გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » ნოემბერი » 30 » "ოცნება ამიხდა! თავი საჭიროდ ვიგრძენი" — გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც სვანეთში მასწავლებლად მიდის
7:20 PM
"ოცნება ამიხდა! თავი საჭიროდ ვიგრძენი" — გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც სვანეთში მასწავლებლად მიდის






„ოცნება ამიხდა“ - ამ ფრაზით იწყებს ჩვენთან საუბარს 23 წლის მარიამ საძაგლიშვილი. ის სვანეთში მათემატიკის მასწავლებლად მიდის. მარიამი იმ 19 პედაგოგს შორისაა, რომლებმაც პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ გაიარეს და მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში უფროსი მასწავლებლის სტატუსით შევლენ.

მარიამ საძაგლიშვილმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ახლა თავის ცოდნას მოსწავლეებს გადასცემს.

„ოცნება ამიხდა. სვანეთში, კერძოდ, ლენტეხში მათემატიკის მასწავლებლად მივდივარ. ძალიან გახარებული ვარ.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ჩემი გადამრჩენია, თავი საჭიროდ ვიგრძენი. ვიცი, რომ იქ თუნდაც 3-4 ბავშვთან მუშაობით გაცილებით მეტს მივაღწევთ და სოფლებს შევუნარჩუნებთ მოსახლეობას, ამავდროულად, აღვზრდით განათლებულ მომავალ თაობას.

ტრენინგების პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო იყო და მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან მე პირველად მიწევს სკოლაში შესვლა და არანაირი გამოცდილება არ მაქვს (გარდა რეპეტიტორობისა), ძალიან ვნერვიულობდი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მაგრამ ტრენინგების დროს იმდენი რამ ვისწავლე, რომ მგონია, 5 წლიანი გამოცდილებით მივდივარ სკოლაში“, - ამბობს ახალბედა მასწავლებელი etaloni.ge-სთან საუბარში.

„ასწავლე საქართველოსთვის“ უკვე დასრულდა. მან ახალგაზრდებს საშუალება მისცა, საკუთარი ცოდნა გამოავლინონ და საყვარელი პროფესიით დასაქმდნენ.

პროგრამა ითვალისწინებს კვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესებას, შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე მოზიდვასა და დასაქმებას. ასევე მასწავლებლებისთვის განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობისა და სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენების პროცესის ხელშეწყობას.

„ასწავლე საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში, ასევე ადგილობრივი თემის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა.

ეტალონი, ოცნება ამიხდა, etaloni, ocneba amikhda, ocneba amixda, ocneba, mastsavlebeli, mascavlebeli, maswavlebeli, bavshvebi, moswavleebi, moswavle, maswavleblebi, მასწავლებელი, მასწავლებლები, mariam sadzaglishvili, მარიამ საძაგლიშვილი, მოსწავლე, ბავშვები, ოცნება, განათლება, სწავლა, სკოლა, skola, ganatleba, swavla, stsavla, scavla, საქართველო, ახალგაზრდები, sakartvelo, saqartvelo, akhalgazrdebi, georgia, learning, school, dream

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 722 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: bavshvebi, MOSWAVLE, ocneba amikhda, mariam sadzaglishvili, მარიამ საძაგლიშვილი, ეტალონი, moswavleebi, MASTSAVLEBELI, MASWAVLEBELI, სკოლა, ოცნება, etaloni, maswavleblebi, მასწავლებელი, skola, ოცნება ამიხდა, ocneba, მოსწავლე, MASCAVLEBELI, ganatleba, განათლება, ocneba amixda, სწავლა, მასწავლებლები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...