დაეხმარო, სულიერად ან ხორციელად, ეცადე მისცე მეორე დღეს, მზის ამოსვლის იმედი, ეცადე გადაარჩინო, და ეს ცდა — შენ გადაგარჩენს! მომავალი ნახატის შეგრძნება დილაა. ვუყურებ ჩემს თეთრ ტილოს და ზედ ვხედავ ღამით დასაკვრელ მელოდიას.. ორი გოგონა მეტროში 1. ყვითელი, გვერდებში ოდნავ მოყავისფრო თმით, ფეხებზე დადებული წითელი ჩანთით დავინახე გოგონა. არ ვიცი, რა აწუხებდა მას, სასწრაფოდ სჭირდებოდა საჭირო ოთახი და ითმენდა თუ უბრალოდ განიცდიდა ადამიანთან ხორციელ დაშორებას, მის სახეზე შევამჩნიე სულიერი უხმო ტირილი, ცრემლებიკი თითქოს თვალებს შიგნით ესხმეოდა.. 2. შემოვიდა ხელგამოწვდილი ბავშვი, რომელსაცთავზეხელიგადავუსვი. მინდოდამიმეცა მცირეზომისშოკოლადში ამოვლებული ორცხობილა, ამოღებავერ მოვასწარი, რომ უკვე ვაგონის ბოლოში სთხოვდახურდასმოზრდილმამაკაცს და შემდეგ გაჩერებაზე წამიერ გაქრა. 3. ვიდექი კართან, შევხედეიმ მოპირდაპირე მხარეს მჯდომ საყვარელ გოგონას რომლისსევდიანსახესმსუბუქიღიმილიშეჰპარვოდა, რომელიცმახსოვს, უკვემესამედღეა და მჯერა, გამყვება ცხოვრების ბოლომდე, თუნდაცმის შემდეგ, ვერასდროს ვიხილო.. 4. მივედი სახლში. მაცივარიც ისეთი ცარიელი დამხვდა, როგორცმციოდალექსისწერისდროს, და ისევე, როგორცგამათბოტკივილიანი გოგონას მომღიმარმა სახემ. ამოვიღე ის ორცხობილა პარკიდან და პირველი ჩაკბეჩისთანავევიგრძენითითქოს იმ ხელგამოწვდილპატარასვუღეჭდი ბავშვობის წლებს. * * * მე არავინ მგავს ისე, როგორც შენ. მე არ ვგავარ არცერთი წიგნის პერსონაჟს და არცერთ ცხოველს. ყველაფერი ბუდობს ჩემში ცოტ-ცოტა. ჩვენ განგვასხვავებს ჩემი სიგიჟე, ჩემი დაუღვრელი ცრემლი და ამოუღებელი ხმა. და საერთო, რაც ორივეს გვახასიათებს - სიყვარული, მაგრამ შენ ჩემზე ბევრად კეთილი ხარ. ორივეს გვიყვარს, როგორც მომღიმარი ხალხი, ასევე დაცემულის ფეხზე წამოყენება. ორივეს გვიყვარს ბავშვები. ორივეს გვაქვს გამოცდილება და ორივეს გვაქვს უნარი გვიყვარდეს ყველა, მაგრამ არა - ერთმანეთი. * * * შენ დაისადგურე ჩემში. მე სულის რენტგენით გაგხადე. დაგხატე. ვერაფრით ვერ გშლი გულიდან.. და დავწვი ნახატი. * * * მე მწამს იმ ნახატის, სიმღერის, ნათქვამი ან დაწერილი სიტყვის, რომელშიც შემორჩა ორი გრამი პოეზია, როგორც გამოსაწრუპად დარჩენილი ლუდის წვეთები ბოთლზე ხაზებად. * * * რომელი უფრო ახლოს არის მთვარესთან, თვითმფრინავი, რომელიც მხარს გაკრავს მას, თუ მე, რომელმაც ვიგრძენი ეს შეხება?!.. * * * შენ შემეკითხე, ზამთარი როდის გავა? მე გიპასუხე, მაშინ, როცა ჩამეხუტები. * * * ისეთს არ მიცნობ, როგორიც არ მსურს დაგინახო!.. * * * ხე ეწირება შენს დაბეჭდილ წიგნს. და ვაი, შენ, თუ ეს წიგნი არ ღირს, ერთი მცირე, მოტეხილი ტოტის ფასად. * * * ( ანასა დანინას მარადიულ ხსოვნას) ორი უჭკნობი ყვავილი მოტეხა ქარმა და გააფრინა უსასულობისკენ. მიწაში დარჩა მათი