9:36 PM ქალმა კვერნა, რომლის ბეწვისგანაც ქურქის გაკეთებას აპირებდნენ, გადაარჩინა და მოიშინაურა / qalma kverna, romlis betscvisganac qurqis shekervas | ||||||||||||
ეს კვერნა სწორედ ერთ-ერთ ასეთ ფერმაში იზრდებოდა, სანამ მისი ამჟამინდელი პატრონი გამოისყიდდა. "გავარკვიე, რომ მისი ყიდვა იქამდე შემეძლო, სანამ მოკლავდნენ", — ამბობს ქალი და იმასაც დასძენს, რომ სასწრაფოდ გაემგზავრა ცხოველის სახლში წამოსაყვანად, რომელსაც ფერმაში კარგი არაფერი ელოდა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა და დღეს კვერნა, რომელსაც პატრონმა უმორა დაარქვა, თბილ და მოსიყვარულე გარემოში ცხოვრობს. მართალია, ცუდი მოპყრობისგან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს, თუმცა, პატრონი ამბობს, რომ ცხოველი ძალიან ემოციური, აქტიური და ჭკვიანია. უმორას უკვე საკუთარი ინსტაგრამიც აქვს, სადაც მისი ყოველდღიურობის ამსახველი სახალისო ფოტოები და ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ. როგორც ჩანს, ამ კვერნასაც დაავიწყდა, რომ ის გარეულ ცხოველადაა "ჩაფიქრებული" და სახლის ატმოსფეროს არაჩვეულებრივად შეეწყო. მიმაგრება: სურათი 1
|
|