ფესვები და ცას შეემატა ორი ვარსკვლავი. ანა და ნინა. ნინა და ანა. ორ წყვილმა ცრემლმა მოგვიყვანა ამ წელს შემოდგომა. * * * მე არ შემიძლია, გაჩუქო ირაკლი ფარჯიანის დახატული მუდამ უჭკნობი ყვავილები!.. ამ ნახატს შუძლიათ ეს წინადადება აქციონ პოეზიად. შენს გულში დაისადგუროს და მარად დარჩეს ამ ყვავილთა სუნი. * * * მე ვუსმენ ნიჟარას და ვგრძნობ როგორ იხრჩობი, მაგრამ ვერ გეხმარები, რადგან არ ვიცი, რომელ ზღვაში გეძებო... * * * მხოლოდ ბავშვის ღიმილს შეუძლია დამავიწყოს ყველაფერი და მამყოფოს ბედნიერი, იმდენი ხანი, რამდენიც გაძლებს ჩემს ხელებში. მე ყოველ დილით, ნამძინარევ მზეს მთების შუიდან ამომიყვანდა გაღვიძებული ბავშვის ცრემლები. ვფიქრობ, კარგი მამა ვიქნები, იდესმე ბავშვი თუ მეყოლება... * * * ვდგავარ სადარბაზოში და ვეწევი. ვუყურებ კედელზე მიწერილ მეგობრის ლექსს, რომელშიც სიტყვა "განვიცდი" ყოველთვის მავიწყდება და სხვა სიტყვით ვანაცვლებ, თუმცა ვხვდები, რომ ყველაფერი სულიერი განცდების გარეშე კვდება. ვგრძნობ, სიგარეტი კი არა, მე ვიწვები. ფერფლი ჩემი სხეულია და ფილტრი კი ის ლექსი, რომელიც ჯერ არ დაწერილა და თუ დაიწერება, იმასაც სადმე გადააგდებენ. იმასაც ვგრძნობ, რომ შეშლილი ვარ და ჩემი ცხოვრება უფრო პატარაა, ვიდრე ჩემი პოეზია. მახსენდება დიდი იაპონელი მწერლის ფრაზა - "იდიოტი თუ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, რომ მზე კასრზე მცირეა ზომით." ასევე ვიხსენებ ძმაკაცის სიტყვებს, რომ მე დიდხანს სიცოცხლე მიწერია და მეღიმება. ვგრძნობ, ტყუილად არ ვღლი ნაბიჯებით ჩემი ქალაქის ქუჩებს. ზოგჯერ, მთვარეს ვესაუბრები და ზოგჯერ, დაბმული რკინის ტკივილსაც ვიზიარებ, რომელსაც უწევს ყოველი დღე ტანით იტვირთოს ვაგონები, რომლებიც უფრო მტვრიანია, ვიდრე ჩემი სორო, რომელშიც ვცხოვრობ. და თუ სიყვარული პირტიტველა ლიტერატორების საკენკია, მაშინ ჩემი ვარსკვლავი უბრალო რიყის ქვაა. და თუ შენ არ დამიდგები გვერდით, მე მაინც გავაგრძელებ გზას, თუნდაც მიწიდან ტბაში, ან მდინარეში მოსროლით და ბოლოს დავილექები ძირზე. * * * ჩემს ლექსებს თუ შეუძლიათ შენი გულის გათბობა, მოდი, დაგიყრიერთ მუჭა სიყვარულს და შენ — სიცოცხლეს მოწყურებული, მშიერი, გაყინული, ფრთამოტეხილი ბარტყივით კენკე. ვგრძნობ, ამისშემდეგ — რამდენჯერაც მიირთმევ უშაქრო ჩაის, შეძლებგამიხსენო, ბუნდოვნად, დაკარგული რომელიმე ფრაზაში. მწამს, მე შენთვის, ყოველთვის, ის სიტყვა ვიქნები, რომელიცდაგავიწყდება!. * * * მარტოდ ხეტიალის შემდეგ ავედი სახლში. შევამჩნიე შენი ფოტო და ცარიელი ოთახი გათბა. — — — After wandering around all alone, I went back home. I caught a sight of your picture And my empty room Got warmer. — — — После одинокого скитаний Поднялся домой. Заметил твое фото И пустая комната Cогрелась. მიმაგრება: სურათი 1
|
|